საავტორო სტუდია

“საავტორო სტუდია” თბილისის ბაროკო ფესტივალს სრულად ჩაიწერს

Baroqueconcert-clip_image002_004“საავტორო სტუდიას” ჯერ თელავის ფესტივალის მონტაჟიც არ დაუსრულებია, უკვე “ბაროკო ფესტივალის” ჩაწერის სამზადისშია.

“თბილისის ბაროკო ფესტივალი” პირველად ტარდება საქართველოში. ორგანზიატორი “საავტორო სტუდიის” მეგობარი და პარტნიორი საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრი “სინფონიეტაა”. მათი მოწვევით ბევრი სახელოვანი და წარმატებული მუსიკოსი ჩამოდის. მათ შორის  იორდი სავალი, სერჯიო აზოლინი, კრისტინა ბუში, პაველ კოტლა და სხვები…

 photo Baroque festival_zpsqzwupndj.jpg
“საავტორო  სტუდია” ფესტივალის შვიდივე კონცერტს ჩაიწერს. კონცერტები რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება, რაც ერთგვარად ართულებს ჩაწერებს: რუსთაველის გამზირიდან შემოსული ავტომობილების თუ გათბობის სისტემის ხმაური, არც თუ ისე კარგი აკუსტიკური გარემო, ხმის რეჟისორისთვის განკუთვნილი ოთახის არარსებობა და სხვა სირთულეები, ცხადია, უარუყოფითად იმოქმედებს ჩანაწერზე, თუმცა სასურველი ხარისხის მიღება მაინც შესაძლებელია.

გთავაზობთ ფესტივალის სარეკლამო რგოლს ანსამბლ “სინფონიეტას” შესრულებით. ხმა ჩაწერილია “საავტორო სტუდიის” მიერ.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”