საავტორო სტუდია

კლასიკური გიტარის შემსრულებელთა კონკურსის ახალი პარტნიორები

ძვირფასო მკითხველებო, კლასიკური მუსიკისა და გიტარის გულშემატკივარნო! მცირე ხნის წინ აღვნიშნეთ, რომ კლასიკური გიტარის შემსრულებელთა მეორე რესპუბლიკური კონკურსის ექსკლუზიურ პარტნიორად კვლავაც “მუსიკის სახლი” დარჩა.

mifasi_filmამჯერად მინდა გაგახაროთ და გაცნობოთ, რომ კიდევ ორი პარტნიორი შეემატა კონკურსის გულშემატკივართა სიას: პირველი Mifasi Film სტუდიაა. ის განახორციელებს საკონკურსო კონცერტების ვიდეო გადაღებას. გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი კლასიკური გიტარის შემსრულებლები არც თუ ისე განებივრებულნი არიან პროფესიონალური ვიდეო თუ აუდიო ჩაწერით. ამჯერად, მათ ეძლევათ შანსი საკუთარი შემოქმედება სამახსოვდო ვიდეოში დააფიქსირონ და შემდგომში გამოიყენონ ეს მასალა რაშიც დასჭირდებათ –  ფესტივალებსა და კონკურსებზე გასაგზავნად, თუ უბრალოდ youtube – ზე ასატვირთად.

მეორე პარტნიორია საინფორმაციო პორტალი “კვირა”. ისინი უზრუნველყოფენ კონკურსის საინფორმაციო მხარდაჭერას და კონკურსის მსვლელობისას შეეცდებიან მაქსიმალურად ფართოდ გააშუქონ ღონისძიება. ისინი დააგზავნიან კონკურსის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა ტელევიზიებსა თუ მედია საშუალებებში, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის საზოგადოების  ინტერესს კლასიკური გიტარისადმი. Screenshot 2014-10-02 01.15.09

კონკურსის ორგანიზატორები დიდ მადლობას უხდიან ყველა მხარდამჭერსა და პარტნიორ ორგანიზაციას.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”