საავტორო სტუდია

ახალი სამასტერინგო რევერბირაცია კომპანია UAD სგან

UAD 1რაც დრო გადის, მით უფრო იხვეწება ხმის დამუშავების ტექნოლოგია. მას შემდეგ რაც კომპანია Audio Ease მა გამოუშვა კონვოლუციური სისტემის რევერბირაციის ეფექტი – Altiverb, არ მეგონა თუ სხვა სამასტერინგო რევერბირაციაც დამაინტერესებდა, მაგრამ ის, რაც კომპანია UAD (Universal Audio) წარმოგვიდგინა, ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება.

მინდა წარმოგიდგინოთ სამასტერინგო რევერბირაციის ეფექტი  – Ocean Way Studios Plug-in

ეს სრულიად ახალი თაობის ეფექტი, გვაძლევს საშუალებას ჩვენს აუდიო სიგნალს კონკრეტული სტუდიის ცოცხალი რევერბირაცია მოვარგოთ იმგვარად, რომ ვაკონტროლოთ სტუდიის ფართის სიდიდე და ვირტუალური მიკროფონის სამი სხვადასხვა წყარო. შესაძლებელია როგორც ერთი ინსტრუმენტის აკუსტიკის მორგება, ასევე – მთელი ორკესტრის, გუნდის, ჯგუფისა თუ მასტერ მიქსის.

მოსახერხებელი და კომფორტული ინტერფეისი იძლევა საშუალებას არჩევანი ორ სხვადასხვა ფართობის სტუდიას შორის გავაკეთოთ. გვეძლევა მიკროფონის (როგორც ცალი, ასევე სტერეო წყვილი) დისტანციის რეგულირებისა და მისი პოლარულობის არჩევანის საშუალება. შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ თავად მიკროფონებს შორის და თავად გადავწყვიტოთ რა მანძილიდან გვსურს ინსტრუმენტის მოსმენა. ცხადია, პროგრამა თავად გვთავაზობს გამზადებულ “პრესეტებსაც”, რაც ხმის რეჟისორს გაუადვილებს საქმეს, თუმცა, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია ექსპერიმენტების ჩატარება მიკროფონების პოლარულობისა და დისტანციების გამოყენების გზით.

გთავაზობთ ვიდეოს, სადაც საკმაოდ დეტალურად არის ახსნილი ეფექტის თვისებები და გამოყენების ინსტრუქცია.

Ocean Way Studios Plug-in $349.00 ღირს.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”