საავტორო სტუდია

აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ხმის რეჟისორებსაც კი არ ენდობიან

red-hot-chili-peppersThe Red Hot Chili Peppers ერთ-ერთი საუკეთესო “ლაივ” ჯგუფია. ისინი ყოველთვის ცოცხლად ასრულებენ თავიანთ კონცერტებს და უარს ეუბნებიან ტელევიზიებს იმღერონ ფონოგრამაზე. ერთ-ერთი ბოლო გამოსვლა, როდესაც ისინი დათანხმდნენ ფონოგრამაზე სიმღერას, 1980 იანი წლების ბოლოს ჩატარებული BBC – ს “Top of the Pop” გადაცემა იყო, სადაც იმდენად ცუდად გამოვიდნენ, რომ შოუდან გააძევეს.

მაშ, რაღატომ უნდა გამოსულიყვნენ კვლავ ფონოგრამაზე ამერიკული ფეხბურთის ნაციონალური ლიგის (NFL) “სუპერ თასის” გახსნის ცერემონიაზე? ჯგუფის ბასისტი Flea შესანიშნავად ხსნის ამას თავის განმარტებაში

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ “სუპერ თასის” გახსნა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული ღონისძიებაა, მე სრულად ვეთანხმები Flea-ს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. სხვათა შორის, ვოკალი ცოცხალი იყო და ალბათ ეს მაინც უქმნიდა მათ კომფორტს.

ხმის რეჟისორების ნდობა შეუძლებელია…

მიზეზი, რის გამოც მათ არ მიეცათ საშუალება ცოცხლად შეესრულებინათ, პირადად ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო. როგორც Flea აცხადებს, ორგანიზატორებმა თავიდან აიცილეს ცუდი გახმოვანების რისკი.

რადგანაც “სუპერ თასის” გახსნის ცერემონია მეტად პრესტიჟული ღონისძიებაა, მათ შეეძლოთ მსოფლიოს საუკეთესო ხმის რეჟისორები მოეწვიათ. მაგრამ, როგორც ჩანს, მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო ხმის რეჟისორებსაც კი არ ენდობიან, საქმის გაფუჭების რისკის გამო.

ძნელია დავიჯეროთ, მაგრამ თეორიულად, რა თქმა უნდა, არის შანსი რაღაც ისე არ წავიდეს, როგორც საჭიროა. მაგრამ ასეთი რამე ხომ ყველა საქმეში შეიძლება მოხდეს?!  ფეხბურთის ნაციონალური ლიგის გახსნის ორგანიზატორები ენდობიან სტადიონის არქიტექტორებს და დიზაინერებს, რომ ის არ ჩამოინგრევა შუა ღონისძიების დროს. ენდობიან დაცვის სამსახურს, რომლებიც ღონისძიებაზე დამსწრე მაყურებლის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ენდობიან მინდვრის სპეციალისტებს, ენდობიან გამნათებლებს, ენდობიან ტელე, თუ რადიო მაუწყებლებს  (აუდიო ინჟნრებისა და ხმის რეჟისორების ჩათვლით), რომლებიც მთელ მსოფლიოს გადასცემენ ღონიესძიების რეპორტაჟს.

პრობლემამ ნებისმიერ ადგილას შეიძლება იჩინოს თავი, მაგრამ ერთადერთი, ვისაც არ ენდობიან ორგანიზატორები – ცოცხალი კონცერტის ხმის რეჟისორები არიან. ერთადერთი, რაც მათ ანდეს, იყო წინასწარ ჩაწერილი ჩანაწერის გაშვება და ერთადერთი ჩართული ვოკალის მიკროფონი.

ყველაზე, ვისაც ადარდებს ცოცხალი მუსიკის გახმოვანება, წესით, საშინლად უნდა ემოქმედა ამ ამბავს. პირადად ჩემზე, სწორედ ასე იმოქმედა. უბრალოდ, ვისურვებდი, რამის გაკეთება შემძლებოდა ამის გამოსასწორებლად.

დევიდ მელორი

2014 წლის 6 თებერვალი

თარგნა დავით ხოსიტაშვილმა

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”