საავტორო სტუდია

სასწავლებელი

საბავშვო სტუდია

„ბგერებთან ერთად“

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებულმა მოსწავლეებმა მუსიკის კურსი უფრო ღრმად და საინტერესოდ შეისწავლონ.

ჩვენი მიზანია – მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭის სრულად გამოვლენა შეძლონ, მიიღონ მუსიკალური განათლება და შეიძინონ ის მუსიკალური უნარ-ჩვევები, რაც ხელს შეუწყობს მათ თავიანთი ცოდნა სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობაში მონაწილეობის მიღების დროს გამოიყენონ. ამ მიზნის განხორციელებით ჩვენს მოსწავლეებს შესაძლებლობას მივცემთ, გახდნენ უფრო თავდაჯერებული, ძლიერი, განათლებული და დახვეწილი ადამიანები.

მიზნის მისაღწევად გვსურს, მოვიწვიოთ მოსწავლეები მეცადინეობებზე, სადაც ისინი შეისწავლიან მუსიკის ელემენტარულ თეორიას, მუსიკის ისტორიას, მოისმენენ მუსიკას და ისწავლიან მის შინაარსში წვდომას. შეისწავლიან ქართული ენის ფონეტიკას, ორთოგრაფიას. გაიწაფებიან ორთოეპიაში (მართლმეტყველებაში). ბავშვები შეასრულებენ ლიტერატურულ და მუსიკალურ სავარჯიშოებს, გაერკვევიან სიტყვისა და ბგერის ურთიერთობაში.

ბავშვები დამოუკიდებლად შექმნიან და ადაპტირებას გაუკეთებენ პიესებს, რომლებსაც თვითონვე განახორციელებენ. მუშაობის პრაქტიკული ნაწილი მოიცავს: სმენის გავარჯიშებას, ელემენტარული თეორიის შესწავლას, სპექტაკლის დადგმას, დისკის ჩაწერა-გამოცემას, საკონცერტო პროგრამის მომზადებას და სხვა შემოქმედებით აქტივობებს.

მეცადინეობების განრიგი

მეცადინეობა მოიცავს 1 საათსა და 25 წუთს, კვირაში ორჯერ.

მისამართი – თბილისი ირ. აბაშიძის 39

ტელეფონი 2183347

Facebook გვერდი

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”