საავტორო სტუდია

ლოცვა და ბგერები

mantrainsert1ლოცვის ერთ-ერთი მთვარი მიზეზი უმწეობის შეგრძნებაცაა. შენ თუ თავდაჯერებული ხარ, განაგებ სხვების ცხოვრებას და ყველანაირად უზრუნველყოფილობის გრძნობით სავსე ადამიანად გრძნობ თავს, შენთვის ლოცვა მთავარ მოთხოვნილებას არ უნდა წარმოადგენდეს.

ყოველი მოვლენა იმდენად არის წარმატებული რამდენადაც მოწესრიგებულია მისი მიმდინარე პროცესები. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ: მანქანები გზაზე კარგად დადიან თუ ის გზა დაფარულია გლუვი ზედაპირით, არ ვხვდებით მრავალ ორმოსა და დაბრკოლებას. წყალს მით უკეთ ვადუღებთ ჩაიდანში, რამდენადაც მას წყალი არ გასდის, იოლია მრავალი ასეთი მაგალითის ჩამოთვლა.

ეკლესიაში ლოცვაც ასეა – ადამიანს პირობას უქმნი, რომ სწორად ილოცოს, სათხოვარი ღმერთს მიაწვდინოს. თუ დავაკვირდებით როგორაა აწყობილი ყოველი ლოცვა, როგორია მისი დრამატურგიული წყობა, რას რა მოსდევს მივხვდებით, რომ იქ აზრი სტრუქტურულად გამართულია, კონკრეტულია მისი გამოთქმის ფორმები.

ქართული გალობის სიძლიერე სწორედ რომ იგივე პრინციპზეა დაყრდნობილი. მისი სტრუქტურული ფორმები (ინტონაცია, მელოდიკა, ჰარმონია, ხმათა ურთიერთობის ფორმები – პოლიფონია, ვერტიკალური და ჰორიზონტალური პროცესები – დრამატურგია) ეყრდნობა და ამოზრდილია იმ ფუძედან, რასაც მკაცრი სტილის პოლიფონია ეწოდება. ქართული გალობა გაჯერებულია ქრისტიანული რელიგიის სიმბოლოებით იქნება ეს ჯვრის, დი კირი, ტრი კირი, ერთარსების თუ სხვა მრავალის სიმბოლური გამოსახულება ბგერითი საშუალებებით. ქართულ გალობაში მთელი ქრისტიანული მოძღვრების ინფორმაციაა თავმოყრილი ისეთი სახით, რომ მან ქმედითი დახმარება გაუწიოს მორწმუნე მლოცველ ადამიანს ლოცვის დროს.

რომ დავრწმუნდეთ იმაში თუ რამდენად დიდმნიშვნელოვანია ფორმა იმ ხმოვანი ქსოვილისა, რომელიც ადამიანის ლოცვისთვისაა განკუთვნილი გადავხედოთ ევროპის კომპოზიტორთა მიერ შექმნილ იმ შედევრებს როგორებიცაა ი. ს. ბახის H-moll მესა, ვ. ა. მოცარტის რექვიემი და სხვა მრავალი თუნდაც უფრო ნაკლებად ცნობილი სასულიერო თხზულებები. ყოველი მათგანი დაწერილია იმ წესების დაცვით, რომელიც მუსიკალურ ნაწარმოებს აძლევს იმის საშუალებას, რომ ის თავის სტრუქტურაში შეიცავდეს სასულიერო შინაარსს, იყოს გონების მაკონცენტრირებელი და არა პირიქით.

სხვა სურათია აღმოსავლეთის სალოცავებში. მათი რადიკალურად განსხვავებული ჟღერადობა კარგად ერგება იმ მრწამსს, რასაც მათი რელიგია შეცავს. ეს ბგერითი სამყაროც თავის თავში სწორედ იმ სიღრმეებს შეიცავს, სადამდეც მათ რელიგიას ძალუძს შეღწევა.

სულ სხვა დანიშნულება აქვს საესტრადო მუსიკას. ის მსუბუქია, სიღრმეებს მოკლებული თვისი სტრუქტურის მიხედვით, აღძრავს უფრო მეტად ემოციებს, ხშირად ძალიან სასიამოვნო მოსასმენია, მასი დანიშნულება ადამიანის განტვირთვაა საოფისე სამუშაოსგან, კარგია განწყობის შესაქმნელად თეატრში და კინოში, თუმცა რამდენად გამართლებულია ასეთი ფორმის მუსიკალური ნაწარმოების ეკლესიაში წირვა-ლოცვის დროს შესრულება. შესრულება კი არადა ლამის დამკვიდრებაც…

გავაგრძელო, თუ სამკმარისია?!

მისიონერული სიყვარულით

ჩემგან 😉

ნინო ჯანჯღავა

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”