საავტორო სტუდია

თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის სამსახურში

Screenshot 2014-11-25 01.54.25უკვე მეექვსე წელია თბილისი ჩასაბერ საკრავთა საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ეს ფესტივალი ყოველთვის გამოირჩეოდა საშემსრულებლო კლასით, პროფესიონალიზმით, მდიდარი რეპერტუარითა და პრემიერებით. ფესტივალის ფარგლებში მრავალი მსოფლიოს დონის მუსიკოსი ესტუმრა ჩვენს ქვეყანას. შესრულდა მრავალი საინტერესო ნაწარმოები, შედგა პრემიერები, ჩატარდა მასტერკლასები.

მისი დაარსების დღიდან ფესტივალთან მჭიდროდ ურთიერთობდა და მედია პარტნიორობას უწევდა საქართველოში ერთადერთი კლასიკური რადიო სადგური “მუზა”. რადიო “მუზა” სრულად ახორციელებდა ფესტივალის კონცერტების აუდიო ჩაწერას, თანამშრომლობდა უცხოელ ხმის რეჟისორებთან, ვისთან ერთადაც არაერთი მაღალი ხარისხის საკონცერტო ჩანაწერი განხორციელებულა. სამწუხაროდ  უკვე წელიწადზე მეტია, რაც რადიო “მუზამ” შეწყვიტა პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა და დადგა საშიშროება იმისა, რომ ფესტივალის კონცერების აუდიო ჩაწერები ვეღარ განხორციელდებოდა. საბედნიეროდ, ჩასაბერ საკრავთა ფესტივალს ახალი პარტნიორი – “საავტორო სტუდია” გამოუჩნდა. სტუდიამ სრულად ჩაიწერა 2014 წლის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის ყველა კონცერტი.

გთავაზობთ ფესტივალის გახსნაზე შესრულებულ ბრუხის ორმაგი კონცერტის I ნაწილს. შემსრულებლები: ლევან ცხადაძე (კლარნეტი), მარიკო ჰარა (ალტი), საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ბენუა ფლომანჟერი. კონცერტი ჩაწერილია რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში 2014 წლის 2 ნოემბერს. ხმის რეჟისორი – დავით ხოსიტაშვილი.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”