საავტორო სტუდია

“მუსიკის სახლი” წელსაც კონკურსის ექსკლუზიური პარტნიორია

img_8851sძვირფასო მეგობრებო, მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ ძალიან მალე სტარტს აიღებს კლასიკური გიტარის შემსრულებელთა მეორე რესპუბლიკური კონკურსი. შარშანდელმა კონკურსმა გვაჩვენა, რომ როგორც ჰაერი ისეა საჭირო მსგავსი ღონისძიებები და ჩვენთ, კულტურის სამინისტროსა და კონსერვატორიის წყალობით კვლავაც ჩავატარებთ ამ კონკურსს. ძალიან მახარებს ის ამბავიც, რომ ჩვენი შარშანდელი პარტნიორი “მუსიკის სახლი” ისევ ჩვენს გვერდით იქნება! ალბათ გახსოვთ, რომ შარშან ერთ-ერთ კონკურსანტს, მეორე პრემიის მფლობელს – გიორგი კუზანაშვილს მათ მშვენიერი გიტარა “ალჰამბრა” გადასცეს საჩუქრად. ისინი წელსაც აპირებენ რომელიმე კონკურსანტის წახალისებას. ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია თუ რა იქნება საჩუქრად ამჯერად, თუმცა მჯერა, რომ ის უმნიშვნელო ნამდვილად არ იქნება. როგორც შარშან, “მუსიკის” სახლი წელსაც თავად გადაწყვეტს რომელ კონკურსანტს დაასაჩუქრებს. დაწესებულია პრემიები 1000, 800 და 600 ლარის ოდენობით. კონკურსი სტარტს აიღებს 20 ოქტომბერს და დასრულება 26 ში გალა კონცერტით. კონცერტზე შემოსული თანხა (ბილეთის სიმბოლური ფასი 3 ლარი) გადაირიცხება კონსერვატორიის ორღანის აღდგენის ფონდში. მინდა ყველა მონაწილეს დიდი მადლობა გადავუხადო და ვუსურვო წარმატებები!

დავით ხოსიტაშვილი

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”