საავტორო სტუდია

სწორი არჩევანი

Right Choiseჩვენი მუსიკალური სასწავლო სტუდია ექსპერიმენტული სახელოსნოსავითაა. ის სპეციალურ მუსიკალურ სკოლასა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სწავლას შორისაა მოქცეული. სტუდიაში მოსული ბავშვები იძენენ მუსიკის მოსმენის, გაგების და შესრულების ზოგად და აუცილებელ უნარ-ჩვევებს. მუსიკის სასწავლო სტუდიაში მთავარი მამოძრავებელი ღერძი მუსიკა და მისი დისციპლინებია. სოლფეჯიო (ნოტის კითხვა) და მუსიკის ისტორია დამხმარე ხაზად გასდევდეს მთელს მეცადინეობას, განურჩევლად იმისა მოსწავლე რაიმე საკრავზე დაკვრას, სიმღერას, თუ უბრალოდ მუსიკის მოსმენას სწავლობს.

„საავტორო სტუდიის“ სასწავლო სტუდიის სარეკლამო კვირამ საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. სოციალურ ქსელში სტუდიის სარეკლამო ტექსტი ჩვენი თხოვნით ჩვენმა მეგობრებმა გააზიარეს. ისინი ვისაც ვთხოვეთ, რომ ჩვენი სტუდიის ინფორმაცია გაეზიარებინათ, იმ ადამიანთა რიგებს მიეკუთვნებიან, რომლების თვითონაც კი ალმაცერად უყურებენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ საბავშვო მუსიკალური სტუდიების მუშაობას.

ყველა მათგანი, ვინც ჩვენი რეკლამა გააზიარა არის ადამიანი, რომელსაც რეალურად უნდა ისეთი სტუდია არსებობდეს ქვეყანაში, რაც ზემოთ დაგიწერეთ.

რამოდენიმე მშობელმა დიდი უნდობლობა გამოთქვა სტუდიების მიმართ. დაწერეს, რომ ეშინიათ მსგავსი სტუდიების არსებობის და მათ რეკლამასაც უნდობლად უყურებენ.

საერთოდ არ გამკვირვებია. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მუსიკალურ (ისე, ასე არც ეძახიან. ის მოიაზრება, როგორც სიმღერის სტუდია) სტუდიაში ბავშვი ძირითადად იმიტომ მიყავთ, რომ რამდენიმე თვეში ბავშვი ახალ კაბაში ჩაცმული, მიკროფონით ხელში სცენაზე ან ტელეეკრანზე იხილონ აუცილებლად ინგლისურენოვანი სიმღერით რომელიმე „ძალად ახმაურებულ“ შოუში.

ამას ყველაფერს რეალურად მივყავართ იქამდე, რომ საზოგადოების ის ნაწილი (ბავშვები), რომლებიც ხვალ ინტელექტუალურად ძლიერ ბირთვად უნდა ჩამოყალიბდეს, რაღაცაზე დაფიქრდეს, შევიდეს ცხოვრებაში და დამოუკიდებლად მართოს ის, თავის ბავშვობას უშინაარსო გარემოში ატარებს (ატარებინებენ).

ჩვენს სტუდიაში რეპერტუარი ისეთია, როგორიც მინდოდა რომ მე შემესრულებინა ჩემს ბავშვობაში, საყვარელ მე-8 მუსიკალურ სკოლაში.

ეხლა ვისრულებ ჩემს სურვილს და ჩემს მოსწავლებთან ერთად დიდი სიხარულით ვაკეთებ იმ მუსიკას, რაც ფასეულია.

ჰოდა, მოდით, იმღერეთ და იმუსიკეთ ჩვენთან და მხიარულ „ბგერებთან ერთად“!!

ნინო ჯანჯღავა

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”