საავტორო სტუდია

წელს კონკურსი მე-8 ჯერ ჩატარდება

საავტორო სტუდიისწარმატებული პროექტი გახლავთ კლასიკური გიტარის შემსრულებელთა კონკურსი, რომელიც უკვე მერვე წელია ტარდება. კონკურსი დაარსდა ვაჩე ლალიაშვილის და დავით ხოსიტაშვილის ინიციატივით. კონკურსს რეგულარულად მხარს უჭერს მაღაზიამუსიკის სახლი“, თბილისის . სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია, კამერული ორკესტრითბილისის სინფონიეტა“, საინფორმაციო პორტალიკვირა“, საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტრო.

კონკურსმა ამ წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო და მაღალი რანგის პროფესიონალი მუსიკოსი მოიწვია ჟიურის წევრად: ავთო მამაცაშვილი, ვაჟა კალანდაძე, ვაჩე ლალიაშვილი, დავით ხოსიტაშვილი, ტატო ჯინჯიხაძე, დავით კვარაცხელია, გიორგი ქერელაშვილი, კოტე კასრაძე.

კონკურსმა გამოავლინა ძალიან საინტერესეო ლაურეატები და დიპლომანტები. ვინაიდან შევძელით საერთაშორისო სტატუსის მოპოვება ლაურეატების სიას უცხოელი შემსრულებლებიც შეადგენენ.

ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესი გახლავთ ქართველ პედაგოგებთან ურთიერთობა. თუ როგორ მონდომებით და რუდუნებით ეკიდებიან თავიანთი მოსწავლეების აღზრდას ამ ურთულეს პროფესიაში, რასაც კლასიკური მუსიკის შემსრულებელი ეწოდება.

ჩემი პასუხისმგებლობა კი გახლდათ და გახლავთ რომ კონკურსი ობიექტურად და ტექნიკურად გამართულად ჩატარდეს. პირველივე წელს ძალიან დიდი მნიშვნელობა მივანიჭე შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბებას, რომელიც თავად ჩამოვაყალიბე. ეს გახლავთ ცხრილი, რომელშიც არის რამოდენიმე გრაფა, სადაც კონკურსანტი ფასდება შემდეგი უნარჩვევების მიხედვით: 1. ტექნიკური შესაძლებლობა, 2. მუსიკალობა, 3. ბგერის ხარისხი, 4. შეცდომები. თითო გრაფა ფასდება ათ ქულიანი სისტემით, საბოლოოდ კი ხდება მათი დაჯამება. ეს ცხრილი აიოლებს კომისიის წევრების მუშაობას. კონკურსანტისთვის კი გამჭვირვალე ხდება მათი შესრულების ხარისხი. ამ ჩამონათვალს კიდევ სურვილი მაქვს რომ დაემატოს მუსიკალური დრამატურგიის გრაფა, რომელიც არანაკლებ საინტერესო იქნება შეფასების თვალსაზრისით.

ჩემთვის, როგორც კონკურსის ხელმძღვანელისთვის, ყოველთვის საინტერესოა ხოლმე ჟიურის შეფასების ფურცელი, რომელიც გამოხატავს ხოლმე არა მხოლოდ კონკურსანტის შესაძლებლობებს, ასევე ჟიურის პროფესიონალიზმს და კომპეტნციას.

ეს წერილი გავაკეთე სპეციალურად ჩვენი კონკურსის მომავალი მონაწილეებისათვის, რომ ისინი იყვნენ საქმის კურსში თუ როგორ ფასდებიას და ვის მიერ ფასდებიან.

ჩემი დიდი სურვილია რაც შეიძლება მეტი კარგი შემსრულებელი მოიზიდოს კონკურსმა, რომ რაც შეიძლებ მეტ კარგ მუსიკოსს მივცეთ ლაურეატის წოდება და დავულოცოთ გზა მუსიკის საოცარ სამყაროში.

ნინო ჯანჯღავა

წამოგვყევით ფეისბუქზე