საავტორო სტუდია

Millennia HV-3D 8 არხიანი მიკროფონის წინაგამაძლიერებელი

 photo Millenia1_zps1de2a2a9.jpg

თამამად შეიძლება ითქვას, რომ Millennia დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო წინაგამაძლიერებელია. მას არაერთგზის მიუღია ჯილდო სხვადასხვა პრესტიჟულ გამოფენებზე. მსოფლიოს მოწინავე ხმის რეჟისორები არ მალავენ აღფრთოვანებას ამ აპარატის მიმართ და ეს არაერთხელ დაუფიქსირებიათ თავიანთ ინტერვიუებსა თუ პუბლიკაციებში.

“საოცარი “საუნდი” აქვს! – ტკბილი, სავსე დინამიკით, ღვთაებრივად ჟღერს მასში როიალი” – Tony Faulkner, Greenroom Productions

“Millennia HV-3D ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო აპარატია, რომელიც მე ოდესმე მქონია ცხოვრებაში და რომელთან მუშაობითაც მიმიღია უდიდესი სიამოვნება. მე ვიყენებ სამ ცალ ასეთ აპარატს კენედის ცენტრში სიმფონიური მუსიკის ჩასაწერად. რეზულტატები გამაოგენებლია”. Charles Lawson, Senior Recording/Production Engineer WETA Radio, Washington, DC

“ჩვენ HV-3D – ს ძირითადად დასარტყამის ჩასაწერად ვიყენებთ. ნამდვილად უნიკალური ჟღერადობა აქვს და ძალიან მაგარი ჩანაწერები კეთდება. ის გვეხმარება ვიყოთ უფრო კრეატიულები ჩაწერისას. მისი კორპუსი ძალიან მყარია და საუკეთესოდ არის აწყობილი. შეყვარებული ვარ ამ აპარატზე!” John Haggins, DigiNote Studio, Miami Beach, FL

“როლინგ სტოუნზის კონცერტზე, რომელიც მედისონ სქვეარ გარდენში ჩატარდა 2003 წელს, პირდაპირი რეპორტაჟის დროს HV-3D – ს 82 არხი გამოიყენებოდა. მილტიკორი დაახლოებით 300 მეტრ სიგრძეზე იყო გაჭიმული და მიუხედავად ამისა, სიგნალის ხარისხი ოდნავადაც არ დაკარგულა”. David Hewitt, Chief Engineer, Remote Recording Services

“მე მინდა ჩემი ჩანაწერი ისე ჟღერდეს დისკზე, როგორც ეს ჩემს სტუდიაში ჟღერს. როდესაც ვეძებდი წინაგამაძლიერებელს, მინდოდა მეპოვა ისეთი, რომელიც იქნებოდა მაქსიმალურად სუფთა, გამჭვირვალე, ხმაურის დაბალი დონით და იმდენად სანდო რომ მას 365 დღე გამოვიყენებდი უწყვეტი მუშაობის რეჟიმში. უბრალოდ ვერ შევძელი მეპოვნა უფრო უკეთესი რამ, ვიდრე HV-3D” Jörg Mayr, Audio Engineer, Music Producer Vienna Symphonic Library

სპეციფიკაციები

 Minimum Gain8.5 dBMaximum Gain (1.5 dB per step, 36 steps) 65 dB (up to 75 dB on request)

Frequency Response +0 / -3 dB sub 3 Hz to beyond 300 kHz

Noise 60 dB Gain, 10 Hz – 30 kHz, Inputs common-133 dB EIN

Total Harmonic Distortion + Noise 35 dB Gain, 10 Hz – 20 kHz bandwidth, +27 dBu Out< .001%, Typ. < .0005% (< 5 ppm)

Intermodulation Distortion (50 Hz & 7 kHz) 35 dB Gain, +27 dBu Out < .0009%

Phase Response 35 dB Gain, 50 Hz – 20 kHz bandwidth, +27 dBu Out < 2 degrees deviation

Common Mode Rejection Ratio 35 dB Gain, 10 Hz – 20 kHz bandwidth, 100 mV C.M.> 65 dB, Typ > 85 dBSlew Rate 35 dB Gain, +27 dBu Out > 25 Volts per microsecond

Maximum Input Level 20 Hz – 40 kHz+23 dBu (no attenuator pads required)

Maximum Output Level 20 Hz – 40 kHz+32 dBu

Phantom Input Impedance 1 kHz 6,750 ohms

Output Impedance 24.3 Ohms (x2)

DPA (B&K) Mic Powering+130 V dc max, (non-phantom)Phantom Powering+48 V dc, +/- 2 V dcPower Consumption45 watts maximumPower RequirementsSelectable: 100-120, 200-240 V ac, 50/60 HzDimensions/Shipping Weight19” W x 3.5” H x 12.5” D, 25 lbs.

აღსანიშნავია, რომ აპარატს გარდა სტანდარტული 48 ვოლტიანი ფანტომური კვებისა, გააჩნია 130 ვოლტიანი ფანტომური კვების მხარდაჭერაც. ამგვარი კვებით შესაძლებელია DPA 130 ვოლტიანი მიკროფონების (ან სხვა მსგავსი უმაღლესი ხარისხის) მიკროფონების გამოყენება.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”