საავტორო სტუდია

ქართული ხალხური ზღაპრები ქართულ და ინგლისურ ენებზე

CD cover newწარმოგიდგენთ „საავტორო სტუდიის“ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტს, ქართული ზღაპრები ქართულად და ინგლისურად. ესენია: „ცეროდენა“, „რწყილი და ჭიანჭველა“, „კომბლე“ და „წიქარა“.
პროექტი განხორციელდა 2012 წელს პრო კრედიტ ბანკის დახმარებით და ქართულ ამერიკული კომპანიის “Langate” – ს თანამშრომლობით.
მოცემული პროექტი ძალიან დიდ ინტერესს იწვევს ჩვენ მოსახლეობაში. ბავშვები ეცნობიან ქართულ ზღაპარს და იქვე ისმენენ მის ინგლისურ თარგმანს, რაც ხელს უწყობს ვერბალური აზროვნების განვითარებას და ინგლისური ენის უკეთ გაგებას და დაუფლებას. ასევე საინტერესოა ის ინგლისურ ენოვანი ბავშვებისათვის.
ხმოვანი ზღაპრები შეგიძლიათ შეიძინოთ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში, „პარნასში“, „სანტა ესპერანსაში“, სტუდია „თბილსის“ გავრცელების ქსელში, „საავტორო სტუდიაში“ და სხვა წიგნის მაღაზიებში.
იმეგობრეთ „საავტორო სტუდიის“ ხმოვან ზღაპრებთად და თქვენი ბავშვების ცხოვრება უფრო საინტერესო გახდება.
პატივისცემით „საავტორო სტუდიის“ მთელი შემოქმედებითი კოლექტივი.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”