საავტორო სტუდია

თბილისის ხმის ინჟინერიის სკოლა

ჩვენი ქვეყნის აუდიო ინჟინერიის სამყაროში სიახლე გვაქვს: გაიხსნა ახალი სასწავლებელი, სადაც მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ დაჩქარებული სამთვიანი კურსის გავლით დაეუფლონ ხმის რეჟისორის პროფესიას ან, უბრალოდ, გაიღრმავონ და გადაამოწმონ საკუთარი ცოდნა. მე გავესაუბრე სკოლის დამფუძნებელს ბესიკ მენთეშაშვილს და ვთხოვე ორიოდე სიტყვით მოეყოლა რა სიახლეს სთავაზობს ხმის ჩაწერის პროფესიის დაუფლების მსურვლებს.

დ.ხ. მოგესალმებთ, გაეცანით ჩვენს მკითხველს და გვითხარით ორიოდე სიტყვა თქვენს შესახებ.

ბ.მ. ამარჯობა. მე ვარ ბესიკ მენთეშაშვილი, თბილისის ხმის ინჟინერიის სკოლის დამაარსებელი. პროფესიით ვარ ეკონომისტი. დავამთავრე თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობით და, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება დაკავებული ვარ მუსიკით და აგერ უკვე დაახლოვებით 13 წელია ხმის ინჟინერიით, ვინაიდან და რადგანაც გამაჩნია მხოლოდ ეთი სახელმწიფოს მიერ დადასტურებული დოკუმენტი ჩემი განათლების (ონლაინ კურსების სერთიფიკატებს არ ვგულისხმობ), ყოველთვის, როდესაც მეკითხებიან ვინ ვარ პროფესიით ვპასუხობ ეკონომისტი ))) .

ოდესაც მე დავინტერესდი ხმის ინჟინერიით, სამწუხაროდ ამ სფეროში ვერ მოვიძიე ვერანაირი პროფესიული სასწავლებელი ან კურსი სადაც შევძლებდი რაიმე სახის განათლების მიღებას თუმცაღა ჩემდა საბედნიეროდ იყო ინტერნეტი. უსტად მახსოვს დავიწყე ბობ კატსის მასტერინგ აუდიოს – ხელოვნება და მეცნიერებით და მას მერე არ გავჩერებულვარ. ავლილი მაქვს ათეულობით ფასიანი და უფასო ონლაინ კურსები, როგორც სასწავლებლების ასევე კერძო სხვადასხვა სტუდიაში მომუშავე ხმის ინჟინრების. “ყავდა” ისეთი პედაგოგები როგორიცაა ბობი ოვსინსკი, სკოტ აირიში, დევიდ მელორი, ქუქი, შეფსი, ალგე და სხვა. 

დ.ხ. რას სთავაზობთ სწავლის მუსრველებს? 

ბ.მ. ემს მიერ შემოთავაზებული დაჩქარებული სამთვიანი კურსი არის ყველა ძირითადი და საბაზისო ხმის ინჟინერიის უნარ-ჩვევების  და სქილების გამაერთიანებელი მოდული, რომელიც მისცემს შესაძლებლობას კურსდამთავრებულს თავად შექმნას საკუთარი აუდიო პროდუქტი, სწორად და მიზანმიმართულად გამოიყენოს ხმის ჩასაწერად და დასამუშავებლად არსებული, როგორც ტექნიკური ინვენტარი, ასევე კომპიუტერული პროგრამები.

დ.ხ. რას გვეტყვით სასწავლებლის ტექნნიკურ ბაზაზე? 

ბ.მ. სკოლაში სრულფასოვანი ტექნიკური ბაზა გვაქვს შექმნილი. ძირითადი კომპიუტერი გამართული გვაქვს ისეთი ციფრული ხმის სამუშაო სადგურით, როგორიც არის პრო თულსი. ხმის დასამუშავებლად ვიყენებთ ვეივსის, ფაბ ფილტრის, თირექსის და თავად პრო თულსის ინსტრუმენტების ბანდლებს. რაქტიკული სამუშაოსთვის ადგილზე გვაქვს ისეთი მიკროფონები როგორიცაა  shure sm57, shure sm7b, akg 414, რაც საშუალებას გვაძლევს მოსწავლეებს ადგილზე ავუხსნათ და ვაჩვენოთ ვოკალისა თუ სხვადასხვა ინსტრუმენტების ჩაწერის ტექნიკები, გამოყენების წესები და თავისებურებები. უდიო ინტერფეისი  UAD apollo Twin quad qore, იმისათვის რომ ხარისხიანად ვაწარმოოთ აუდიო მონიტორინგი გვაქვს ფოკალის ალფა 65. კოლაში ასევე გვაქვს ციფრული ხმის სამართავი პულტი ბერინჯერ xr 18 რაზეც სკოლის მოსწავლეები ასევე გაივლიან პრაქტიკულ სამუშაოებს. ათთვის ვინც დაინტერესებულია ფილმების და თამაშების აუდიო ხაზით და ხმის დიზაინით გვაქვს ტასკამის პორტატული რეკორდერი DR 40,sennheiser EW112p 4G და rode NTG2 თავისი პოულით,ბლიმპით და ვინდსქრინით, რაზეც მოსწავლეები გაივლიან ზედმიწევნით ინსტრუქტაჟს მათი გამოყენების წესებს, იქნება ეს სიმძლავრისა, თუ სიხშირის კონტროლი, კონფლიქტური რადიო სიგნალებისა და ბუნებრივი გარემო ხელისშემშლელი ფაქტორების თავიდან აცილების გზები.

დ.ხ. თქვენს მიერ ჩამოწერილ პროგრამაში სრულად არის მითითებული ყველა საკითხი, რაც საჭიროა ხმის რეჟისორისთვის. თუმცა, მხოლოდ ტექნიკური ცოდნა არ არის საკმარისი ხმის რეჟისორად ჩამოსაყალიბებლად. როგორ ფიქრობთ საჭიროა თუ არა ხმის რეჟისორმა იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაბელურობა და ჩაწერის პროცესში მუსიკოსებთან ურთიერთობის “ხელოვნება”. მიიღებენ თუ არა თქვენი მოსწავლეები ამგვარ გამოცდილებასაც. გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ თამამედროვე სტუდიებსა თუ სცენებზე დროის სწორად გადანაწილება უმნიშვნელოვანესი საქმეა. რამდენად მიექცევა ყურადღება ამ საკითხს სწავლების პროცესში? 

ბ.მ. არდა იმისა რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა კურსდამთავრებულებს მივცეთ ხმის ინჟნერიის განხრით ძირითადი ცოდნა, რომლის შემდეგაც შეძლებენ სრულფასოვან მუშაობას ამ პროფესიით და სურვილის შემთხვევაში უკვე დამოუკიდებლად განვითარებასაც, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ საჭირო კომუნიკაციური უნარ ჩვევების შეძენა რაც ამ სფეროში აუცილებელია, რათა შედგეს ბევრად ეფექტური  და ნაყოფიერი ურთიერთობა რაც შეიძლება მოკლე დროში სხვა მუსიკოსებთან და ხმის ინჟინერთან .

ე ვთვლი, რომ 21-ე საუკუნეში, დღევანდელ დღეს მუსიკოსისთვის ხმის ინჟინერიის ძირითადი საკითხების ცოდნა აუცილებელია. ჰოუმ სტუდიო დღევანდელ დღეს არის უკვე აუცილებლობა, სხვაგვარად აღარც ხდება ორი მუსიკოსის კომუნიკაცია, არათუ პროექტების გაცვლის და კოლაბორაციის, არამედ ვერბალურ კომუნიკაციის დონეზეც. 

 

მე მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბესიკს და ვუსურვო წარმატება. რაც უფრო მეტი კარგი სპეციალისტი გვეყოლება ქვეყანაში, მით უფრო მოიმატებს ხარისხი. ჩვენი, როგორც ხმის რეჟისორების ან პროდიუსერების ვალდებულებაა, მაქსიმალურად ავამაღლოთ მსმენელის გემოვნება, მივაჩვიოთ ხარისხს. ასეთი სახის სასწავლებელი გაუადვილებს სასურველი მიზნების მიღწევას მუსიკოსებს, ვისაც საკთარი მუსიკის ჩაწერა რთულ ამოცანად მიაჩნიათ.

აუდიო სკოლასთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 591777000.სასწავლებლის მისამართია აგლაძის 15. დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ფეისბუკ მისამართზე

თბილისი ხმის ინჟინერიის სკოლაში სამთვიან დაჩქარებულ კურსზე მიღება დაიწყო !!!

კურსის ხანგრძლივობა 3 თვე (16 მარტიდან);დასწრების საათები : კვირაში 2 დღე, ხანგრძლივობა1-2 საათი;იქმნება როგორც დილის ისე საღამოს ჯგუფები: სასწავლო პროგრამა: .ბგერა : -ბგერა და ადამიანი – ბგერის არსი, აგებულება და სტრუქტურა (ADSR) – ბგერის მახასიათებლები – ფაზები.ციფრული და ანალოგური ბგერა: -კონვერტაცია (bit depth, sample rate) – RMS & Peak , SPL – კლიპინგი, ტრანკეიტები და დიზერინგი – ძირითადი საზომი ხელსაწყოები.ბგერითი მოვლენები : – სამი ძირითადი კომპონენტი – პირველადი და მრავალჯერადი არეკლვადი ბგერები – რექორდინგის კონცეფცია – ტექნიკური ინვენტარის კავშირი ბუნებრივ აღქმასთან. .ფსიქოაკუსტიკის საფუძვლები: -ფიქოაკუსტიკის არსი, ბგერა და ადამიანის სმენის აპარატი – ჰაასის ეფექტი – მასკირებები და "კოქტეილ ფართი"-ს ეფექტი – ფლეთჩერის და მესონის მრუდები – ნაკლულად მიღებული ხმოვანი ინფორმაციის ტვინისმიერი კომპენსირება, დადებითი და უარყოფითი მხარეები.მიქსინგისა და მასტერინგის არსი და ისტორია : -მიქსინგის, პრემასტერინგის და მასტერინგის არსი – ტექნიკური პროგრესი – "Loudness War" .ჰოუმ სტუდიო და ტექნიკური ინვენტარი – ოფტიმალური ლოკაციის შერჩევა და აკუსტიკური გამართვა -ძირითადი და მეორეხარისხოვანი ტექნიკური ინვენტარი – კომუტაცია.მიკროფონი : – მირკოფონის აგებულება და სახეობები – პოლარულობა – პოზიციონირება – ფაზური კონფლიქტები.სტუდიური მონიტორები: – ძირითადი მახასიათებლები – სახეობები სამუშაო ველის მიხედვით – დაყოფა აგებულების მიხედვით.პრეამპი.სტუდიური ყურსასმენები.აუდიო ინტერფეისები .MIDI კონტროლერები ვირტუალური ინსტრუმენტები.ციფრული და ანალოგ ხმის სამუშაო სადგურები.პრო თულსი: -პროექტის საწყისი ფანჯარა -პროექტის პარამეტრები – ძირითადი სამუშაო და მიქს დაფები – ნავიგაცია – ბილიკები – I/O,Bus, AUX – მედია ფაილების მენეჯმენტი – რექორდინგი – ედითინგი – სესიის მენეჯმენტი – თემფლეითები.ხმის დამუშავება : – ხმის დამუშავების ინსტრუმენტები და მათი არსი – დაფერვის და ტექნიკური დამუშავების არსი – ანალოგური,ალგორითმული და ანალოგის ემულაციური ინსტრუმენტები.ამპლიტუდა-სიხშირული ზემოქმედების ისტრუმენტები : – გრაფიკული ეკვალაიზერი – პარამეტრული ეკვალაიზერი – პარაგრაფული ეკვალაიზერი.დინამიური ზემოქმედების ინსტრუმენტები: – კომპრესორის არსი და სახეობები – მულტიბენდ კომპრესორი.სივრცული ზემოქმედების ინსტრუმენტები: – რევერბირაცია, არსი და სახეობები – დილეი, არსი და სახეობები – პანორამირება – სტერეო იმიჯინგი.ჰარმონიული ზემოქმედების და სხვა ტიპის ინსტრუენტებიპრაქტიკული სამუშაოები : – ვოკალის რექორდინგი – გიტარის და ბას გიტარის რექორდინგი – დასარტყამი ინსტრუმენტის აწყობა მიდი კონტროლერისა და ვირტუალური ინსტრუმენტის გამოყენებით.აუდიო ბილიკების დამუშავება. საბაზისო ბალანსის გამოყვანა.ავტომატიზაცია.DIY მასტერინგი და კომპონენტები.მასტერინგი ბანდლებით და მათი ედითინგი.ხმის გასუფთავება .ფილმების ზოგადი აუდიო : – ტექნიკური ინვენტარი – ფოლი არტისტი – 5.1 განაწილება და ბას მენეჯმენტი – "film scoring" სჭირო ტექნიკური ინვენტარი: ნოუთბუქი მინიმალური ტექ. მახასიათებლები : Windows 7 64bit და 4gb ოპერატიულიპროგრამული უზრუნველყოფა მოხდება ადგილზე.კურსის ღირებულება 800 ლარი

Posted by Tbilisi Sound Engineering School on შაბათი, 22 თებერვალი, 2020

 

დავით ხოსიტაშვილი

2020 წ.

წამოგვყევით ფეისბუქზე