საავტორო სტუდია

ასწავლეთ ბავშვებს სწორად!

2014-09-15 13.07.54ახლა კი ზუსტად ვხვდები, რომ ამის შესახებ ჩემს გარდა არავინ საუბრობს და ჩემი ყურის გდებას კი არაფრად აგდებენ. ყოველი ახალი სასწავლო წლის დადგომის წინ ვფიქრობ, რომ აი, გაითვალისწინეს გასული შეცდომები, დაიხვეწნენ, განათლდნენ, თვითონ რაც არ იცოდნენ სპეციალისტებს ჰკითხეს და გამოიყენეს მათი ცოდნა თავისივე საქმის წინ წასაწევად.

ცალკეული წიგნის წერით შეპყრობილი „ავტორები“ ბედავენ პირველი კლასელი მოსწავლეების წინ დადონ ისეთი წიგნი, რომელიც ახლოსაც არაა იმ საგანთან რაც ზემოდან აწერია.

ჩემთვის, როგორც მუსიკოსისა და პედაგოგისთვის, ძნელი წარმოსადგენია, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს აუხსნას ნოტების დანიშნულება იმგვარად, რომ ნოტების სათაურებს პეპლები თუ გაურკვეველი სახის არსებები დაახატოს, ნაცვლად იმისა, რომ გაავლოს სანოტო ხაზები და სწორად აუხსნას მოწაფეებს ნოტების განლაგება.2014-09-15 13.08.31

ეს იქით იყოს და მერვედი ნოტა, ისეთი, რომელიც დახატულია წიგნის რამოდენიმე ფურცელზე, საერთოდ არ არსებობს ბუნებაში, მხედველობაში მაქვს მერვედი ნოტის მოხაზულობა, რომელსაც მუცელი აქვს მარცხნიც და კუდი მარჯვნივ. ასევე ყოვლად დაუშვებელია სასწავლო წიგნში დახატო  საკრავები და მათზე შემსრულებლები არასწორად. მხედველობაში მაქვს საკრავების არასწორი დაჭერა და ზოგადად დამოკიდებულება.

2014-09-15 13.09.57

სახეზეა ფაქტი, რომ განათლების სამინისტროში მუსიკალური განათლების როლს საჯარო სკოლაში ჯეროვნად ვერ აფასებენ და მათთვის ის გრანდიოზული შეცდომები, რაც მე ზემოთ ჩამოვთვალე კორექტურულ შეცდომებადაც არ აღიქმება.

ასე არ შეიძლება, ცალსახად არ შეიძლება …

გამოსწორების გზა

ჯერ-ჯერობით ქვეყანაში კიდევ არსებობენ მუსიკალური განათლების მქონე ადამიანები, ისინი შეგიძლიათ იკითხოთ ხელოვნების სკოლებში, კოლეჯებსა და კონსერვატორიაში. არავინ დაგზარდებათ, რომ ელემენტარული შეცდომებისგან გაანთავისუფლოთ თქვენი სახელმძღვანელოები. ის მაინც უნდა იცოდეთ, რომ წიგნი მუსიკაზე მუსიკოსმა დაწეროს ან შეამოწმოს მაინც.

გაბრაზებული

ნინო ჯანჯღავა

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”