საავტორო სტუდია

ახალი წიგნის პრეზენტაცია, კონცერტი… გულისტკივილით…

მუსიკაბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ახალი წიგნი გამოსცა „მუსიკა ილუსტრირებული ისტორია“. თარგმნა და ტექსტების რედაქტირება ზაფხულში გაკეთდა და გადაიგზავნა დასაბეჭდად უცხოეთში, კერძოდ ჩინეთში.

ჩემთვის ძალიან საინტერესეო იყო წიგნზე მუშაობის პროცესი, ჩემი კომპეტენცია გახლდათ ტერმინების და სპეციალური მუსიკალური ტერმონოლოგიის კონტროლი და რედაქტირება. წიგნი მოიცავს მუსიკის ისტორიას სრულად, დაწყებული მისი გაჩენიდან და დღემდე. მასში მოცემულია ყველა ეპოქის კომპოზიტორთა მოკლე ბიოგრაფიები, საკრავთა აღწერილობა, მათი შექმის ისტორია და გეოგრაფია. მუსიკალური მიმდინარეობების მიმოხილვა, ნაწარმოებთა მიმოხილვა.

წიგნი მართალი ძალიან ზოგადია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ტოვებს დიდ შთაბეჭდილებას, როგორც არაპროფეიონალ, ასევე პროფესიონალ მკითხველზე.

ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ მოვახდინეთ ისეთი ტერმინების თარგმნა, რომელიც საერთოდ არ იხმარებოდა სამუსიკო სკოლებში და სამუსიკო უმაღლეს სასწავლებლებში. მარტივ მაგალითს მოვიყვან: ფლეიტის სარქველებს დღესაც კი „კლაპანებს“ ვუწოდებთ, ხოლო ბერკეტს – „რიჩაგს“. ასევე ლითონის ჩასაბერ საკრავ ვალტორნას ვალდჰორნს, ან უბრალოდ ჰორნს არასოდეს ვუწოდებთ. ტერმინების თარგმნისას ხდებოდა საკრავთა გეოგრაფიული ადგილსამყოფელის მიხედვით, ფუძის პოვნა და მისი შესატყვისი სიტყვის შერჩევა. მთარგმნელს ეს საკრავი ჰქონდა ნათარგმნი, როგორც ბუკი, თუმცა ბუკი ვერ დავტოვეთ ვალდჰორნთან მიმართებაში ვინაიდან ბევრი, სხვადასხვანაირი ბუკი გამოდიოდოდა და მათი გამიჯვნა რაღაცის უნდა მომხდარიყო. ყველა ტერმინზე და იმაზე რაც გაკეთდა ამ წიგნის ქართულ ენაზე სათარგმნელად რომ არ დავიწყო თქვენთან საუბარი, მოკლედ გეტყვით, რომ მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენე, რათა ეს წიგნი საფუძვლიანად მომზადებულიყო ქართველი მკითხველისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკა ჩემი პროფესიაა და იმის შესახებ რაც წიგნში წავიკითხე, არა მხოლოდ წაკითხული, არამედ ნასწავლი მაქვს და გაცილებით უფრო ღრმად ვიდრე ეს ამ წიგნშია მოცემული, წიგნმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და აღმოჩენაც კი გამაკეთებინა. ამ წიგნის საშუალებით მე დავინახე, რომ ყველანაირი მუსიკა განურჩევლად ჟანრისა, დროისა და მიმდინარეობისა ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ადამიანისათვის. მუსიკა ხომ ბგერებით გადმოცემული ინფორმაციაა.

პირველი ინიციატივა წიგნის პრეზენტაციის ჩატარების შესახებ ჩემგან დაიწყო. გამომცემლობის თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ასეთი ტიპის წიგნების პრეზენტაციას არასოდეს ატარებენ. მაგრამ მე მივიჩნიე, რომ ის ძალიან აქტუალური იქნებოდა მუსიკალური საზოგადოებისათვის და ახლა მოგახსენებთ როგორ განვითარდა მოვლენები:

პირველად ამის შესახებ დავით ხოსიტაშვილმა და ტატო ჯინჯიხაძემ დაიწყეს საუბარი და გადაწყვიტეს, რომ სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ საკონცერტო დარბაზში მოაწყობდნენ პრეზენტაციას, რაზეც ორკესტრის ხელმძღვანელებმა თანადგომა აღმოუჩინეს წამოწყებას. რამოდენიმე შეხვედრის შედეგად დაიგეგმა კიდეც პრეზენტაციის დღე. ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ მუსიკალური სკოლების ხელმძღვანელები მოგვეწვია, რათა პირველ რიგში მათთვის მეხარებინა ასეთი კარგი წიგნის შესახებ. ცხადია გამომცემლობის თანამშრომლები დამეთანხმნენ და გადაწყვიტეს კიდეც, რომ სკოლებისათვის სპეციალური მოწვევა გაეკეთბინათ და პრეზენტაცია დახურული ყოფილიყო – მხოლოდ სკოლებისათვის.

სკოლების სია სრულად გადავეცი პრეზენტაციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომელმაც უკლებლივ ყველა სკოლის დირექტორს შეატყობინა პრეზენტაციის თარიღი და ადგილი.

იცით რა მოხდა?! არცერთი სკოლის დირექტორი არ მოვიდა, არც არავინ გამოუგზავნიათ სკოლის წარმომადგენელი, რომ გაეგოთ მაინც რაზე იყვნენ ასე სპეციალურად მიწვეულები.

ეს ხალხი, მუსიკალური სკოლის პედაგოგები ჩემთვის ძალიან პატივცემული ხალხია და ერთი ხელის მოსმით ვერ გავანადგურებ, მაგრამ როგორ მოვითმინო და არ ვთქვა, რომ მათი მხრიდან ეს სრული სუიციდია საკუთარი თავისა და პროფესიონალიზმის. ეს არის საშინელი პესიმიზმით სავსე, გადაღლილი, უფულო-უხელფასო ადამიანების საქციელი. მათთვის ზედმეტია ყოველგვარი ნოვაცია, დღემდე კონსპექტებით ასწავლიან ყველა თეორიულ საგანს, არაა პროგრამები და სახელმძღვანელოები და ამ ფონზე, სავარაუდოდ, ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ შესაძლოა გამოიცეს ისეთი წიგნი, რომელიც საინტერესოა ისეთი ადამიანებისთვისაც კი, რომლებიც ყოველდღიურად იმდიდრებენ საკუთარ ცოდნას და იღებენ უახლეს ინფორმაციას მუსიკის შესახებ, რომ არაფერი ვთქვათ სკოლის მოსწავლეებზე, რომლებსაც დღემდე ბერკოვიჩის ვარიაციები ეჩვენებათ მუსიკის განვითარების მწვერვალად.

ეხლა კარგს გეტყვით: თქვენ რაღა დააშავეთ ვინც ამას კითხულობთ და აგანერვიულეთ?! იმიტომ რომ მეც ავღელდი. ასაღელვებელია და ვერ შევეგულები იმ აზრს, რომ “ეს ხომ სსსკ-ს გადმონაშთია და თვითონ გაქრება”. აი, სკოლებო, თქვენს გაქრობას ელოდებიან, მე კი მინდა გაქრობამდე გარდასახვა მოასწროთ, იმიტომ რომ ბევრი რამ მენანება გასაქრობად, ის რაც იცით.

პრეზენტაციისათვის კარგი პროგრამა შეირჩა… რაც მთავარია, ვექტორული განვითარებით – ბაროკოდან დღემდე.

liziტატო ჯინჯიხაძემ გადაწყვიტა, რომ კონცერტისათვის ასეთი სახე მიეცა და საბოლოოდ ასეც გამოვიდა – ერთადერთი გლობალური წიგნი მუსიკის შესახებ და სხვა დანარჩენიც ერთადერთი: 1. ერთადერთი აკორდეონისტი საქართველოში, რომელიც არ უკრავს საცეკვაო მუსიკას, რუბენ მინასოვი ერთადერთი გიტარისტი გიორგი ფხალაძე, რომელიც ათწლიანი დუმილის შემდეგ ისევ სცენაზეა, ერთადერთი ქართველი კლავესინისტი საქართველოში ქეთევან შენგელია, ერთადერთი სტუდია „საავტორო სტუდია“, სადაც ბავშვები ასრულებენ ევროპულ მუსიკას ქართულად და ერთადერთი ქართველი კომპოზიტორი, რომელმაც შეასრულა თავისი ნაწარმოები „სიმშვიდისათვის“ და თავად კი ფორიაქობს მუსიკალური სკოლების სუიციდის გამო.

საკრავი აკორდეონი საქართველოში არ ფუნქციონირებს, მასზე დაკვრას არცერთ სკოლაში არ ასწავლიან და როგორ უნდა ასებობდეს აკორდეონის კლასი კონსერვატორიაში?! არადა თანამდროვე მუსიკის დიდი ნაწილი საჭიროებს აკორდეონს.

ketusiსაკრავი კლავესინი, ცოცხალი შესრულებით მომისმენია მხოლოდ „საქართველოს სინფონიეტას“ კონცერტებზე. სოლო რეპერტუარი ცოცხლად კი მხოლოდ ქეთევან შენგელიას შესრულებით მოვისმინე ჩვენი წიგნის პრეზენტაციაზე. პირველად ვნახე ის შესრულების მანერაც, რომელიც კონკრეტულად ამ საკრავისთვისაა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქეთევან შენგელია თავის ტალანტსა და განათლებას მხოლოდ საკონცერტო მოღვაწეობით არ შემოფარგლავს.

„საავტორო სტუდიის“ სასწავლო სტუდიის მოსწავლე ლიზი მაისურაძემ (ეუფლება ვიოლინოზე დაკვრის ხელოვნებას მარინე ჯანჯღავასთან) კი პირველად იმღერა ი. ს. ბახის სიმღერა კლევისნის თანხლებით. მე ვფიქრობ, რომ მას ეს შთაბეჭდილება მთელი ცხოვრება გაჰყვება. უფრო დიდი იმედი კი იმისი მაქვს, რომ ის კიდევ უფრო განათლებული მუსიკოსი გახდება სწორედ ასეთი გამოსვლების წყალობით.

fxaladzeგიორგი ფხალაძემ ამ წიგნის კიდევ ერთი საკრავი გააცოცხლა, ესაა კლასიკური გიტარა. ძირითადად კონცერტის მონაწილე საკრავები ნაზხმოვანი საკრავები იყო. სწორედ ამიტომაც, შევარჩიე ჩემი სამი პიესა „სიმშვიდისათვის“, რომელიც როგორც მადლიერება ისე მივუძღვენი ყველა დამსწრეს – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის თანამშრომლებს, „საქართველოს სინფონიეტას“ და რამოდენიმე ჩემთვის უცნობ სტუმარს. კონცერტის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი თხზულება სააფთიაქო ქსელში შევიტანო გასაყიდად, ვინაიდან მითხრეს, რომ მართლა შეესაბამება სათაურსო.

ასეთი გვქონდა გასული პარასკევი, 5 დეკემბერი, 2014 წელი

 

ნინო ჯანჯღავა

 

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”