საავტორო სტუდია

აუდიო პროექტირების, აკუსტიკისა და მენეჯმენტის პრობლემატიკა

დღეს საქართველოში არაერთი კომპანია მოქმედებს, რომელიც მომხმარებელს პროფესიონალურ აუდიო გახმოვანების, განათებისა თუ სხვა სახის აპარატურას სთავაზობს. ეს კომპანიები უკვე წლებია ამ საქმიანობით არიან დაკავებულნი და ამ ხნის განმავლობაში შეძლეს მრავალი მოწინავე პროფესიონალური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები და დილერები გამხდარიყვნენ. ასეთ კომპანიაში მომუშავე სპეციალისტები დამოუკიდებლად თუ უცხოელი პარტნიორების დახმარებით შეგირჩევენ და დაგიმონტაჟებენ საკმაოდ მაღალი ხარისხის აპარატურას.

სანამ გავაგრძელებდე, მინდა ავხსნა, რომ აპარატურის მწარმოებელი მოწინავე ბრენდები ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილობრივ კომპანიასთან ამყარებენ ურთიერთობას. ისინი სადილერო ფასად აწვდიან აპარატურას პარტნიორებს და არ აქვთ უფლება იგივე ფასად სხვასაც მიჰყიდონ.

ცხადია, ასეთ დროს, მარტივად შეგვიძლია ერთთან ერთი დასახელების აპარატურა შევიძინოთ და სხვასთან სხვა, მაგრამ თუკი კლიენტმა არ იცის კონკრეტულად რომელი ბრენდის აპარატურა სურს, არსებული კომპანია მას ალტერნატიულ ვერსიებს სთავაზობს. ზოგიერთისთვის შესაძლოა ეს ალტერნატიული არჩევანი არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ბევრისთვის მნიშვნელოვანია თუ მისი სტუდია, სცენა ან თუნდაც სახლი იმ კონრეტული აპარატურით არ იქნება აღჭურვილი, რომელიც ყველაზე უკეთ მოერგებოდა არსებულ პროექტს.

არსებობს მრავალი გარემოება, რის გამოც ამა თუ იმ კონკრეტულ სცენასა თუ სტუდიაში სწორედ ეს კონკრეტული აპარატი უნდა იდგეს და არა მისი ალტერნატივა. სამყარო სწორედ იმიტომ არის საინტერესო, რომ მასში გემოვნებისა და არჩევანის თავისუფლების ფენომენი არსებობს. ზოგს Fender Stratocaster მოსწონს, ზოგსაც Gibson Les Paul. ვერავინ იტყვის, ერთია უკეთესი, თუ მეორე, მაგრამ მომხმარებელს უნდა გააჩნდეს საშუალება თავად გადაწყვიტოს რომელს აირჩევს. სამწუხაროდ, მსგავსი შეზღუდვა თავს იჩენს, როდესაც საქმე სახელმწიფო შესყიდვებს ეხება.

სატენდერო განაცხადში აკრძალულია კონკრეტული ბრენდების დასახელებების ჩაწერა!

როდესაც რომელიმე კომპანია იღებს მონაწილეობას ასეთი სახის ტენდერში, რა თქმა უნდა, ის შეეცდება ისეთი აპარატურა შეარჩიოს, რომელიც 1. დააკმაყოფილებს განმცხადებლის ტექნიკურ დავალებას 2. მისი ფასი იქნება უფრო დაბალი, ვიდრე მისი კონკურენტების. მოდით, გავიხსენოთ, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებს მხოლოდ რამდენიმე ბრენდთან აქვთ სადილერო შეთანხმება. მათ შესაძლოა ჰქონდეთ, მაგალითისთვის, აკუსტიკური სისტემა, რომელიც დააკმაყოფილებს ტენდერის მონაცემებს, მაგრამ არ ჰქონდეს ხმის პულტი ან მიკროფონები. რა უნდა ქნას ასეთ დროს? დანებდეს და აღარ მიიღოს ტენდერში მონაწილეობა? არა! – ცხადია, ის შეეცდება აპარატურის ალტერნატიული ვერსია შესთავაზოს დამკვეთს. ეს ალტერნატიული ვერსია კი ხშირ შემთხვევაში სრულებით არ აკმაყოფილებს დამკვეთის მოთხოვნებსა და სურვილებს. საბოლოო ჯამში პროექტების დამკვეთთა უმრავლესობა ვერ იღებს იმ მაქსიმუმს, რისი მოლოდინიც გააჩნია.

რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებელია დამკვეთ კომპანიას ჰყავდეს შტატში იმგვარი სპეციალისტი, რომელმაც ზედმიწევნით იცის მუსიკალური ინდუსტრიის ყველა სახელი, შეუძლია სატენდერო წინადადების იმგვარად გამართვა, რომ ტექნიკური მაჩვენებლებით სწორედ ესა თუ ის კონკრეტული ბრენდი იდგეს მისი სიტყვების უკან, მაგრამ აქ უკვე ბიუჯეტის პრობლემა წამოვა წინა პლანზე და ტენდერი უბრალოდ ჩავარდება.        

აქ თავს იჩენს კიდევ ერთი პრობლემა – აკუსტიკა! რატომღაც დღევანდელ დღეს ეს საკითხი თითქმის სრულად უგულვებელყოფილია. არადა, ჩემი აზრით, სწორედ მისით უნდა იწყებოდეს გახმოვანების ტიპის პროექტები. ძალიან მარტივი მაგალითით დაგარწმუნებთ რომ ეს ასეა: თუკი ოთახში კარგად ესმით ერთმანეთის ხმა ადამიანებს, დასჭირდებათ თუ არა იქ დამატებით მძლავრი აპარატურა? ცხადია, უაზრობა იქნებოდა ზედმეტი თანხის ყრა ძვირადღირებულ ტექნიკაში. ფართის აკუსტიკურმა მოწყობამ შესაძლოა ორჯერ გააიაფოს პროექტი. სადაც არასწორი აკუსტიკური გარემოა, იქ რაც არ უნდა ძვირადღირებული აპარატურა დაამონტაჟოთ, მაინც ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს. აპარატურის სიმძლავრე ვერ გადაჭრის აკუსტიკურ ხარვეზებს. პირიქით, უარესი შედეგი მიიღება.

საქართველოში უკვე მოქმედებენ კომპანიები, რომლებიც დარბაზების, კლუბებისა თუ უბრალოდ საოფისე ფართების აკუსტიკურ მოწყობას უზრუნველყოფენ. მათ კომპეტენციაში შედის აკუსტიკური და ხმის საიზოლაციო მასალების შერჩევა, საგანგებოდ გაწაფული მუშა-ხელით უზრუნველყოფა, ჩატარებული სამუშაოების კონტროლი და საპროექტო ფართის იმ კონდიციამდე მიყვანა, რომ მინიმალური ღირებულების აპარატურით მაქსიმალური შედეგი მიიღოს დამკვეთმა. დამერწმუნეთ, სწორად გაანგარიშებულმა აკუსტიკურმა გათვლამ შესაძლოა საკმაოდ დიდი ფინანსური შეღავათი გაგიწიოთ.     

როგორც ხედავთ, დამკვეთის ტექნიკური დავალების შესასრულებლად ერთი კომპანიის ჩართულობა არ არის საკმარისი. გასახმოვანებელი ფართის პროექტირებისას, თუკი თქვენ კერძო პირი ან კომერციული ორგანიზაცია ხართ, რამდენიმე კომპანიისგან შემოთავაზებული პროექტის შედარება და ანალიზი მოგიწევთ. თუკი თქვენ მოგწონთ ერთ-ერთი კომპანიის მხოლოდ რამდენიმე პოზიცია და სხვისგან სხვა, როგორ მიხვდებით რამდენად თავსებადი იქნება ისინი ერთმანეთთან?

ხოლო თუკი თქვენ სახელმწიფო ორგანიზაციის წარმომადგენელი ხართ და ტენდერის ფორმით გიწევთ აპარატურის შეძენა, შეგიძლიათ დასაწყისშივე დაივიწყოთ სასურველი ბრენდები. აკუსტიკისა და აპარატურის ჰარმონიულ შერწყმაზე კი მხოლოდ იოცნებოთ.          

ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან ერთგვარ შუამავალ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაა, რომელიც დამკვეთისთვის შეადგენს იმგვარ პროექტს, რომელიც გაითვალისწინებს, უპირველეს ყოვლისა, აკუსტიკურ მოწყობას და მხოლოდ აქედან გამომდინარე მოარგებს საჭირო აპარატურას. ამგვარ კომპანიას სრული თავისუფლება ექნება შეურჩიოს დამკვეთს იმ კონკრეტული ბრენდების აპარატურა, რომელიც ოპტიმალური იქნება დამკვეთისათვის. მსგავსი პრაქტიკა უკვე დიდი ხანია დანერგილია მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში. მუსიკალური მაღაზიები საკუთარ საწყობში არსებული აპარატურის რეალიზაციით არიან დაკავებულნი, მათთან ურთიერთობა კი შუამავალ საპროექტო კომპანიას აქვს მინდობილი. სწორედ ის იღებს პასუხისმგებლობას შესრულებული პროექტის ხარისხსა და რეზულტატზე. დამკვეთს აღარ უწევს მისთვის საჭირო ხმის, განათების თუ სხვა ტიპის აპარატურის ძებნა სხვადასხვა მაღაზიებში.

“საავტორო სტუდია” სწორედ ასეთ კომპანიას წარმოადგენს. დაგვიკავშირდით, მიიღეთ უფასო კონსულტაცია და მიიღეთ დამსახურებული ხარისხი.

Tel: 551 772323

saavtorostudia@gmail.com     

    

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”