საავტორო სტუდია

ჩაწერილია “საავტორო სტუდიის” მიერ

სომეხი გიტარისტი ჟორა სარგსიანი “საავტორო სტუდიის” მიერ ჩატარებული კლასიკური გიტარის კონკურსის პირველი პრემიის ლაურეატია. კონკურსში მონაწილეობის შემდგომ კვლავაც არ წყვეტს ურთიერთობას ჩვენს სტუდიასთან. მისი მოსწავლეები ყოველწლიურად მონაწილეობენ კონკურსში. წლევანდელ წელს კი ჟორა სარგსიანის სტუდიურად ჩაწერაც მოხერხდა. ის სპეციალურად ამ ჩაწერისთვის ესტუმრა თბილისს და კინოსტუდიის პავილიონში Mathias Duplessy – ს “კავალკადა” ჩაიწერა.

ჩვენი სტუდია მადლობას უხდის ჟორა სარგსიანს კლასიკური გიტარის კონკურსის თანადგომისთვის, რომელიც წელს უკვე მექქვსედ გაიმართება, და კვლავაც ელის მას და მის მოსწავლეებს საქართველოში.

 

 

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”