საავტორო სტუდია

მიკროფონის პოზიციის შერჩევა ხმის ჩაწერისას

Nigel Kennedyდაუდგამთ თუ არა მიკროფონს კონტრაბასს, თუკი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მევიოლინე გყავთ ჩასაწერი?

ყოველთვის ვაკვირდები ხოლმე ჩაწერისას მიკროფონების განლაგების საინტერესო მეთოდებს. ჯერ კიდევ ბევრი რამ შეიძლება ვისწავლოთ იმის მიხედვით თუ როგორ შეიძლება განლაგდეს მიკროფონები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაღალი დონის შემსრულებლებთან გვაქვს საქმე.

ძნელია იყო იმაზე უფრო  ძლიერი ინსტრუმენტალისტი, როგორიც ეს ნაიჯელ კენედია. ის დასახელდა მსოფლიში ერთ-ერთი საუკეთესო მევილინედ და ჯაზ-ფიდლ (fiddle) სოლო შემსრულებლად.

გთავაზობთ მის ერთ-ერთ საუკეთესო შესრულებას BBC -ს არხზე, ენდრიუ მარის შოუში, რომელიც 2013 წლის 5 მაისს ჩაიწერა.

რასაც მე ამ ჩანაწერში ვხედავ, დგას ორი მიკროფონი – ერთი მიმართულია კონტრაბასის მიმართულებით, მეორე კი – გიტარის. როგორც ჩანს, ვიოლინო, რომელიც მთელი წარმოდგენის უმთავრესი ნაწილია, სრულებით იგნორირებულია. მაგრამ ეს სულაც არ არის ასე.

თუკი დაკვირვებით მოვუისმენთ ჩანაწერს, აღმოვაჩენთ რომ ის მონოა. ტელევიზიაში ყოველთვის არსებობდა მონო სიგნალთან მუშაობის დიდი ტრადიცია, მანამდე, სანამ FM რადიომ არ შეცვალა მონო სიგნალი სტერეოდ. მართლაც, მე ბევრჯერ მომისმენია ტელევიზიით მონო ჩანაწერი, რომელიც ორიგინალ სტერეო ორიგინალს სჯობდა ხმოვანებით.

ამ კონკრეტულ მაგალითში, სტერეო ინფორმაცია თითქოსდა საკმაოდ არასასიამოვნო რევერბირაციაშია დამალული, მაგრამ მოდით ნუ დაგვაბნევს ეს ჩანაწერის შეაფსებისას. ერთი შეხედვით ინსტრუმენტები მოძრაობენ პანორამულად, მაგრამ ეს უფრო პროგრამის ციფრული კოდირების ბრალი უნდა იყოს.

გიტარა და დასარტყამი

საინტერესო ამოცანაა მიკროფონების პოზიციის შერჩევის გზით ინსტრუმენტებს შორის საუკეთესო ბალანსის შენარჩუნება. რადგანაც დასარტყამს არ უყენია მიკროფონი, უნდა ვივარაუდოთ რომ სწორედ გიტარის მიკროფონიდან ხმოვანდება. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ დასარტყამი უფრო მეტად არაკონრკეტული და რევერბირებული უნდა იყოს, თუმცა სავარაუდოდ ეს არაკონკრეტულობა კომპენსირებულია ხელოვნური რევერბირაციით.

ვიოლინო და ბასი

თეორიულად, ბასისკენ მიშვერილი მიკროფონით არის შესაძლებელი ვიოლინოს გახმოვანება.  თუმცა, თუ გულისყურით მოვისმენთ, აღმოვაჩენთ რომ ვიოლინო საკმაოდ მკაფიოდ ჟღერს იმის გათვალისწინებით, რომ მიკროფონი საკმაოდ დაბლა დგას და ახლოს არის მიშვერილი კონტრაბასისკენ. ჩემი ვარაუდით ვიოლინოს პერსონალური მინიატურული მიკროფონი უყენია. თუ დავაკვირდებით ვიოლინოს ჯორაკთან მოჩანს პატარა ზომის დეტალი. შესაძლოა ეს სურდინა იყოს, მაგრამ ჩემი აზრით მანდ მიკროფონი აყენია. ამის დასტური შეიძლება იყოს წარმოდგენის უკანასკნელი წამები, როდესაც კენედი უკან იხევს რამდენიმე სანტიმეტრით და სცილდება მიკროფონს, მაგრამ ხმის ტემბრი და დინამიკა არ იცვლება. აქ ასევე გასათვალისწინებელია მეორე მომენტიც, როდესაც მიკროფონი სიმებიან ინსტრუმენტშია ჩამონტაჟებული, როგორც წესი, ის საკმაოდ ხისტ და არასასიამოვნო ჟღერადობას იძენს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჟღერადობა საკმაოდ თბილი და რბილია,  ის ზუსტად ერგება წარმოდგენილი წანარმოების ხასიათს.

დასასრულს, მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ითქვას – ყოველთვის სასარგებლოა დავაკვირდეთ და ვისწავლოთ როგორი ჟღერადობის მიღებაა  შესაძლებელი მიკროფონების სხვადასხვაგვარი განლაგების შემთხვევაში.

დევიდ მელორი

თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”