საავტორო სტუდია

როგორ გავყიდოთ მუსიკა ინტერნეტით

logoshomepageblackგავრცელებულია აზრი, თითქოს საქართველოში მუსიკით თავის რჩენა შეუძლებელია. ეს  სტერეოტიპი იმდენად გავრცელებულია, რომ ალბათ ბევრი მყისიერად დამეთანხმება. მოდით, ორიოდე სიტყვით განვიხილოთ რატომ არის ასე რთული ქართველი შემსრულებლებისთვის საკუთარი მუსიკის გაყიდვა. ბევრი ჩვენთაგანი ალბათ იტყვის, რომ ეს ჩვენი, ეროვნული ბაზრის სიმცირის ბრალია. შესაძლოა მუსიკის ჩანაწერის ხარისხის პრობლემასთან გვქონდეს საქმე. თუმცა, არის სხვა მიზეზიც, რის გამოც ჩვენი მუსიკოსები ვერ ახერხებენ მსოფლიოს მოასმენინონ საკუთარი შემოქმედება. უცხოეთში ინტერნეტით მუსიკის შეძენა ჩვეული პრაქტიკაა და ერთი წარმატებული ნაწარმოები შესაძლოა ათასობით ეგზემპლარად გაიყიდოს. თითო “ტრეკის” სტანდარტული ფასი 0.99 $ დან 1.99 $ მდე მერყეობს.

ინტერნეტით მუსიკის გაყიდვისას, ალბათ, უპირველეს ყოვლისა Itunes ის უზარმაზარი ინტერნეტ-მაღაზია გვახსენდება. საზღვარგარეთ ჩვეული პრაქტიკაა საკუთარი მუსიკის ატვირთვა და გაყიდვა. სამწუხაროდ, საქართველოში Itunes ოფიციალურად ჯერ არ შემოსულა და ამიტომ მუსიკალური პროდუქციის პირდაპირი გაყიდვა აქ შეუძებელია, თუმცა, არსებობს მრავალი შუამავალი კომპანია, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ შუამავლობას უწევს მუსიკოსებს, და აძლევს საშუალებას საკუთარი მუსიკა გაყიდონ მსოფლიოს ყველაზე დიდ ინტერნეტ-მაღაზიაში. მრავალი მათგანი ყოველი სიმღერის ან ალბომის ატვირთვაში იღებს თანხას. საფასური სხვადასხვაგვარია და ხშირად არც თუ ისე მცირე.

თუმცა, არის ერთი ძალიან კარგი ინტერენეტ რესურსი, რომელიც იძლევა საშუალებას სულ რაღაც 19.99 $-ად მიიღოთ უფლება მთელი წლის განმავლობაში ატვირთოთ და განათავსოთ სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიებში საკუთარი მუსიკა შეუზღუდავი რაოდენობით.

თუკი თქვენ ამ ბმულით დარეგისტრირდებით ინტერნეტ საიტზე, თქვენ 7% იან ფასდაკლებასაც მიიღებთ. DistroKid

საიტზე რეგისტრაციისთვის თქვენ უნდა გაგაჩნდეთ საბანკო ანგარიში და შესაბამისი ბარათი – Visa, Master Card, American Express და ა.შ. რეგისატრაცია სტანდარტულია. რეგისტრაციის შემდგომ თქვენ მიიღებთ მუსიკის ატვირთვის უფლებას მთელი წლის განმავლობაში. თქვენი მუსიკა კი ოფიციალურად განთავსდება შემდეგ საიტებზე:










გისურვებთ წარმატებებს!

დავით ხოსიტაშვილი

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”