საავტორო სტუდია

რამდენად გამართულია ჩვენი საკონცერტო დარბაზები აკუსტიკურად?

Камерный3.1020x550ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მდიდარი მუსიკალური კულტურით გამოირჩევა, მაგრამ შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ ჩვენ არც თუ ისე მდიდრები ვართ საკონცერტო დარბაზებით და რაც გვაქვს ისინიც მავანთა მიერ არიან უზურპირებულნი. ხელმძღვანელობენ რა პრინციპით – ამას შევუშვებ და იმას არა, შეიძლება ითქვას, რომ არსებული დარბაზებიც დახურულია ბევრი კოლექტივისა თუ მუსიკოსისათვის.

ზოგს შესაძლოა ეგონოს რომ კამერული ან საგუნდო მუსიკის შესრულება ნებისმიერ დარბაზშია შესაძლებელი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის. თეატრისა თუ კინოს დარბაზში საკმაოდ ცუდად ჟღერს თითქმის ყველა ჟანრის აკადემიური მუსიკა. საგუნდო ან საორღანო მუსიკას სრულიად განსხვავებული აკუსტიკა ესაჭიროება, ხოლო ასეთ დარბაზში შესაძლოა ცუდად გაიჟღეროს საფორტეპიანო ან თანამედროვე ავანგარდულმა მუსიკამ. ცხადია, შეუძლებელია ისეთი უნივერსალური აკუსტიკის მქონე დარბაზის აგება, სადაც ყველა ჟანრი თანაბრად კარგად გაიჟღერებს, მაგრამ თანამედროვე აკუსტიკის დარგის მეცნიერება საკმაოდ მაღალ დონეზე დგას და მაქსიმალურად მისაღებ შედეგებსაც აღწევენ.камерный_заглушка1

მსოფლიოში მრავალი კარგი დარბაზია, რომელიც პროფესიონალი სპეციალისტების მიერ არის დაპროექტებული. რიგი დარბაზების ბუნებრივი აკუსტიკური რევერბირაცია ფართედ გამოიყენება კომპიუტერულ მუსიკაშიც. ხერხდება ამ რევერბირაციის ჩაწერა და მისი შემდგომი გამოყენება.

აკუსტიკურად გამართული დარბაზების აგების მეთოდიკა არ წარმოადგენს რომელიმე ოჯახის ან ფირმის საიდუმლოებას, რომელიც მხოლოდ ვიწრო წრეებისთვისაა ცნობილი. მთავარი სურვილი და საკმარისი რესურსის არსებობაა. რა თქმა უნდა, დარბაზის ნულიდან აგება ძალიან დიდ სირთულეებთან და ფინანსებთანაა დაკავშირებული, მაგრამ მსოფლოში ცნობილია უკვე არსებული სივრცეების მორგება ამა თუ იმ ჟანრის აკადამიური მუსიკაზე. როგორც უკვე ვთქვით, აკუსტიკის ცოდნა საკმაოდ მაღალ დონეზეა მსოფლიოში. ხშირად გამოიყენება სხვადასხვა სახის სპეციალური აკუსტიკური საშენი მასალა, მაგრამ, არსებობს უკვე კარგად ცნობილი პარამეტრები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია და თუკი ესა თუ ის ფართი პარამეტრებით არ მიესადაგება რომელიმე მუსიკალურ ჟანრს, ასეთ ადგილას იდეალური შედეგის მიღწევა ძალიან რთული აღმოჩნდება. მაგალითსათვის ცნობილია, რომ სიმფონიური მუსიკის დარბაზის სივრცული ხვედრითი

951_ob_003

წილი თითო მსმენელზე 8-10 კუბური მეტრია. საგუნდო და საორღანო მუსიკისთვის კი 10-12 კუბური მეტრი. კამერული დარბაზის მაქსიმალური სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 20-22 მეტრს, საგუნდო და საორღანო მუსიკის დარბაზის სიგრძე კი 42-46 მეტრს. დარბაზში საკმარისი დონის ხმოვანი ველის დიფუზიის მისაღებად საჭიროა სწორი პარამეტრების და პროპორციის შერჩევა. დარბაზის ძირითადი პარამეტრები ასე გამოიყურება:

 photo Screenshot 2016-03-24 17.55.29_zpsd2ktxpmi.png

სადაც

L – დარბაზის ცენტრალური ღერძის სიგრძეა (მ.)

Lдоп – დარბაზის მაქსიმალური დასაშვები სიგრძე (მ.)

B და H – დარბაზის საშუალო სიგანე და სიმაღლე(მ.)

V – დარბაზის საერთო სივრცე (კუბური მ.)

Sn – დარბაზის იატაკის ფართობი (კვადრატული მ.)

მართლკუთხა ფორმის დარბაზი სწორი ჰორიზონტალური ჭერით მხოლოდ საკონფერენციო დარბაზებისთვისაა დასაშვები. ყველა სხვა შემთხვევაში მისაღებია ტრაპეციის ფორმა 10-12˚ გაშლის კუთხით. პარალელური ზედაპირი ხმის ასხლეტვას იწვევს, ხოლო ამობურცული – ბგერის ფოკუსირებას. კიდევ ბევრი პარამეტრია გასათვალისწინებელი სწორი აკუსტიკური გარემოს მისაღებად. მაგალითისათვის, როგორიცაა რევერბირაციის სიგრძე სხვადასხვა სიხშირულ დიაპაზონში, ხმის გავრცელების მიმართულებები, დაგვიანებული სიგნალის კონტროლი და მართვა და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად თანასწორად ეფინება ხმა დარბაზის სხვადასხვა ადგილას მსხდომ მსმენელს. დიდი ზომის დარბაზებში არსებობს ხმის დაგვიანების საშიშროება, როდესაც კედლიდან ასხლეტილი და პირდაპირი ხმა მცირე განსხვავებით მიდის მსმენელამდე. ასეთი რამის თავიდან ასარიდებლად გამოიყენება სპეციალური ამრეკლი პანელები ჭერზე, კედლებზე და სცენის ზედა ნაწილზე. ნახატზე ნაჩვენებია ასხლეტილი ხმის გავრცელების მიმართულება სხვადასხვა ტიპის დარბაზებში.

 photo Screenshot 2016-03-24 18.01.04_zpsue5ztxlj.png
ა) სალექციო დარბაზი ბ) დრამატული თეატრის დარბაზი გ) მუსიკალური თეატრის დარბაზი.

ვიმედოვნებ, რომ ქვეყანაში, სადაც ასე დიდია მოთხოვნა აკადემიურ მუსიკაზე, აუცილებელია ისეთი აკუსტიკურად გამართული დარბაზების ქონა, სადაც მსმენელი აკუსტიკურად გამართულ, ხარისხიან ბგერას მოისმენს. ჩვენს პირობებში არ არის რთული ნაგებობის აკუსტიკური შესწავლა და დაპროექტება. არსებობენ კომპანიები და სპეციალისტები http://www.akukon.fi/, რომლებიც სპეციალურად ამ საქმით არიან დაკავებულნი. ალბათ დამეთანხმებით, რამდენად გაუმართლებელი იქნება ააგო ან შეაკეთო დარბაზი და არ იზრუნო მასში ხმის გავრცელების ხარისხზე. აკუსტიკურად გამართული დარბაზს არა მარტო კონცერტის, არამედ სტუდიის დანიშნულებაც ექნება. დღეისათვის მსოფლიოში კლასიკური მუსიკის ჩასაწერად დარბაზის დაქირავება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საზღვრები თითქმის აღარ არსებობს და ავია-ბილეთების ფასიც საკმაოდ დაბალია, ნამდვილად ღირს დაფიქრება ამაზე. კლასიკური მუსიკის კონცერტრები და ჩაწერები კულტურული ტურიზმის ნაწილად შეიძლება იქცეს, ეს კი ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ აწყენდა.

 photo 53439_zpsged4e2xh.jpg

არსებობს შესანიშნავი პროექტი, სანაპიროს ქუჩაზე, კულტურის სამინისტროს შენობის თავზე აიგოს საკონცერტო დარბაზი, სადაც “Georgian Sinfonietta” ს სამუშაო ფართი მდებარეობს. ეს არის ერთადერთი ორკესტრი, რომელიც ასრულებს ბაროკოს მუსიკას ამიერკავკასიაში. ამ წუთამდე ორკესტრს თბილისის სხვადასხვა დარბაზებში უწევს კონცერტების გამართვა. თუნდაც ამ ერთი დარბაზის აგება, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრებისთავის. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროექტი პროექტად არ დარჩება და ოდესმე ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი ხარიხიანი, აკუსტიკურად გამართული დარბაზი ექნება.

დავით ხოსიტაშვილი

2016 წ.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”