საავტორო სტუდია

“სტუმარი” და “იალონი” სოციალური პროექტით ქალბატონებისთვის

გოგონათა ანსამბლი ,,იალონი” და ეთნო მოდერნული მუსიკის ჯგუფი ,,სტუმარი” იწყებს სოციალური პროექტის მომზადებას ქალბატონებისათვის!
წინასწარი გამოკითხვით გვსურს გამოვკვეთოთ მოხალისე მსურველები, რომლებსაც სურთ ჩაერთონ სამოყვარულო გუნდში. პროექტის მიზანია მეტად გავუფერადოთ და ავუმღეროთ განწყობა ჩვენი ქალაქის მანდილოსნებს.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ არის მუზიცირება არაპროფესიონალთათვისაც ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი”. არადა, ,,პირველად იყო სიმღერა”! …და ამ ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობის საშუალება ყველას გვინდა ვაჩუქოთ.
პროექტის პირველი ეტაპი 2 თვეს მოიცავს. მოყვარულთა გუნდი კვირაში 2 დღე იმუზიცირებს და იმუშავებს ,,იალონის” ხელმძღვანელთან, ეთნომუსიკოლოგ, მომღერალ-მგალობელ ნინო ნანეიშვილთან და ჯგუფ ,,სტუმარის” კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავასთან ერთად. პროექტის დასასრულს სამოყვარულო გუნდი ექსპერიმენტულ კონცერტს გამართავს ,,იალონის” და ,,სტუმარის” გუნდებთან თანამშრომლობით!
რეგისტრაცია შესაძლებელია ყველა ასაკის ქალბატონებისათვის! მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე ან იმეილზე – თქვენი სახელი, გვარი, მოკლე ბიოგრაფია, მუსიკალური გამოცდილება ან გამოუცდელობა და პასუხი ერთ კითხვაზე: რატომ გინდათ სიმღერა?
ialonichoir@gmail.com

წამოგვყევით ფეისბუქზე