საავტორო სტუდია

“საავტორო სტუდიის” ტექნიკური სიახლეები

ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ “საავტორო სტუდია” მუდმივად პროგრესირებს, აახლებს ტექნიკურ ბაზას და ცდილობს თავის კლიენტებს მხოლოდ საუკეთესო ხარისხი შესთავაზოს. მცირე ხნის წინ სტუდიამ უახლესი აუდიო ინტერფეისი Merging Hapi შეიძინა, რომლის ანალოგი არა თუ საქართველოში, ევროპის სხვა ქვეყნებშიც ცოტაა. ამ აპარატით უკვე მოხდა თელავის ფესტივალის ჩაწერა, ასევე ჩავიწერეთ იზმირის სიმფონიური ორკესტრის კონცერტები, მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით.  მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვჩერდებით და გვინდა კიდევ რამდენიმე სიახლით გავახაროთ ჩვენი ერთგული კლიენტები.

ჩვენ სიამაყით გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი სტუდია მხოლოდ ლიცენზირებული აუდიო პროგრამებით სარგებლობს, მათ შორის უახლესი  Protools 12.6 ვერსიით, Izotope RX სარესტავრაციო პროგრამით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რევერბირაციით Altiverb 7 და ა.შ. ამჯერად ჩვენს სტუდიას უახლესი პლაგინი Izotope Neutron  შეემატა. ეს არის უნივერსალური სამასტერინგო პროგრამა, რომელსაც უახლესი, ნოვატორული ფუნქციები გააჩნია.

izotope-music-production-bundle2-uis-full-1024x407

აპარატურის არსენალს 2 ახალი მიკროფონი დაემატა:

  1. Aston Origin – ფართედიაფრაგმიანი კარდიოიდული მიკროფონი.
  2. Aston spirit – ფართედიაფრაგმიანი მიკროფონი მიმართულების გადასართველი ფუნქციით Omni to Cardioid.

aston-mics-now-available-news2

ორივე მიკროფონს სავსე და ღრმა ჟღერადობა აქვს. ძალიან კარგად იღებს დაბალ სიხშირეებს, რის გამოც მათ უფრო ხშირად ჩელოების ჯგუფის ან კონტრაბასის ჩასაწერად ვიყენებთ.

საავტორო სტუდია კვლავაც გააგრძელებს აპარატურისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას, რის შესახებაც აუცილებლად გაცნობებთ. ხარისხი ჩვენი პრიორიტეტია!

 

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”