საავტორო სტუდია

მოზარდი და ხმამაღალი მუსიკა

music with childrenსტატიის შექმნის აუცილებლობა გამოიწვია ჩემმა პირველმა სტუმრობამ ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრში. შემდეგ კი გავიგე, რომ არა მხოლოდ იმ კონკრეტულ ცენტრში, არამედ ყველგან ასეა, მიკროფონი და მუსიკა ხმამაღლა და უმეტეს შემთხვევაში დაბალი ხარისხის გახმოვანების აპარატურა.

ჩვენ ვცხოვრობთ ისედაც ყოველდღიურ, საშინელ ხმაურში. რითია ეს ყველაფერი საშიში მოზარდებისათვის?

ხმამაღალი ხმაური აზიანებს ადამიანის სმენას. შუა ყურში განთავსებულია სენსორული რეცეპტორები, რომლებიც იღებენ ბგერას და აქცევენ მას იმპულსებად, რომელიც იგზავნება თავის ტვინში. რეგულარულ ხმაურს შეუძლია დააზიანოს მოზარდთა უფაქიზესი რეცეპტორები. ამ შემთხვევაში მოზარდი, სამწუხაროდ, მთელი ცხოვრების მანძილზე სმენა დაქვეითებული შეიძლება დარჩეს, ვინაიდან შიდა ყურის სენსორებს აღდგენის ფუნქცია არ გააჩნიათ.

განსაკუთრებით საშიშია ხმაური პატარა ბავშვისათვის. დიდებისაგან განსხვავებით ბავშვის ყურს არ შეუძლია სწრაფად ორიენტირება და ბგერების განსხვავება, დახარისხება ისე, როგორც მოზრდილებს. ბავშვი ყურადღებას ამახვილებს ყველანაირ ხმაუზე და ბგერაზე. არასაჭირო დატვირთვა იწვევს მისი აღქმის პროცესის განელებას და გართულებას.

სპეციალისტების დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ის ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან რეგულარული ხმაურის ქვეშ, არიან უფრო მოდუნებული, უყურაღებო და აპათიურები. მაღალი ზღვრის ხმაური იწვევს ორგანიზმში საჭმლის მონელების პროცესის მოშლას, უშლის კუჭის წვენის გამოყოფას. რეზულტატიურად ვხვდებით რეგულარულ დიარეას, კუჭ-ნაწლავის მუშაობის მოშლას და სხვა.

ასევე საშიშია მოზარდის ყურისათვის ყურსასმენები. თუ ბავშვი რეგულარულად მულტფილმებს ყურსასმენში უსმენს, ამან შესაძლოა გამოიწვიოს შიდა ყურის სენსორული რეცეპტორების დაზიანება.
საცხოვრებელ სახლებში საღამოს საათებში დასაშვებია 30 დეციბელი ხმაური, დღის საათებში 45, ხოლო 85 და უფრო ზემოთ ეს სერიოზული დატვირთვაა ყურისათვის და განსაკუთრებით მოზარდის ყურისათვის, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია და ფაქიზ დამოკიდებულებას მოითხოვს.
ეს, მოკლედ, რაც შეეხება ხმაურით ყურის გაატვირთვას.

ამ ეტაპზე არ ვეხებით მუსიკის შირაარსს, რომელსაც ასევე ძალუძს გარკვეული ტიპის ინფორმაცია განათავსოს ბავშვის ტვინში, რომელიც მას მთელი ცხოვრება გაჰყვება.

ისე, რომ მოვუფრთხილდეთ ბავშვების სმენას, დავიცვათ და მივართვათ მას მხოლოდ კარგად შეფუთული კარგი მუსიკა.

ნინო ჯანჯღავა
2015 წ.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”