საავტორო სტუდია

რატომ უნდა ჩავიწერო აკუსტიკური გიტარა ხელმეორედ?

gibson-hummingbird-acoustic-guitar-1392110776ეს კითხვა ერთს რომელიღაც ვიდეოს ყურების შედეგად გაუჩნდა. სავარაუდოდ “Youtube”-ზე ნახა ვიდეო თუ როგორ ჩაიწერა შემსრულებელმა აკუსტიკური გიტარის არხი და ზუსტად იგივე გაიმეორა მეორედაც. შემდგომ, თანახმად გავრცელებული წესისა,  ერთი არხი ბოლომდე მარცხნივ და მეორე ბოლომდე მარჯვნივ პანორამაზე გადაწია.

გარკვეულ შემთხვევებში ეს აკუსტიკური გიტარის ჩაწერის მარტივი ხერხია. ის თითქმის ყოველთვის უფრო უკეთ ჟღერს, ვიდრე ცალ არხზე ჩაწერილი გიტარა, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ნაწარმოები დაკრულია პროფესიონალი შემსრულებლის მიერ, ძალიან კარგ ინსტრუმენტზე, იდეალურ სტუდიურ გარემოში და ჩაწერილია პროფესიონალი ხმის რეჟისორის მიერ, რომელმაც ზუსტად იცის რასაც აკეთებს. მართლაც, დამღლელია თუკი ალბომის ყველა ნაწარმოებში დუბლირებულ აკუსტიკურ გიტარას ჩავწერთ და უმჯობესი იქნება, თუკი ყოველი მეოთხე მაინც იქნება ასეთი.

დავუბრუნდეთ კითხვას. მე მეკითხებიან: “რატომ არ შეიძლება უბრალოდ ჩავიწერო გიტარა მხოლოდ ერთხელ, გადავაკოპირო ჩაწერილი არხი და ცალი ბოლომდე მარცხნივ გავუშვა, მეორე კი ბოლომდე მარჯვნივ? განა ეს არ ამარიდებს თავიდან გიტარის ხელმეორედ ჩაწერას ?”

პრინციპში, ეს კარგი კითხვაა. იმისთვის რომ დუბლირებული გიტარა ზუსტად დაემთხვას პირველად ჩაწერილს, საჭიროა დიდი სიზუსტე და ეს მეტად რთული და შრომატევადი საქმეა.

მაგრამ, მოდით ასე შევხედოთ ამ საქმეს:

თუკი ჩვენ ჩავიწერთ გიტარას და მის პანორამას ზუსტად ცენტრში მოვათავსებთ, მისი გაჟღერების დროს ორივე მონიტორიდან თანაბარი სიგნალი წამოვა და ის მონო იქნება, რადგან არხებს შორის სხვაობა არ არის.

თუკი თქვენ დააკოპირებთ არხს და ერთის სიგნალს მარცხნივ გაუშვებთ, მეორეს კი მარჯვნივ, მაშინაც ზუსტად ერთი და იგივე იდენტური აუდიო სიგნალი წამოვა, როგორც ერთი, ასევე მეორე მონიტორიდან და რადგანაც მონიტორების ორივე არხი ერთმანეთის იდენტურია, აუდიო კვლავ მონო იქნება და სასურველ მიზანს ვერ მივაღწევთ.

არსებობს ე.წ. “double track”-ის  შექმნის გზები. მაგალითისთვის, თქვენ შეგიძლიათ დააკოპიროთ ჩაწერილი აუდიო სიგნალი, შეთქმნათ არხის დუბლიკატი და შემდეგ ერთ-ერთი არხი რამდენიმე მილიწამით დააცილოთ ორიგინალ არხს. შესაძლოა ამგვარმა მეთოდმა რიგ ემთხვევებში კარგი შედეგიც კი გვიჩვენოს, მაგრამ ვერაფერი შეედრება კარგად შესრულებულ ცოცხლად ჩაწერილ დუბლირებულ გიტარას.

და ბოლოს… როგორც წესი, მსგავსი კითხვები იწყება ასე: “არ შეიძლება, რომ უბრალოდ”… საქმე იმაშია, რომ აუდიოში “უბრალოდ” არ არსებობს. იმისთვის რომ მივიღოთ სასურველი რეზულტატი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს მაქსიმალური გაწაფულობით, დიდი რუდუნებითა და ძალისხმევით.

დევიდ მელორი

2014 წლის 12 თებერვალი

თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”