საავტორო სტუდია

Mic Test

DPAკომპანია DPA მალე IBC 2013 ზე წარმოდგენილ მიკროფონის ახალ მოდელს – 4017С – ს დააანონსებს. გთავაზობთ ამ მიკროფონის ექსკლუზიურ დახასიათებას დუბაიში მოღვაწე ხმის რეჟისორ David Thirion ისგან.

მქონდა სიამოვნება დამეტესტა ახალი DPA 4017C-R, რომლის წარდგენაც წლევანდე IBC გამოფენაზე შედგა. ეს ე.წ. “Shotgun” (“პუშკა”) მიკროფონების 4017 იანების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელია. ჩავთვალე, რომ ტესტირების საუკეთესო მეთოდი საქვეყნოდ ცნობილ Sennheiser MKH416 თან შედარება იქნებოდა.

ტესტიტებისთვის გამოყენებული აპარატურა გახლდათ: Sound Devices 664, ჩემი ორი ცალი Lectrosonics – ის ფირმის უსადენო სისტემა და ეს ორი მიკროფონი.

უპირველეს ყოვლისა, უნდა ღინიშნოს, რომ ორივე მიკროფონი “Shotgun” კატოგირიას ეკუთვნის. ორივეს გააჩნია “Interference tube” (მრავალჯერადი ჩამხშობი მილაკი) აღნაგობა და ორივე ჰიპერკარდიოიდული დიაგრამისა. ერთადერთი ფუნდამენტალური განსხვავება ამ მიკროფონებს შორის Sennheiser – ის RF და DPA -ს პრე-პოლარიზებული კონდენსატორია.  მიუხედავად მათი განსხვავებული აუდიო გარდამქმნელის სისტემისა, მე მაინც ამ ორი მიკროფონის შედარება გადავწყვიტე, რადგან ისინი ძირითადად ერთი და იგივე სახის საქმიანობისთვის გამოიყენება: სპორტული წარმოდგენებისას, სხვადასხვა სახის გადაცემების, ფილმების გახმოვანებისას და რაც ყველაზე ხშირია დოკუმენტური თუ სხვა სახის გარე გადაღებებისას.

მაშ ასე, რა არის ყველაზე მეტად თვალში საცემი? რა თქმა უნდა, ეს ზომაა. ახალი DPA მიკროფონის ზომა ნამდვილად შთამბეჭდავია.

4017C 15,3 სანტიმეტრია, მაშინ როცა 416 25 სანტიმეტრს აღწევს. ასეთი მცირე ზომა მეტად სასარგებლოა რიგ შემთხვევებში, ხოლო მისი კაპსულა თითქმის 10 სანტიმეტრით ახლოს არის მიკროფონის წვერთან. ასეთი ფორმით მიკროფონის მემბრანა უფრო ახლოს აღოჩნდება წყაროსთან, რაც მეტ კონკრეტიკას და სიახლოვეს განაპირობებს, რომ არაფერი ვთქვათ 6 db ით გაძლიერებულ სიგნალზე. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ჭკვიანური გადაწყვეტილებაა  DPA ს მხრიდან.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს მიკროფონი საკმაოდ კომპაქტურია, რადგან DPA – მ მოხსნა ფილტრი, თუმცა, ჩემთვის ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მე ისედაც იშვიათად ვიყენებ ფილტრებს, რომელიც მოყვება მიკროფონებს. მე ჩემს კონსოლში არსებულ ფილტრებს ვანიჭებ უპირატესობას. სწორედ ამიტომ, კომპაქტურობას უფრო წინ ვაყენებ და მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე ფილტრი.

მეორე უპირატესობა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წონაა. მე ხშირად მიწევს მუშაობა საველე პირობებში, ამიტომ მიკროფონის წონა მართლაც მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის. “ბუმზე” დამაგრებული მიკროფონი კვლავაც რჩება ჩაწერის უცვლელ მეთოდად.

Sennheiser 165 გრამს იწონის, ხოლო DPA 68 გრამს. დამერწმუნეთ, ნამდვილად იგრნობთ სხვაობას, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ხშირად ქარსაცავის დამაგრებაც მიწევს ბუმზე.   მცირე ზომის მიკროფონს საქარე დამცავიც პატარა ზომის დასჭირდება და მთლიანობაში საკმაო სხვაობას მოგვცემს.

რადგანაც საუბარი ქარსაცავზე წავიდა, უნდა აღვნიშნო, რომ DPA 4017C-ს Rycote ფირმის ქარსაცავი მოყვება. სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ის არ არის ისეთივე კარგი როგორც თავად მიკროფონია. თავად “გალია” მშვენიერია, განსხვავებით მისი პლასტმასის სამაგრისა, რომელიც არ არის მყარი და უკეთესს ვისურვებდი.

გამოსავალი DPA – ს მოდიფიცირებულ Rycot ქარსაცავშია – “Modular Windshield Kit”, რომელსაც მოკლე დახრის კუთხე და XLR კონექტორი აქვს. ამ კომპლექტის მოდიფიცირებულმა სამაგრმა უკვე დაამტკიცა თავისი მედეგობა, რომელსაც ძალიან მცირე ხმაური და მსუბუქი წონა აქვს. რეზინი რომელიც გამოიყენება ამ სამაგრში მეტად მსუბუქი და დრეკადია და საკმაოდ ხისტი მოძრაობების დროსაც კი ის ინარჩუნებს სიჩუმეს.

მოდით ახლა თავად მიკროფონის ხმის ხარისხზე გადავიდეთ. თუ ერთი სიტყვით დავახასიათებთ მას, ის “შესანიშნავია”! დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი უწინდელი მოდელის 4017B – ს ხარისხის შემდეგ, ეს სწორედ ასეთი იქნებოდა.  პოლარულობის თვალსაზრისით ის არ შეცვლილა. მას იგივე კაფსულა და იგივე მილაკი უყენია. DPA -ს უკვე ჰქონდა ჩატარებული საკმაოდ საფუძვლიანი გამოკვლევა 4017B მოდელის გამოშვებამდე და რადგანაც ტექნოლოგიურად არაფერი შეუცვლიათ, ხარისხიც ხმის ხარისხიც სწორედ ისეთივე შენარჩუნდა, როგორც ეს წინამორბედი მოდელის შემთხვევაში იყო.

თუმცა, არის ერთი მეტად ღირშესანიშნავი დეტალი, რომელის აღნიშვნაც აუცილებელია. წინა მოდელს ძალიან დაბალი   ხმაურის დონე (Self noise) ჰქონდა. ახალ მოდელს ახლავს წინაგამაძლიერებელი, რომელის ხმაურის დონე 11 ჯერ ნაკლებია.

როდესაც პირველად ჩავრთე ეს მიკროფონი, ისეთ გარემოში მომიხდა მუშაობა, რომ კარგად ვერ აღვიქვი ვერც ხმაურის დონე და ვერც ხმის ხარისხი, რადგან გარშემო ოფისის ხმაური ფარავდა ყველაფერს. მაგრამ მოგვიანებით, როდესაც სახლში, შედარებით მშვიდ გარემოში ჩავრთე აპარატურა, მივხვდი რამდენად დიდი იყო სხვაობა DPA ს და Sennheiser ს შორის. ჯერ ერთ დონეზე დავაყენე ორივე მიკროფონის მგრძნობიარობა. შემდეგ 416 ს ავუწიე იმ დონეზე რომ მისი საკუთარი ხმაური გამეგონა ყურსასმენებში. იგივე დონეზე დაყენებული 4017 კი სრულიად უხმაურო იყო. ნამდვილად გამაოცა ამ ფაქტმა, რადგან DPA ს წინა მოდელი ასეთი ჩუმი არ ყოფილა.

მაშ ასე, კიდევ ერთხელ გაიბრწყინა დანიური კომპანიის პროფესიონალიზმმა და იდეალურმა ხარისხმა.  თუ არ ვცდები, საკუთარი ხმაურის (Self noise) ასეთი დაბალი დონე განაპირობებს მიკროფონის დინამიური დიაპაზონის საგრძნობ მატებას. ეს ძალიან დიდი პლიუსია C მოდელისთვის. როგორც წესი, დინამიური ზღვარის სიმწირე მიკროფონის ელექტრონული სისტემის არასრულყოფილების ბრალია ხოლმე. და რადგანაც ამ ახალ მიკროფონს საკუთარი ხმაურის ასეთი დაბალი ზღვარი გააჩნია, მისი დინამიური დიაპაზონი უფრო მდიდრულია, ჟღერადობა სავსე, წნევა გაცილებით მეტი, მანამდე სანამ აუდიო სიგნალი პიკს, ანუ მაქსიმალურ ზღვარს მიაღწევს.

ახლა მიხვდებით ალბათ თუ რატომ გამოიყენება ეს მიკროფონები ოპერის გახმოვანება/ჩაწერისთვის. იმ შემთხვევაშიც კი თუკი თქვენ კლასიკური მუსიკის ჩასაწერად DPA -ს წრიულ სტერეო წყვილს იყენებთ, ნამდვილად გაოცდებით თუკი 4017 მოდელის წყვილს გამოიყენებთ მათ ნაცვლად.

დასასრულს, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ DPA მ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერი ბრენდია. ის ფაქტი, რომ DPA ს ყველა მიკროფონი იწყობა და ტესტირდება ხელით დანიელი სპეციალისტების მიერ, ამტკიცებს იმას რომ ისინი განსაკუთრებულად უდგებიან ამ საქმეს და წარმოაჩენს მათ დიდ პროფესიონალიზმს.  მათ მოახერხეს და შექმნეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო “Shotgun” მიკროფონი.

სწორად გამიგეთ, მე ჯერ ისევ მიყვარს ჩემი MKH 416, მაგრამ დიდი სიამოვნებით შევმატებ  DPA 4017 C-ს ჩემს კოლექციას.

მასალა მოამზადა დავით ხოსიტაშვილმა

2013 წ.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”