საავტორო სტუდია

მუსიკალური თერაპია სიმღერის მოყვარულებისთვის

მუსიკის თერაპია ერთერთი უძლიერესია სხვა თერაპიებს შორის. მუსიკის მოსმენის სიკეთეს ყოველი ადამიანი გრძნობს. ხოლო მუსიკის შესრულება კიდევ უფრო აქტიურად მოქმედებს ადამიანის შინაგან სამყაროზე: აწესრიგებს, აორგანიზებს, უმძაფრებს კოორდინაციას, უხსნის სტრესს, აძლევს თავისუფალი მოქმედების და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარს. რაც შეეხება ფიზიკურ ჯანმრთელობას უშუალოდ აძლიერებს სასუნთქ სისტემას, რაც არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, შესაბამისად წნევას. გუნდში სიმღერა ააქტიურებს შემოქმედებით იმპულსებს, ადამიანს მატებს სიმხნევეს და სიცოცხლის სიხარულს.

საავტორო სტუდიასწორედ ასეთ მომსახურებას გპირდებათ.  გუნდში სიმღერა შესაძლებელი იქნება ყველა ასაკის ადამიანისთვის, რომელსაც ექნება სიმღერის სურვილი, შესაბამისი მუსიკალური მონაცემების ფონზე.

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ ორი აკადემიური საათი, შესვენებით.

მომსახურების საფასური: 50 ლარი, გადარიცხვით, ხელშეკრულების საფუძველზე.

დაგვიკავშირდით

595 355846

saavtorostudia@gmail.com

წამოგვყევით ფეისბუქზე