საავტორო სტუდია

“Kick & Snare” – ჩაწერის ხერხები

მაიკ სენიორი (Mike Senior)

გადმოგცემთ ჟურნალ “Sound On Sound”-ის სახელმძღვანელოდან  50 მოწინავე პროდიუსერის, დიდი ძალისხმევით მოპოვებულ სიბრძნეს, თანამედროვე მუსიკის ხერხემლის, ბას დოლისა და მუშა დოლის ჩაწერის მეთოდებს.

როგორც აღმოჩნდა,  მოწინავე პროდიუსერები დასარტყამი საკრავების ჩაწერის განხილვისას, ყველაზე მეტ დროს სწორედ ბას და მუშა დოლის ჩაწერაზე საუბარს უთმობენ. ეს ვიცი იმიტომ, რომ გარკვეულის დროის წინ ვიქექებოდი SOS (Sound On Sound) არქივში აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მოსაპოვებლად, სადაც ჰოვარდ მეისის ინტერვიუების წიგნს – “მინის უკან” (Behind The Glass) გადავაწყდი. ძიების პროცესისას შევადარე ბას და მუშა დოლის ჩაწერის მეთოდები იმ ორმოცდაათი ცნობილი პროდიუსერისა, რომლებიც ასობით მილიონ გაყიდულ ჩანაწერზე არიან პასუხისმგებელნი. ჩემი მიზანი ამ სტატიაში ინფორმაციის გაფილტვრაა, რათა თქვენ დასარტყამი საკრავის იდეალურ ჟღერადობას მიაღწიოთ. გასაგებია, რომ მიკროფონების განსხვავებული პოზიციონირების მეთოდები ერთნაირად არ მიესადაგება ყველა სახის ჩანაწერს, და, ალბათ, დიდ სტუდიებშიც არ იქნებიან სრულ თანხმობაში, თუ რომელი ჩანაწერი ჟღერს უკეთ. საბოლოო ჯამში, არჩევანი თქვენთვის მომინდია. დასარტყამი საკრავის მიკროფონების პოზიციონირების პროცესი საკმაო დროს მოითხოვს, თუმცა, ბევრ სტუდიაში ბენდს თუ სესიურ მუსიკოსებს დროის სიმცირის გამო არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ექსპერიმენტები ატარონ. ამიტომ, მინდა წარმოგიდგინოთ ბას და მუშა დოლის რამდენიმე ჩანაწერი, რათა თვალსაჩინოდ დაგანახოთ საზოგადოდ გავცელებული მიკროფონისა და მათი პოზიციონირების მაგალითები, სადაც გამოყენებულია ერთი და იგივე დასარტყამი ინსტრუმენტი, იგივე “დრამერი” და იგივე ოთახი. თქვენ გექნებათ საშუალება თავისუფალ დროს მოისმინოთ და შეაფასოთ ყოველი მათგანი და გადაწყვიტოთ რომელია უკეთესი, რაც თქვენს მომდევნო სესიაში შეიძლება გამოგადგეთ.

მე ბევრი პროდიუსერის სახელის ხსენება მომიწევს ამ სტატიაში. შესაძლოა ზოგიერთი მათგანის შესახებ არც გსმენიათ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მათი ბევრი ჩანაწერი გექნებათ მოსმენილი. მრავალი ფრჩხილისა და ბრჭყალების თავიდან ასარიდებლად მათი სახელების ჩამონათვალსა და მნიშვნელოვანი ციტატის ლინკებს ცალკეულ ადგილას განვათავსებ.

გაასწორეთ ჩაწერამდე

ნებისმიერი ინსტრუმენტის მსგავსად, დასარტყამი ინსტრუმენტის შერჩევამ და აწყობამ შეიძლება დიდი სხვაობა მოგცეთ ჩაწერის პროცესში. ეს უნდა იყოს საწყისი წერტილი. თუკი თავად არ უკრავთ დასარტყამზე, ჟღერადობა “დრამერთან” უნდა შეათანხმოთ. მიეცით სტიმული გააკეთოს ყველა საჭირო ცვლილება, რაც ინსტრუმენტს უკეთეს ჟღერადობას შესძენს. The Darkness ჩაწერისას, Roy Thomas Baker აღნიშნავს, თუ როგორ კარნახობს მუსიკის ტიპი საჭირო ჟღერადობას: “თქვენ მიდიხართ ჟღერადობისკენ, რომელიც სიმღერას უხდება. არ არის აუცილებელი ეს უბრალოდ კარგი ჟღერადობა იყოს. ის მისაღები ჟღერადობაც შეიძლება ცვალებადი იყოს. სწორედ ამიტომ გვაქვს სამი სხვადასხვა დასატყამი და ბევრნაირი მუშა დოლი, თუ ტომი”.

Nile Rodgers – იც იგივე აზრზეა, აიწყოს დასარტყამი იმგვარად, რომ მოერგოს სიმღერის ჟღერადობას჻”იმ შემთხვევაშიც, თუკი ბენდი მთელი ალბომის მანძილზე ერთი და იგივე ინსტრუმენტს იყენებს, მე მოვითხოვ მის აწყობას კონკრეტული სიმღერის შესაბამისად. ჩვენ ვცვლით “პლასტიკებს” ან ვაწყობთ სხვაგვარად და ა.შ. ვცვლით პედალს ან ჯოხებს… ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ეწყობა სიხშირეები სიმღერის მუსკალურ ტონალობას, პულსს. ყოველი ჩანაწერი განსხვავებულია, ყოველი სიმღერა თუ ვარიანტი”.

მიუხედავად ამისა, Alan Winstanley მივიდა დასკვნამდე, რომ ერთი კონკრეტული მუშა დოლის მოდელის შენარჩუნება, რომელიც მისეულ ჟღერადობას ესატყვისება, პროდუქციის წარმოების სასარგებლო ტენდენტიცაა: “მახსოვს, Lurwig Black Beauty მუშა დოლი ვიქირავეთ ერთ-ერთი ჩამწერი კომპანიისგან, Madness-ის ალბომისთვის The Rise And Fall ჩასაწერად და მათ “დრამერს” ისე მოეწონა მისი ჟღერადობა, რომ ინსტრუმენტის შეძენით დასრულდა ყველაფერი. მეტიც, ის ჩემი… ჩემი ხმოვანების განუყოფელი ნაწილი გახდა რამდენიმე წლის განმავლობაში. თუ არ გაქვთ Lurwig Black Beauty, უნდა ვიქირავოთ”.

მუშა დოლის მიკროფონირება: ზემოდან, ქვევიდან, თუ ორივე?

მნიშვნელოვანია, რომ აუდიო სიგნალი უშუალოდ პირველწყაროსგან მივიღოთ. ყველაზე ხელსაყრელი სტუდიური ხელსაწყო ამის განსახორცილებლად ახლომდებარე მიკროფონია. მუშა დოლის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ “ოვერჰედ” მიკროფონებში საკმაოდ ბევრი შედის, ყურადღებით შერჩეულ და განთავსებულ მიკროფონს ხმის საგრძნობლად შეცვლა შეუძლია.  ამის გამო ხმის რეჟისორებს საკუთარი მეთოდები აქვთ შემუშავებული.

მუშა დოლის ჩაწერისას ზევიდან დამაგრებული ერთი ან მეტი მიკროფონით ხმის აღება უნივერსალური მეთოდია. მაგრამ აზრები იყოფა, როდესაც საუბარი ხმის ქვევიდან აღებაზე იწყება. John Astley, Joe Barresi, Dave Eringa, Chris Thomas and Alan Winstanley რეგულარულად სარგებლობენ ორი მიკროფონით. მაგრამ Steve Churchyard შედარებით წინდახედულია (“შეიძლება ქვევითაც მოვათავსო, მაგრამ ყოველთვის არა”). Alan Parsons კიდევ უფრო ნაკლებად მოსწონს ეს (მე ვცდილობ თავიდან ავირიდო ორი მიკროფონი მუშა დოლზე. მირჩევნია კარგი ზედა ხმა მქონდეს”). John Leckie-ც მეტწილად ერიდება ქვედა მიკროფონის გამოყენებას (“მე ძალიან იშვიათად ვიყენებ მას – ეს ძალიან საშიშია”). განსხვავებით ამისა, Bruce Botnick რეგულარულად იყენებდა ქვედა მიკროფონს, “ოვერჰედებთან” და ბას დოლის მიკროფონებთან ერთად მიქსავდა დასარტყამის სავსე ჟღერადობის მისაღებად.

ზოგიერთისთვის ზედა და ქვედა მიკროფონი ერთად არ არის საკმარისი. მცირე ხნის წინ Feeling ის ინტერვიუზე მითხრეს, რომ დიდ დიაფრაგმიან მიკროფონსაც იყენებდნენ, როდესაც მუშა დოლის ხმას გვერდიდან იღებდნენ. მათ ამიხსნეს რატომ აკეთებდნენ ასე: “ყოველთვის როდესაც მაქსიმალურად უახლოვდები მუშა დოლის ზედაპირს, თქვენ იღებთ საკმაოდ ბევრ უცნაურ სიხშირეს, რომელიც არ ისმის შორიდან. ამიტომ ის საკმაოდ უცნაურად ჟღერს. გვერდითა მიკროფონი უფრო ზოგად ჟღერადობას გაძლევთ და ზედა და ქვედა ხმას ერთდროულად იძლევა, თუმცა რეალური საწყისი ზედაპირის ჟღერადობის გარეშე. უმეტეს შემთხვევებში, გვერდითა მიკროფონი უფრო სასარგებლო იყო ხოლმე, ვიდრე ქვედა… ზედა მიკროფონი გაბზარულ ხმას გაძლევთ, ქვედა – შიშინა ბგერას. გვერდითა მიკროფონი კი იძლევა იმ “ხორცს”, რაც სჭირდება მუშა დოლს… “   

ფაზის პრობლემის მოგვარება

როდესაც Tony Visconti იყენებს მუშა დოლის ქვედა მიკროფონს, ყოველთვის იყენებს “გეიტს”, რათა მუდმივი კონტროლის ქვეშ ჰქონდეს: იმ შემთხვევაში, “თუკი არ მაქვს გახსნილი ჟღერადობა და თუკი თავად მუშა დოლიც დაგუდულია, ჟღერადობაში ბზარია, ან უბრალოდ ცუდი დღე მაქვს, მაშინ ვაყენებ ქვედა მიკროფონს, მაგრამ ყოველთვის ვუშვებ “გეიტში”. არ მიყვარს, როცა გამუდმებით გუგუნებს… მინდა მანამდე მოვაშორო ეს წუნი, სანამ ჩანაწერში აღმოჩნდება”. ამავე დროს, ის ეხება ფაზების დამოკიდებულების მნიშვნელობას ორ ახლომდებარე მიკროფონებს შორის: “მუშა დოლის ქვედა მიკროფონი ზედა მიკროფონთან მუდმივად ანტიფაზაში აღმოჩნდება ხოლმე. არასოდეს მქონია შემთხვევა, რომ ეს ორი მიკროფონი ბუნებრივად, თავისით ფაზაში აღმოჩენილიყო, ამიტომ ყოველთვის აუცილებელია მისი შემოწმება. “გეიტში” გატარების დროსაც, თქვენ შეამჩნევთ დიდ სხვაობას, თუკი ფაზის შეცვლის ღილაკს დააჭერთ ხელს და აღმოაჩენთ, რომ ანტიფაზის შემთხვევაში დაბალი სიხშირეები ქრება”.

ორი სხვადასხვა მიკროფონის ერთდროულად გამოყენებისას, ფაზის დამთხვევამ იოლად შეიძლება დაამახინჯოს ინსტრუმენტის მაღალი სიხშირეებიც, თუკი მიკროფონის კაფსულები არასათანადოდაა გასწორებული. თუმცა, ფაზის პრობლემა მუშა დოლთან ერთი მიკროფონის შემთხვევაშიც შეიძლება შეგექმნათ, როდესაც ის თანამოქმედებს “ოვერჰედებთან” ან სხვა ნებისმიერ ახლომდებარე მიკროფონთან.  “მე ხშირად ვმიქსავ სხვა მუსიკოსების ჩანაწერებს” – ამბობს Steve Churchyard და, უდაოდ, დასარტყამის რამდენიმე მიკროფონით ჩაწერისას ყველაზე გავრცელებული პრობლემა – ფაზების დამთხვევაა. როგორც წესი, ეს პრობლემა “ოვერჰედების” სხვა მიკროფონებთან ფაზების დამთხვევის გამო ხდება, რადგან სიგნალი აღწევს უფრო გვიან, ვიდრე სხვა მიკროფონებამდე. ამიტომ, უბრალოდ ვატრიალებ ფაზას და ყველა ბგერა თავის ადგილას დგება. ფაზის დამთხვევის დროს, თითქოს მუშა დოლი იზილება და დაბალი სიხშირეები ქრება. ეს უცნაური რამეა”.

“ყოველთვის უნდა შემოწმდეს ყველა მიკროფონის ფაზა”, ადასტურებს Thom Panunzio. მე ვამოწმებ არის თუ არა ფაზაში ბას დოლი “ოვერჰედებთან”, ვამოწმებ მუშა დოლის მიკროფონს, თუ არის ფაზაში “ოვერჰედებთან”, ვამოწმებ ტომებს ბას დოლთან, ტომებს მუშა დოლთან და ა.შ. ერთადერთი რაც უნდა გავაკეთო ფაზის ინვერტორის ღილაკზე დაჭერაა, რაც დამანახებს უკეთესია თუ არა ჟღერადობა ფაზაში ან ანტიფაზაში. ძალიან მცირე დროა ამისთვის საჭირო. ერთი საათიც რომ დასჭირდეს, ღირს ჩანაწერის გადასარჩენად.

მიკროფონის იდეალური პოზიცია

ბევრი რეჟისორი აღიარებს, რომ მუშა დოლის მიკროფონის სწორი პოზიციონირება და კუთხე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. Ian Grimble: ”მიკროფონის სწორი პოზიცია კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორია… ხმის მიღება კონკრეტულად წყაროდან უნდა ხდებოდეს და  შესაბამისი მიკროფონი სწორ ადგილას უნდა იდგეს”. შედეგად უფრო სუფთა ხმის მიიღებაა შესაძლებელი. ამიტომ მე ხშირად ვატრიალებ მიკროფონს და ფრო მეტ დროს ვხარჯავ ჩასაწერ ოთახში, ვიდრე ხმის პულტთან”. Jon Kelly ასევე იხსენებს Geoff Emerick ის ნათქვამს: “დიდი დრო დაუთმეთ მიკროფონის სწორი პოზიციის შერჩევას” დასარტყამის ჩაწერისას.

მიუხედავად ამისა, ყველა პროდიუსერი მყარად დგას იმ მოსაზრებაზე, ზუსტად სად უნდა იდგეს მათი მიკროფონი. ეს კი მათთვის, ვისაც კონსპირაციების თეორიების შიში აქვს და მიაჩნია, რომ ყველა მტკიცედ იცავს თავის ტექნიკის საიდუმლოებებს: Craig Leon უფრო დეტალურად უღმავდება საკითხს და ამბობს, რომ: “მიკროფონის პოზიცია და ეკვალაიზერის პარამეტრები, ფაქტობრივად, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მანერით ხდება ინსტრუმენტზე დაკვრა. ანუ, არ არსებობს სტანდარტული მეთოდი. ერთნაირად არასოდეს არაფერი ხდება”. “რთულია იმის თქმა თუ სად ვაყენებ მიკროფონს, პოზიცია ყოველთვის იცვლება”, აზუსტებს Steve Albini. “თუ შემსრულებელი ძლიერად უკრავს და მთელ დასარტყამ ინსტრუმენტს იყენებს, მიკროფონს უკან ვწევ, რათა არ მოხდეს გადატვირთვა”. როგორც არ უნდა ვამართლოთ ეს მოსაზრებები, დიდად ვერ დაეხმარება იმას, ვისაც დასარტყამის ჩაწერის ნაკლები გამოციდილება აქვს. ყოველივე ამის შემდეგ, თუ თქვენ არ იცით რა სხვაობა შეიძლება მოგცეთ მიკროფონის პოზიციის ცვლამ, Steve Albini ის რჩევა, მიკროფონის ტრიალთან დაკავშირებით, შესაძლოა მარჩიელობა აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, მე მოვამზადე რამდენიმე აუდიო ჩანაწერი, რისი მოსმენის შემდეგაც თქვენ შეგექმნებათ გარკვეული წარმოდგენა მიკროფონის პოზიციონირებასთან დაკავშირებით და ეს თქვენი მომდევნო ჩაწერის დროს დაგაზოგინებთ. აუდიო ფაილების მოსმენა შესაძლებელია SOS ჟურნალის ოფიციალური გვერდიდან. 

* SnareTopPos1inchMidway

* SnareTopPos3inchMidway

* SnareTopPos8inchMidway

ჩანაწერი შესრულებულია SM57 მიკროფონით, რომელიც მუშა დოლის ცენტრში და კიდეს შუა წერტილშია დამიზნებულია, დაახლოებით 1 ინჩის (2,54 სმ), 3 ინჩის (7.62 სმ) ან 8 ინჩის (20 სმ) სიმაღლეზე. მიკროფონის ძალიან ახლო პოზიციამ შეიძლება გამოკვეთოს რომელიმე კონკრეტული სიხშირე, შედარებით შორს კი უფრო ნატურალურ ჟღერადობის მიღებაა შესაძლებელი, თუმცა არის საშიშროება, რომ სხვა ინსტრუმენტების ხმის შერევის დონემაც იმატოს.

* SnareTopPos3inchCentre

* SnareTopPos3inchMidway

* SnareTopPos3inchRim

ამ ჩანაწერისთვის გამოვიყენე Shure SM57, 3 ინჩის (7.62 სმ) დაშორებით, შემდეგნაირად: მუშა დოლის ცენტრისკენ დამიზნებული, დაახლოებით ცენტრსა და კიდეს შორის და კიდეზე.

* SnareTopPosC414Shell

აქ დავამატე ფართე დიაფრაგმიანი კონდენსატორული მიკროფონი  დაახლოებით 6 ინჩის (15.24 სმ) დაშორებით – C414B ULS მუშა დოლის კორპუსის გვერდიდან.

* SnareTopPosOH

* SnareTopPosKick

ცალკეული მიკროფონის მოსმენისას, ძალიან რთულია დანამდვილებით თქვა რამდენად ეფექტურია რომელიმე პოზიცია მანამდე, სანამ არ მოისმენთ როგორ ჟღერს “ოვერჰედებთან” ერთად. ამისათვის  “ოვერჰედებიც” ჩავწერე, რომლისთვისაც გამოვიყენე Shure KSM141 ის წყვილი (X/Y კონფიგურაციით). ის ახლავს ყველა ჩანაწერს და თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ყველაფერი კონტექსტში მოისმინოთ. ასევე გამოვიყენე AKG D112, რომელიც, რეზონანსიდან გამომდინარე, ბას დოლის ხვრელის შიგნითაა მოთავსებული. თქვენ მოგიწევთ დააიმპორტოთ აუდიო ფაილები თქვენს მრავალარხიან პროგრამაში, რათა გვერდიგვერ დაალაგოთ ყველა ფაილი და ერთდროულად შედარების შესაძლოებლობა გქონდეთ.

მუშა დოლის მიკროფონები ვარსკვლავებისთვის

თუ თქვენ წაიკითხეთ ჩემი 2007 წლის აგვისტოში SOS ჟურნალში დაბეჭდილი სტატია გიტარის ჩაწერასთან დაკავშირებით, აღმოაჩენდით, რომ Shure’s SM57 მრავალი ხმის რეჟისორის ხშირი არჩევანია, თუმცა, ეს პატარა, ქვასავით მყარი მიკროფონი, ძალიან ხშირად გამოიყენება დასარტყამების ჩასაწერადაც, ისეთი აუდიო გურუების მიერ, როგორებიც არიან Steve Churchyard, Bob Clearmountain, Mike Hedges, John Leckie, Elliot Scheiner, Stephen Street, Bill Szymczyk, Chris Thomas and Tony Visconti და სხვები და უმრავლესი მათგანი ძალიან კმაყოფილია Shure’s SM57 ით. სივრცული შეზღუდვის გათვალისწინებით, ეს მიმზიდველობა უდაოდ დაბალი სიხშირის – 200 ჰერცის მოჭრითაა განპირობებული, რაც უფრო ეფექტური ხდება მიკროფონის მიახლოებისას. ასევე ის ფაქტორიც, რომ ნაკლებად ხდება ბას დოლის ხმის შერევა. გარდა ამისა, მისი სხვა სიხშირული თვისებები (300-500 ჰერცის ჭრა და მდიდარი 2-12 კილოჰერცი) ამცირებს აზელილობას და მეტ “ტკაცუნა” ხმას სძენს. მიუხედავად ამისა, მისი  მგრძნობიარობის 12 კილოჰერცზე უცაბედი ვარდნა, ყოველთვის საჭიროებს ეკვალაიზერის გარკვეული სიხშირეების გაძლიერებას: Steve Churchyard აღნიშნავს 10 კილოჰერცის რეგიონს. John Leckie 8 კილოჰერცზე მიგვითითებს, Jim Scott კი – 5 კილოჰერცზე. საკმაოდ მკვეთრი კარდიოიდული პოლარულობის მქონე Shure SM57, შექმნილია იმისთვის, რომ სასცენო “ფიდბეკის” მინიმიზირება მოხერხდეს და შემცირდეს სხვა საკრავების ნაკლები შეღწევა, განსაკუთრებით მეზობლად მყოფი ჰეტიდან.

Shure’s SM57ის მხარდამხარ მუშა დოლისთვის კიდევ ორ მიკროფონი გამოიყენება. AKG ს C451EB და Neumann ის KM84. უნდა ვიცოდეთ, რომ 451 ერთიანი მოდულის ნაწილია, რომელიც შედგება ცვლადი კაფსულებისა და წინა გამაძლიერებლისგან. თუმცა, უპრიანი იქნება ვივარაუდოთ, რომ საუბარია CK1 კარდიოიდულ კაპსულაზე (რომელიც სტანდარტულად მოყვება წინაგამაძლიერებელს) და ჯერჯერობით არაფერია ნახსენები გამოყენებული კაფსულის ტიპზე. ნამდვილად, AKG ს განმეორებით გამოშვება მხოლოდ СK1 ტიპის კარდიოიდულ დიაგრამის მიკროფონს გვთავაზობს.  С451EB საკმაორ ნათელი ჟღერადობის მიკროფონია, რომელსაც 10-15 კილოჰერც სიხშირეზე 4 დეციბელის საკმაოდ კარგი “ბუსტი” ახასიათებს. ისევე როგორც 200 ჰერცის ფაქიზი “Roll off”. სწორედ ამიტომ, არ არის გასაკვირი თუკი მის თაყვანისმცემელთა რიგს მიეკუთვნებიან  Joe Barresi, Bob Clearmountain, Dave Eringa, Butch Vig, და Toby Wright. რადგან SM57 ის მაღალი სიხშირეების ნაკლებობის კომპენსაციას სწორე ამ მიკროფონით ახორციელებენ. სამი მათგანი Shure SM57 თან ერთად აკრავენ საიზოლაციო ლენტით და ისე ამაგრებენ საკრავზე, რაც უფრო აადვილებს მათ მართვას. სხვა პროდიუსერებიც (როგორებიც არიან John Leckie, Ian Little, და Al Schmitt) თავისებურად იყენებენ ამ მიკროფონებს. John Leckie ჩვეულებრივ SM57 ს იყენებს და ამატებს: “ხანდახან AKG C451 საც ვიყენებ, “Pad” ის გააქტიურებით, იმ შემთხვევაში, თუკი მუსიკოსი უკრავს ჯაგრისებრი ჯოხებით ან შედარებით ჩუმად. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია კონდენსატორული მიკროფონის გამოყენება… მისი ბგერა შედარებით მეტ ბრწყინვალებას სძენს ჩანაწერს”. Neumann ის KM84 -ს შედარებით ნატურალური ჟღერადობა აქვს – 100 ჰერციდან 15 კილოჰერცამდე არც ჩავარდნა აქვს და არც მეტობა და მხოლოდ 2 დეციბელით კლებულობს 50 ჰერცსა და 20 კილოჰერცზე. ამიტომაც ნებისმიერი სხვა ინსტრუმენტისთვისაც გამოსადეგია. მაგალითისთვის Alan Parsons იყენებდა მას Pink FLoyd-ის Dark Side of The Moon ჩაწერისას (“სხვა არცერთი მიკროფონი არ მაძლევდა უკეთეს ჟღერადობას, როგორსაც KM84”). ამან კი, თავისთავად, გავლენა მოახდინა Peter Henderson ზე, როდესაც Superstamp ის Breakfast In America ს იწერდა. ეს მიკროფონი John Fry ის არჩევანიც გახდა Glyn Johns და the Who – ს  ჩაწერისას, სადაც მუშა დოლის სავსე ჟღერადობის მისაღებად ზედა და ქვედა მხარეებზე ამაგრებდა. KM84 ის ნატურალური და გახსნილი სიხშირული დიაპაზონი კარგად კონტრასტირებს SM57 ის თავისებურ ჟღერადობასთან და ამ ორი მიკროფონის ერთდროულად გამოყენების ტექნიკა ხშირია Jim Scott და Ian Grimble – სათვის. ცხადია, კიდევ ბევრი მიკროფონი არსებობს, რომლებსაც სხვადასხვა პროდიუსერები ანიჭებენ უპირატესობას. მაგრამ არცერთი მათგანი არ არის უფრო გამორჩეული, როგორც SM57, C451EB და KM84. მიუხედავად ამისა, ღირს დავასახელოთ სხვებიც და მათ ღირსებებს ბევრი აღიარებს კიდეც. მაგალითისთვის, Joe Barresi, Chris Thomas თან და Gil Norton თან ერთად  გვიზიარებს თავის დამოკიდებულებას ორმაგ დიაფრაგმიან Neumann KM86 ისა და AKG ს ორმაგ დიაფრაგმიან C414B ULS ის მიმართ. Barresi კი Toby Wright თან ერთად უპირატესობას Sennheiser ის ფართოსიხშირულ სუპერკარდიოიდულ დინამიურ მიკროფონ MD441-ს ანიჭებს, როგორც მუშა დოლის ქვედა მიკროფონს. კიდევ ერთი ცნობილი არჩევანი Bruce Botnick-ის დაა Steve Albini-ს ცალ-დიაფრაგმიანი კონდენსატორული Sony – ის 1950 იანების ძველებური C37ია (რომელიც გამოჩენილი და საკმაოდ ძვირადღირებული C800G ის წინამორბედია). რათა უფრო თვალსაჩინოდ გამოვაჩინოთ განსხვავებები ამ მიკროფონებს შორის (როგოც ტემბრალური, ასევე სხვა ხმათა შერევის კუთხით) და კარგად დაგანახოთ მათი მოქმედება სხვადასხვა ტიპის დასარტყამებზე, მე ჩამოვწერე მუშა დოლის ზედა მხარის გასახმოვანებელი (Shure SM57, AKG C414B ULS, AKG C451EB, Neumann KM84 და Neumann KM86) და ორი ქვედა მხარის გასახმოვანებელი რამდენიმე მიკროფონი (Shure SM57 and AKG C451EB), რომლებიც სტერეო “ოვერჰედებთან” და ახლო ბას დოლის მიკროფონებთან ერთად სამ სეტად ჩავწერე, სადაც ცალკეული სეტი კონკრეტულ დასარყამებს მიესადაგება. ჩამონათვალშია: Orange County 14×5-ინჩიანი ნეკერჩლის მუშა დოლი. (‘Snare1Mics’ ფაილების სეტი), Alan Winstanley-ის მიერ ნახსენები Ludwig Black Beauty 14×5-ინჩიანი ჩაქუჩით მოჭედილი მუშა დოლი (‘Snare2Mics’) და Gretsch-ის 14×6.5-ინჩიანი მაკაგონის მუშა დოლი (‘Snare3Mics’). მე შევაცადე სწორ ფაზაში მომექცია მიკროფონები SM57, C451EB და KM84. ასე რომ, თქვენ თამამად შეგიძლიათ ერთდროულად მოუსმინოთ, მიუსადაგოთ და აკეთოთ ექსპრიმენტები ყოველგვარი ფაზის პრობლემის გარეშე.

ბას დოლის კლასიკური მიკროფონები                                                    

როდესაც ინტერვიუებში ბას დოლის მიკროფონის არჩევანზე მიდის საუბარი, მრავალი მიკროფონის სახელი ჟღერს, მაგრამ არის ისეთები, რომელთა სახელი საკმაოდ ხშირად მეორდება. ალბათ ყველაზე ხშირად ნახსენები, დიდ-დიაფრაგმიანი AKG – ს D12 და მისი უახლესი მემკვიდრე D112 ია. მას იყენებენ ისეთი პროდიუსერები, როგორებიც არიან Steve Albini, Roy Thomas Baker, Steve Churchyard, Bob Clearmountain, Elliott Scheiner, Steven Street, Chris Thomas, Butch Vig… ჩამონათვალი შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. მჭიდრო კარდიოიდული მახასიათებლები და ნებისმიერი SPL მაჩვენებელთან გამკლავება, სავარაუდოდ, არის ის მიზეზი, რის გამოც გახდა ის პოპულარული. გარდა ამისა, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მისი ტონი საგანგებოდ არის ადაპტირებული დაბალი სიხშირის ინსტრუმენტების დაბალანსებული ჩაწერისათვის. კერძოდ, მის კორპუსში ჩაშენებული სპეციალური რეზონანსული კამერა, საგრძნობლად წინ წევს 100 ჰერც სიხშირეს, ხოლო D112 -ს დამატებით 3 კილოჰერცი აქვს გაძლიერებული. და, ალბათ, ეს იყო მიზეზი, რატომაც უწოდა ალან პარსონმა ამ მიკროფონს “ყველაზე მაგარი” მიკროფონი. უმცირესობაში აღმოჩნდნენ პროდიუსერები Tony Platt, Geoff Emerick და Chris Kimsey, რომლებიც AKG-ს კოსმეტიკურად მიმსგავსებულ D20 da D25-ს მიკროფონებს იყენებენ, მათი იდენტური კაფსულები შედარებით სწორხაზოვან დაბალ სიხშირეებს იძლევიან. ორივე მოდელი ტექნიკურად იდენტურია, მაგრამ D25 შედარებით კარგ, ელასტიურ კორპუსშია მოთავსებული.

კიდევ ერთი დიდ-დიაფრაგმიანი მიკროფონი, რომლის თაყვანისმცემლებიც Joe Barresi, John Leckie, Peter Henderson და Toby Wright არინ, Sennheiser – ის MD421 ია. იმის გათვალისწინებით, რომ მას 100 ჰერცის სიხშირე მოკლებული აქვს და საკმაოდ მგრძნობიარეა 5-8 კილოჰერც სიხშრირეებზე, ის ხშირად სხვა მიკროფონთან ერთად კომბინაციაში გამოიყენება (მაგალითად D12/D112). შესაძლოა ზოგიერთი გააკვირვოს Ian Little-ისა და Tore Johansson ის ტაქტიკამ, სადაც ბას დოლის ჩასაწერად ყველგანმყოფი SM57 ია გამოყენებული, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მას საკმაო ჩავარდნა აქვს 200 ჰერცზე, კომპენსაციისთვის AKG C414B ULS ამატებენ, მიკროფონს, რომელიც ფართე დაბალი სიხშირული დიაპაზონითაა გამორჩეული. როგორც Steve Churchyard, ასევე John Leckie ამბობენ, რომ ამგვარმა კომბინაციამ შეიძლება ფაზის საშინელი პრობლემა შექმნას, ამიტომ, ისევე როგორც მუშა დოლის მიკროფონირების შემთხვევაში, მოემზადეთ ატრიალოთ მიკროფონები საუკეთესო ადგილის შესარჩევად და უცვალოთ ფაზა სანამ სტაბილურ ჟღერადობას არ მიიღებთ.

მომდევნო პოპულარული არჩევანი Electrovoice ის RE20 ია, რომლის სიხშირული მაჩვენებელი გასაკვირად სწორხაზოვანია, დინამიური მიკროფონისათვის და კარგი მედეგობა გააჩნია ახლო პოზიციონირების დროს. Glen Kolotkin, Jim Scott და Chris Tsangarides ყველა სიამოვნებით იყენებდა ამ მიკროფონს თავიანთ ჩანაწერებში, მაგრამ Don Smith და Tony Visconti მას D12 თან კომბინაციაში იყენებენ, სადაც მიკროფონს ბას დოლის შიგნით ბალიშზე ათავსებენ, მეტი დაბლების მისაღებად. არჩევანი საკმაოდ დიდია, როდესაც ბას დოლის ჩასაწერ დინამიურ მიკროფონზე მიდის საუბარი, მაგრამ ვერც ერთი ვერ შეედრება Neumann U47 FET კონდენსატორულ მიკროფონს. Joe Barresi, Steve Churchyard, Eddie Kramer და Jon Kelly არიან ის პროდიუსერები, ვინც იყენებენ ამ მიკროფონს. კიდევ ბევრი ახსენებს ამ მიკროფონს, თუმცა არ აკონკრეტებენ რომელი ვერსიაა FET თუ “valve”. ინტერვიუების დროს არცერთ მათგანს არ დაუკონკრეტებია, რომ საუბარი სწორედ U47 valve ვერსიაზე იყო, აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ უპირატესობას FET ვერსიას ანიჭებენ მისი უნივერსალურობის გამო. არ მინდა იფიქროთ, თითქოს სხვა კონდენსატორული მიკროფონები არ მოიხსენიება, როდესაც ბას დოლის ჩაწერაზეა საუბარი (მაგ: AKG C414B ULS, Blue Mouse and Sennheiser MKH20 და ა.შ. ჩემი კვლევისას არაერთხე შემხვდა ეს მოდელები), უბრალოდ, U47-ს დაახლოებით 20 ჯერ უფრო ხშირად ახსენებენ, ვიდრე სხვა მიკროფონებს.      

რა განსაკუთრებული თვისებები აქვს ასეთი? პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მისი დაბალი სიხშირე საკმაოდ სწორხაზოვანია 30 ჰერცის დაბლაც კი, მაგრამ ეს თვისება კარგ კომბინაციას ქმნის 2-5 კილოჰერც სიხშირის მცირე გაძლიერებასთან და დიდი პიკი  10 კილოჰერცზე, მეტი სიმკვეთრისთვის. მიკროფონს 147 დეციბელზე შეუძლია მუშაობა (სიგნალის გადატვირთვის დონე 0.5 პროცენტი), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსაზრებას, რომ ჯობნის “valve” ვერსიას, რომლის ზღვარიც მხოლოდ 120 დეციბელია. გარდა ამისა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორი, რომელსაც რატომღაც უყურადღებოდ ტოვებენ, კარგად კონტროლირებადი სუპერკარდიოიდული პატერნია. მისი დამსახურებით ნაკლები “ოთახის” ჩაწერა ხერხდება, ვიდრე ჩვეულებრივი კარდიოიდას შემთხვევაში, რაც შედარებით სუფთა და კონკრეტულ ხმის ჩაწერის საშუალებას იძლევა, მაშინაც კი, როდესაც მიკროფონი ბას დოლის გარეთ დგას.

საკმარისია საუბარი მიკროფონებზე, უმჯობესია მოვისმინოთ. რათა შთაბეჭდილება შეგექმნათ, მე გთავაზობთ მოისმინოთ ექვსი სხვადასხვა მიკროფონი. (AKG D12, AKG D112, Electrovoice RE20, Shure SM57, Sennheiser MD421 და Neumann U47 FET). ისინი მოთავსებულნი არიან გვერდიგვერდ, ბას დოლის გარეთ, დაშორებული 18 ინჩით (45 სანტიმეტრზე) და ჩაწერილია “ოვერჰედებთან” და მუშა დოლის SM57 თან ერთად. გადახედეთ ფაილების სეტს და თავად შეაფასეთ.

მიკროფონის პოზიცია ბას დოლის შიგნით

ვფიქრობ, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ბას დოლის ჩასაწერად მომზადებას ზუსტად ისეთივე ყურადღება ესაჭიროება, როგორც მუშა დოლს. აწყობამ და დაგუდვამ შეიძლება უფრო უკეთ მოაგვაროს პრობლემა, ვიდრე მიკროფონის სწორი პოზიციის შერჩევამ. ასევე შეიძლება პლასტიკებისა თუ ჯოხების ცვლაც, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, პროდიუსერები მუშა დოლს უფრო მეტ დროს უთმობენ. ერთი ფაქტორი, რომელზეც მეტი დაფიქრება გვმართებს ბას დოლზე საუბრისას, არის ის, თუ რა მოვუხერხოთ როზონანსულ პლასტიკს: დავტოვოთ, მოვხსნათ, თუ გამოვიყენოთ მისი ხვრელი მიკროფონის ჩასადებად? როგორც ჩანს, საკითხზე, თუ რომელი ვარიანტი იძლევა უკეთეს შედეგს, პროდიუსერებს შორის კონსენსუსი არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჟღერადობაში აშკარა განსხვავებაა. რეზონატორული პლასტიკის სრულად მოხსნა ან მისი ხვრელის გამოყენება მიკროფონის მოსათავსებლად ნიშნავს იმას, რომ თქვენ იოლად შეძლებთ ბას დოლის წინა პლასტიკის მიკროფონირებას, შედარებით “ტკაპუნა” ბგერის მისაღებად და ამასთან სხვა დასარტყამების ხმის შერევაც მინიმუმამდეა დასული. ამგვარი ხერხით ჩაწერის დროს, მიკროფონის პოზიციის ოდნავი ცვლაც კი, კორპუსის შიდა რეზონანსის ზემოქმედებით, საკმაოდ მკვეთრ ცვლილებებს იძლევა. “საოცარია, რამდენად მკვეთრად იცვლება ხმა, თუკი დასარტყამის პედლისკენ მიმართულ მიკროფონს პოზიციას შეუცვლით და გვერდულად მოატრიალებთ”, აღნიშნავს Steve Churchyard. ბას დოლის რეზონატორის (წინა პლასტიკის) მიხსნით თქვენ უფრო მძაფრ ხმას იღებთ, მაგრამ შესაბამისად იმატებს ბგერის გაფანტვაც და ჟღერადობას განსხვავებულ ხასიათს აძლევს. “მე ხშირად ვხსნიდი წინა პლასტიკს და ღრუბელს ვდებდი” – ამბობს John Leckie, “მაგრამ ამ ბოლო დროს აღარ ვხსნი და მხოლოდ წინა პლასტიკის ხვრელს ვუტოვებ, ასე უფრო სავსე ჟღერადობა აქვს”.

მიკროფონის პოზიციის მცირე შეცვლაც კი დიდ სხვაობას იძლევა ჟღერადობაში და, შესაძლოა, სწორედ ამიტომ, მხოლოდ მცირე რაოდენობის მწარმოებლები იძლევიან ზუსტ ინსტრუქციას, თუ სად უნდა განთავსდეს მიკროფონი. მიუხედავად ამისა, არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ: რაც მეტად ვუახლოებთ მიკროფონს პედალს, მით უფრო ძლიერ და მკვეთრ ხმას მივიღებთ. ხოლო რაც უფრო დავაშორებთ, მით მეტ ტონალურ სისავსეს მივიღებთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ ცვალოთ დარტყმის ძალა და ტონი მიკროფონის დახრის გრდადუსის შეცვლით. ეს მეთოდები თქვენ მოგცემთ საშუალებას არა მარტო ბას დოლის სხვადასხვაფერი ტონი მიიღოთ, არამედ გააცალკევოთ დარტყმის ძალა და ტონალური მახასიათებლები მიქსინგის დროს. სწორედ ისე, როგორც ამას Tony Visconti აკეთებს თავისი D12 -ს პლუს RE20 ტექნიკით. სხვა ინტერვიუში Tony Visconti ასევე D12 ის პოზიციონირების სხვა მეთოდსაც გვთავახობს – მიკროფონის მოთავსებას ზუსტად რეხონანსული პლასტიკის ხვრელში. ეს კი, თავისთავად, ბევრ უპირატესობას იძლევა. 

პროფესიონალთაგან დამატებითი რჩევების არარსებობის გამო, მე თავად ჩავწერე რამდენიმე აუდიო მაგალითი, რათა მეჩვენებინა რამდენად დიდია ხმოვანი ცვლილება თუკი მიკროფონს ბას დოლის შეგნით განათავსებთ და თუკი მოხსნით ან გახვრეტილ რეზონანსულ პლასტიკს დააყენებთ. ამისათვის მე დავაყენე ხუთი D112S ერთმენეთის გვერდით, რათა ხუთი სხვადასხვა კუთხის ჟღერადობა ამეღო. პირველი მიკროფონი მცირედით მარცხნივაა ცენტრიდან (მსმენელის პერსპექტივიდან), მეორე მიკროფონი ზუსტად პედლის მიმართულებით დგას, ხოლო დანარჩენი სამი სხვადასვა დისტანციით დაშორებული ბას დოლის კორპუსში. შესაბამისად, მივიღე სამი სხვადასხვა დისტანციის ჟღერადობა: მაქსიმალურად ახლო, (‘KickHeadOnClose’ და ‘KickHeadOffClose’ წყვილი), დაახლოებით 8 ინჩის (20,32სმ) დაშორებით (‘KickHeadOnMid’ და ‘KickHeadOffMid’) და მესამე, დაშორებული პედლიდან რამდენადაც მომეცა საშუალება. (‘KickHeadOnFar’ და ‘KickHeadOffFar’). ამ ფაილების მოსმენის შემდეგ ვრწმუნდებით რამდენად დიდია ტონალური ცვალებადობა მაშინაც კი, როდესაც მიკროფონები ერთი და იგივე დონეზე არიან დაცილებულნი. ასევე ვრწმუნდებით რამდენად განსხვავებულია ჟღერადობა ზოგადად რაც უფრო ვშორდებით პედალს. ბას დოლის მიკროფონების გარდა ჩანაწერში გამოიყენებოდა მუშა დოლის ახლო მიკროფონი და “ოვერჰედები”.

ბას დოლის გარედან

ამოუჭრელი წინა პლასტიკი, როგორც წესი, შედარებით მეტ რეზონანსულ ჟღერადობას იძლევა. თუკი თქვენ ფრონტალურ მიკროფონს იყენებთ, მკაფიო დარტყმა არ გექნებათ (რადგან მიკროფონი ვერ ხედავს პედალს) და, ამასთან ერთად, ინსტრუმენტის სხვა დოლების ხმებიც შემოვა. ცხადია, საჭიროების შემთხვევაში, რეზონანსის ჩახშობა შესაძლებელია დოლის შიგნით მოთავსებული დამატებითი ჩამხშობი საშუალებებით, თუმცა, John Leckie აღნიშნავს, რომ ამის გაკეთება მიკროფონის, დაახლოებით სამ ფუტამდე (91.44 სმ),   დაცილებითაც არის შესაძლებელი. ასეთ პოზიციაზე ის ხშირად იყენებს RCA 44DX Ribbon მიკროფონს, რაც საკმაოდ იშვიათია ასეთი ტიპის მიკროფონისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ლენტური გარდამქმნელი საკმაოდ სათუთი კონსტრუქციით გამოირჩევა.

დარტყმის სიმკვეთრისთვის, ორივე პლასტიკის ერთდოული მიკროფონირება არის შესაძლებელი. Robbie Adams Sennheiser MD421 -ს გვირჩევს, რითიც U2 – ს Zooropa -ს პროექტზე მუშაობდა. Steve Albini კი პატარა დიაფრაგმიან კონდენსატორულ მიკროფონს გვირჩევს, მაგალითად როგორიცაა Shure – ის electret SM98. Billy Bush და Eddie Kramer იც გვირჩევენ დავფაროთ მიკროფონები და თავად დოლიც სხვადასხვა მასალებით, რათა სხვა ინსტრუმენტების ხმები არ შემოიპაროს. ზოგადად, ეს საკმაოდ გავრცერლებული სტურიური ხრიკია. ასე რომ, თუკი ბას დოლის შეგნით ვერ ახერხებთ მიკროფონის მოთავსებას, მაინც არის შესაძლებელი საკმაოდ ძლიერი და მკაფიო დარყმის ხმის მიღება.

ჩემი ხუთი D112 წინა პლასტიკის წინ, დაახლოებით 4 ინჩის (7.62 სმ) დაშორებით მოვათავსე (პლასტიკს არ ჰქონდა ამოჭრილი ხვრელი). კიდევ რამდენიმე აუდიო მაგალითი ჩავწერე (‘KickHeadOnOutside’), ცხადია, მუშა დოლისა და “ოვერჰედების” ჩათვლით, რათა თქვენ შეძლოთ შედარების გაკეთება. გარდა ამისა, შიდა პლასტიკის გარედან, პედლის დასტყმის ადგილისკენ მიმართული და ზევიდან ქვევით დახრილი კიდევ ორი მიკროფონი MD421 და KM84 დავაყენე, როგორც ამას Adams და Steve Albini გვირჩევენ.

ბას დოლის გარედან მიკროფონის პოზიცია არ არის განპირობებული მხოლოდ იმის გამო, რომ დოლის შიგნით ვერ ვათავსებთ მიკროფონს. ორივე მხრიდან აღებული ხმა გავრცელებული მეთოდია პროფესიონალურად ჩაწერის დროს. ეს კონცეფცია მსგავსია Tony Visconti -ს მულტი-მიკროფონირების მეთოდისა – როდესაც მიკროფონები საკმაოდ კონტრასტულ ტემბრებს გვთავაზობენ და მათი შემდგომი დაბალანსებისას, ზედმეტი “პროცესინგის” გარეშეც, შესაძლებელია სასურველი ჟღერადობის მიღება. “მე სამი მიკროფონით ჩაწერის ტექნიკას ვიყენებ” – ამბობს Eddie Kramer. “მე ვიყენებ Shure Sm52-ს და SM91 – ს ბას დოლის შიგნით და U47 FET – ს გარედან. მათი შეფარდების კომბინაციით ვიღებ სასურველ ჟღერადობას. მე მტკიცედ მჯერა, რომ სწორი მიკროფონის შერჩევისას და სწორი პოზიციონირებისას აღარ მიწევს ეკვალაიზერის დიდად გამოყენება, რომ მაგარი ჟღერადობა მივიღო.

Steve Churchyard და Steve Marcantonio თითქმის იდენტურ მეთოდს აღწერენ: აწყვილებენ D12-ს და D112-ს ბას დოლის შიგნით, გარედან კი – U47 FET- ს. Marcantonio გვიხსნის, რომ შიდა მიკროფონის ზუსტად პედლის დარტყმის ადგილისკენ მიმართული მიკროფონი, რომელიც ძლიერ და მკაფიო დარტყმას იძლევა, კარგად ბალანსდება U47 ით. Churchyard კი ამატებს, რომ ამგვარი მეთოდი ჟღერადობას მეტ სისავსეს და სიმრგვალეს აძლევს. Billy Bush – იც ანალოგიურ მეთოდს იყენებს Butch Vig’s band Garbage – ზე მუშაობისას, მაგრად შიდა მიკროფონად Audio Technica  ATM25 – ს, ხოლო გარე U47 მიკროფონს Blue Mouse – ით ანაცვლებს. მეორე მხრივ, Joe Barresi შიდა მიკროფონად, MD421 – ს და  Shure Beta 52 – ს ანიჭებს უპირატესობას, გარედან კი ისეც U47 -ს იყენებს. მის ალტერნატივად Beyerdynamic M160 ribbon – ს ან YAMAHA NS10 – ის დაშლილ დინამიკს ასახელებს, რათა მიიღოს არა უბრალოდ თბილი ჟღერადობა, არამედ რაღაც ძველებური სტუდიისთვის დამახასიათებელი ხასიათიც შესძინოს ჩანაწერს. Ian Little კი საპირისპიროდ უდგება საქმეს და შიგნიდან აყენებს კონდენსატორულ მიკროფონს – C414B – ს, გარედან კი SM57-ს. Ian Grimble კი Manic Street Preachers – ის This Is My Truth Tell Me Yours –  ზე მუშაობისას, შიდა D12 – სა და შორს პოზიციონირებულ გარე პატარა-დიაფრაგმიან Sennheiser MKH20 – ის კომბინაციას ანიჭებდა უპირატესობას.                                   

რამდენად შორს?

უკანასკნელი კითხვაა, რამდენად შორს უნდა დავაყენოთ გარე მიკროფონი? Steve Churchyard და Steve Marcantonio ერთ აზრზე არიან და ამბობენ, რომ მიკროფონი 4 (10.16 სმ) დან 10 (25.4 სმ) ინჩამდე უნდა იყოს დაშორებული რეზონანსული ხვრელისგან. R

obbie Adams -ს კი U2 – ს  Zooropa – ზე მუშაობისას 18 ინჩზე (45.72 სმ) ეყენა მიკროფონი.  Joe Barresi და Ian Grimble-ს კი, Jamiroquai-ს Travelling Without Moving – ზე მუშაობისას,  მხოლოდ სამ-მიკროფონიანი “სეტაპი” ჰქონდათ, სადაც ერთი მიკროფონი ბას დოლიდან რამდენიმე ფუტით იყო დაშორ

ებული, მეორე “დრამერის” მხრის ზემოდან, რომელიც ჰეტს და მუშა დოლს ფარავდა, ხოლო მესამე კი მარჯვენა მხარეს, ფარდავდა რა დანარჩენ თეფშებს.

მე კიდევ რამდენიმე დამატებითი მიკროფონი დავამატე ’KickHeadOn’ – ის და  ‘KickHeadOn’  ჩაწერისას, რათა უფრო მეტი არჩევანი გქონოდათ ხმოვანების  შედარებისათვის. ამ ფაილების გასწვრივ, თქვენ იპოვით კიდევ ორ განსხვავებულ ვერსიას, სადაც ორი სხვადასხვა U47 FET არის გამოყენებული. ერთი 12 ინჩის (12.48 სმ), მეორე კი სამი ფუტის (91.44 სმ) დაშორებით. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვებ შესაძლებლობა გექნებათ შეადაროთ სხვადსხვა ტიპის შიდა მიკროფონი, გარე მიკროფონებთან მიმართებაში. Steve Churchyard – ის, Joe Barresi -ს და Ian Little – ის ორ-მიკროფონიანი ჩაწერის მეთოდით შთაგონებულმა, ჩემს ჩანაწერებს, D112 – ს, D12, MD421 და C414B-ULS მიკროფონები დავუმატე და KickHeadOffMid ვერსია ჩავიწერე, რათა ამ მიკროფნების ხმოვანების შესახებ წარმოდგენა შეგქმნოდათ, როდესაც ისინი ბას დოლის შიგნით არიან მოთავსებულნი. რაკი მიკროფონების დისტანციის შესახებ სხვადასხვაგვარი მოსაზრება არსებობს, მეტი თვალსაჩინოებისთვის დამატებით კიდევ რამდენიმე აუდიო ფაილი შევქმენი (‘KickDistance’). ამჯერად გახვრეტილი გარე პლასტიკი გამოვიყენე და ისევ ის ხუთი D112, რომლებიც ერთ ზოლში განვალაგე. პირველი მიკროფონი ბას დოლის შიგნით, პედლის დარტყმის წერტილიდან 12 (30.48 სმ) ინჩის მანძილზე დავაყენე. მეორე მიკროფონი  – ზუსტად პლასტიკის ხვრელში. მიკროფონები 3,4 და 5 კი მიმდევრულად – ბას დოლის წინა პლასტიკის გარედან – 3 (7.62 სმ), 5 (12.7), 10 (25.4) ინჩის და სამი ფუტის (91.44) დაშორებით. ცხადია, თან ერთვის მუშა დოლისა და ოვერჰედების მიკროფონებიც.

მოსმენისას, რა თქმა უნდა, ერთ რამეს შეამჩნევთ, დასარტყამის სხვა დოლების ხმა უფრო მეტად შედის იმ მიკროფონებში, რომლებიც მეტადაა დაშორებული ბას დოლიდან. ამიტომ ეს ნიმუშები მთლად ზუსტად არ ასახავს ჩემს მიერ მოთხრობილ მაგალითებს, სადაც ვსაუბრობდი მიკროფონებზე გადაფარებულ ნაჭრებს, ღრუბელს და ა.შ. ამის გამო მე ცალკე ჩავიწერე აუდიო მაგალითები (KickDistanceBlankets), სადაც დამატებით სადგამებზე გადავაფარე პლედები, დავსკოჩე ბას დოლზე და მიკროფონების იზოლაცია ამგვარად მოვადინე.

ამ პლედების გვირაბთან ერთად, სხვა სახის გვირაბიც გავაკეთე, რომელზეც Butch Vig გვიყვება. ის ამ გვირაბს Nirvana – ს Nevermind ალბომის ჩაწერისას იყენებდა. “Dave Grohl’s” ის დრამის ჩაწერისას მე ვიყენებდი AKG D12 – ს და FET 47 – ს. ჩვენ ავაწყეთ ბას დოლის გვირაბი, რომელიც 6 ფუტის (182.88 სმ) სიგრძისა იყო. ასეთი ხერხით ჩაწერისას თქვენ შეგიძლიათ მიკროფონი სამი-ოთხი ფუტის დაშორებით დააყენოთ, U47 კი გვირაბის ბოლოდან ოდნავ შორსაც კი ეყენა. ასეთი სახის გვირაბის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ჩაახშოთ “ოთახი” და თეფშების ხმა მაქსიმალურად მცირე დოზით შეუშვათ მიკროფონში”.      

საკმაოდ მარტივია გააკეთო ასეთი გვირაბი, თიკი 4 დამატებითი ბას დოლის გაქვს. მე მოვაშორე პლედები, რომლებიც ‘KickDistanceBlankets’ აუდიო მაგალითის ჩაწერისას გამოვიყენე და მათ ნაცვლად ბას დოლები გადავაბი, შემდეგ კი კვლავ დავაფარე პლედები. მსგავსად Butch Vig – ის მიკროფონების არჩევანისა, მეც დავაყენე D12 ჩემი მეხუთე ნომერი მიკროფონის გვედით. ხოლო U47 FET  კი ზუსტად ბას დოლის გვირაბის ბოლოში მოვათავსე.

ღირდა თუ არა ეს საქმე წვალებად? ცხადია, მილისებრი სტრუქტურა ნამდვილად იძლევა განსაკუთრებულ ჟღერადობას. მაგრამ ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა იმან, რომ გვირაბის ბოლოში პოზიციონირებულ, ექვსი ფუტით დაშორებულ U47-ს ზუსტად ისეთი ძლიერი და მკაფიო ხმა ჰქონდა, თითქოს მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყოს ბას დოლის უკანა პლასტიკთან. თუმცა, მთლად ჩემს ყურსაც ნუ ენდობით, მოუსმინეთ ‘KickDistanceTunnel’ ჩანაწერს და თავად გადაწყვიტეთ.

ოთახის როლი ჩაწერისას

მას შემდეგ, რაც მრავალ ახლო პოზიციის მიკროფონირების მეთოდებს გადავხედე, შევამჩნიე, რომ ოთახის რეზონანსი აქტიურად გამოიყენება მუშა დოლისა და ბას დოლის მხარდასაჭერად, მატებს რა მათ დამატებით ძალასა და მაშტაბურობას. დასაძრახი არაფერია, თუკი გაიფიქრებთ, რანაირად შეიძლება ოთახის მიკროფონმა აიღოს უფრო მეტი მუშა და ბას დოლი, ვიდრე მთლიანი დასარტყამი ინსტრუმენტი ერთობლივად. თუკი თქვენ ოდესმე მოგისმენიათ Phil Collins – ის ‘In The Air Tonight’, ესე იგი გსმენიათ პროფესიონალი ხმის რეჟისორების მიერ შემუშავებული ჩაწერის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდის შესახებაც: ოთახის მიკროფონების თანამიმდევრული “გეიტირება” და მუშა და ბას დოლების შემდგომი “საიდ ჩეინ გეიტირება”. შესაძლოა თქვათ, რომ ეს მეთოდი მხოლოდ 80 იანი წლების ჩანაწერებისთვის დამახასიათებელი ტექნიკაა, მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომ ამ მეთოდს გაცილებით ფართო გამოყენება გააჩნია. მაგალითად, თქვენ შიძლება შეამჩნიოთ ეს ხმმოვანება AC/DC – ის ‘Back In Black’ ჩანაწერში. Bill Price კი ამ მეთოდს Sex Pistols – ის Never Mind The Bollocks ში იყენებს.

“ჩვენ საგანგებოდ გადავანაწილეთ რამდენიმე ოთახის მიკროფონი” – იხსენებს Price. ორი ძველებური BBC -ს “Ribbon” ტიპის მიკროფონი თითქმის იატაკის დონეზე იყო მოთავსებული, რათა აგვეღო ბას დოლისა და ტომების ქვედა პლასტიკების რეზონანსი. Neumann KM84 – ის წყვილი კი, დასარტყამის თავზე მოთავსებულნი, თეფშების რეზონანსს იღებდნენ. სასურველი ხმოვანების მისაღებად ძველებულ Kepexes – ის გეიტებს ვიყენებდი. ეს ყველაზე ადრეული, ამერიკული წარმოების “გეიტი” იყო და ის ძველებური მუსიკის ჟღერადობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ნამდვილად კარგი აზრი იყო პროდიუსერ Chris Thomas – ის რჩევა იმის შესახებ, რომ ჩვენ შეგვეძლო შეგვემოკლებინა ოთახის რეზონანსი და ამით უფრო მოგვეახლოვებინა ინსტრუმენტის ხმოვანება.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კონკრეტულად რომელი ახლო მიკროფონის არხი იყო გაშვებული “გეიტის” “საიდ ჩეინში”. ეს დიდ გავლენას ახდენდა საბოლოო მიქსზე. ნაცვლად იმისა, რომ მაგალითისათვის სწორედ ასეთი ძველი ჩანაწერები მომესმენინებინა თქვენთვის, მე თავად ჩავიწერე დასარტყამი რამდენიმე ოთახის მიკროფონით და შევქმნენი ‘Amb’ აუდიო მაგალითები. ეს მოგცემთ საშუალებას MIDI + აუდიო ფაილები დააიმპორტოთ თქვენს პროგრამაში და თავად მოსინჯოთ სხვადასხვა სახის “გეიტირების” სტრატეგია. დასარტყამზე სტანდარტულად ეყენა სტერეო “ოვერჰედები”, SM57 და KM84 მუშა დოლზე, SM57 მუშა დოლის ქვედა პლასტიკზე, D112 ბას დოლის შიგნით, რეზონანსულ ხვრელში. და 18 ინჩით (45.72 სმ) დაშორებული U47 FET. მსგავსად Bill Price – ის მეთოდისა (რომელიც საკმაოდ წააგავს Ian Little – ის მეთოდსაც), მე დავაყენე სტერეო წყვილები როგორც დასარტყამის წინა, ასევე უკანა მხარესაც. დაშორებული Earthworks TC20 – ის  სტერეო წყვილი ყველაზე მაღლა ავწიე. მათი ყველგანმიმართული პოლარული კაფსულები კარგად გამოხატავდა ოთახის რეზონანსს. Crown PZM boundary მიკროფონების წყვილი კი კედელზე, დაახლოებით 1 მეტრის სიმაღლეზე, დრამერის ზურს უკან დავამაგრე. Boundary ტიპის მიკროფონები, რომელსაც PZMs or Pressure Zone მიკროფონსაც უწოდებენ, საკმაოდ ხშირად გამოიყენება ოთახის რეზონანსის ასაღებად. ისინი დიდი მოწონებით სარგებლობენ ისეთ პროდიუსერებში, როგორებიც არიან Joe Barresi, Dave Eringa, Ken Nelson, Ian Little და Tony Visconti.

გარემოს რეზონანსის მიქსის რეგულირება

მუშა და ბას დოლის ჟღერადობის გასაუმჯობესებლად კიდევ ერთი, ალტერნატიული სტრატეგია არსებობს. კერძოდ, ეს გარემო ხმოვანების გამოყენებაა, რომელიც გარემოს მიკროფონების რეგულირების ხერხით ხდება. Alan Winstanley ამისთვის ჰიპერ-კარდიოიდულ მიკროფონს, ე.წ. “პუშკას” იყენებს. ის მიკროფონს მუშა დოლს უმიზნებს და ასეთი ხერხით გამოკვეთს მას სხვა ხმებისგან. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ჩემს ჩანაწერში, ‘Amb’, სხვა მიკროფონებთან ერთად მეც დავაყენე Sennheiser MKH416. თუმცა, ერთ რამეს უნდა მიაქციოთ ყურადღება, ასეთი ხერხით ჩაწერისას, მუშა დოლის ხმამ გადაფარა თეფშების ხმოვანება. ამიტომ მის სწორად განთავსებას ბევრი დრო უნდა დაუთმოთ. 

თუკი თქვენ მოისურვებთ უფრო მეტი ბას ან მუშა დოლი გქონდეთ გარემოს მიკროფონებში, კიდევ ერთი მეთოდი არსებობს: უნდა ჩართოთ გახმოვანების სისტემა და ბას დოლის ან მუშა დოლის ხმა გაუშვათ. ეს მეთოდი Chris Kimsey – მ Rolling Stones – ის ‘Start Me Up’ – ის ჩაწერისას გამოიყენა. გახმოვანების სისტემა მიმართული იყო დასარტყამისკენ, გაძლიერებული მუშა დოლი შედიოდა გარემოს მიკროფონებში და საკმაოდ საინტერესო ხმოვანებას იძლეოდა. Steve Churchyard კი Yamaha – ს მცირე ზომის ხმამაღლა სალაპარაკოს იყენებდა, რომელსაც “დრამერის” ზურგს უკან აყენებდა. ასე ჩაიწერა მან Pretenders. ის ასევე ამ დინამიკში დილეის ეფექტსაც უშვებდა.

Chris Fogel ანალოგიურ მეთოდს ბას დოლის ჩაწერისას იყენებს. “მე ვუშვებ ყველა დაბალი სიხშირის საკრავს, მაგ. ბას დოლს, იატაკის ტომს 18 დიუმიან “საბ” – ში, რომელსაც ზუსტად “დრამერის” უკან ვაყენებ… ეს ძირითადად აფართოებს ბას დოლის დაბალ სიხშირეებს და როდესაც “დრამერი” ურტყამს პედალს, ძალიან მკაფიოდ გრძნობ ამას. საერთოდაც, მე ხშირად საერთოდ არ ვიყენებ ეკვალაიზერს დასარტყამზე”. Jack Douglas იღებს ამ იდეას და სხვა ხრიკად გარდაქმის: “მე ვდგამ ოთახში რამდენიმე “საბ”-ს, დაახლოებით ექვსს. შემდეგ ბას დოლს კონტაქტურ მიკროფონს ვუყენებ, რომელიც ერთგვარი სასხლეტის ფუნქციას ასრულებს და როდესაც მუსიკოსი ურტყამს ბას დოლს, მთელი ოთახი ზანზარს იწყებს. “სუბები” ოთახს დაბალი სიხშირით ავსებს, ოთახის მიკროფონები კი იწერენ… მეეჭვება ასეთი ჩაწერა მცირე ზომის სტუდიაში შესაძლებელი იყოს”.

ჩემს ბოლო აუდიო მაგალითებში ‘AmbPA’, მუშა და ბას დოლი მცირე ზომის გახმოვანების სისტემაში შევაერთე. ეს სისტემა უკვე იდგა იმ სტუდიაში, სადაც ვიწერდი. ეს არ იყო საკმარისად მძლავრი აპარატი, მაგრამ განსხვავებას ‘Amb’ -სა და ‘AmbPA’ -ს  შორის კარგად დაგანახებთ.

პლასტიკის გადაკვრის 101 ხერხი

ამ დროისთვის საკმარისად ნათელი უნდა იყოს, რომ მუშა და ბას დოლის ჩაწერის სტანდარტული მეთოდი არ არსებობს. მრავალი ხმის რეჟისორი ცდილობს იპოვოს ბალანსი არა მხოლოდ იმაში, თუ როგორია ჟღერადობა, არამედ რამდენად ექვემდებარება კონტროლს და დამუშავებას “მიქსინგის” საბოლოო საფეხურზე. თუკი თქვენ ყველა წარმოდგენილი აუდიო ფაილი მოისმინეთ (უფრო უკეთესი, თუკი თქვენს მულტი-არხიან პროგრამებში მოახდინეთ მათი იმპორტირება), რა სახის ჟღერადობასაც არ უნდა ეძებდეთ, თქვენი შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება, არჩევანი კი სწორი.                        

 

თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა

წყარო

                                              

 

ვინ ვინ არის: 

აქ არის სია იმ პროდიუსერებიუს, ვინც ვახსენეთ სტატიაში. 

აქვე ჩამოწერილია სახელები ვისთანაც ისინი მუშაობდნენ.

Kick & Snare Recording TechniquesRobbie Adams (SOS March 1994 & July 1997)

U2: Achtung BabyZooropa; Pattie Griffin: Impossible Dream; Smashing Pumpkins: Adore; Lara Fabian: A Wonderful LifeOne; Donnie Osmond: What I Meant To Say.

Steve Albini (SOS September 2005)

The Pixies: Surfer Rosa; Nirvana: In Utero; Bush: Razorblade Suitcase; PJ Harvey: Rid Of Me; Jimmy Page & Robert Plant: Walking Into Clarksdale.

John Astley (SOS May 2005)

Eric Clapton: CrossroadsJust One Night; The Who: Who Are You.

Joe Barresi (SOS July 2005)

Queens Of The Stone Age: Queens Of The Stone AgeLullabies To Paralyze; Tool: 10000 Days; The Melvins: Stoner Witch; Hole: Celebrity Skin; Limp Bizkit: Chocolate Starfish & The Hotdog Flavoured Water; The Lost Prophets: Start Something; Skunk Anansie: Stoosh.

Kick & Snare Recording TechniquesBruce Botnick (SOS December 2003)

The Beach Boys: Pet Sounds; Love: Forever Changes; The Doors: The DoorsStrange DaysWaiting For The SunThe Soft ParadeLA WomanMorrison Hotel; Tim Buckley: Happy Sad.

Billy Bush (SOS June 2002)

Garbage: Beautiful GarbageBleed Like MeVersion 2.0; Pat Monahan: Last Of Seven; Against Me!: New Wave.

Steve Churchyard (SOS September 2005, Behind The Glass)

The Pretenders: Learning To Crawl; Counting Crows: Recovering The Satellites; Celine Dion: Falling Into You; Ricky Martin: VuelveAlmas Del SilencioSound Loaded; Shakira: Laundry Service; The Stranglers: La FolieFeline; Big Country: Wonderland; Bryan Ferry: Boys & Girls; INXS: Listen Like Thieves.

Bob Clearmountain (SOS July 2006)

The Pretenders: Get Close; Bryan Adams: Into The FireRecklessCuts Like A Knife; Paul McCartney: Tripping The Live Fantastic; mixing for Bruce Springsteen (Born In The USA), The Rolling Stones (Tattoo You), Bon Jovi (These DaysCrush), Roxy Music (Avalon), David Bowie (Let’s Dance), INXS (Kick), and The Corrs (Talk On Corners).

Kick & Snare Recording TechniquesJack Douglas (Behind The Glass)

Aerosmith: Get Your WingsToys In The AtticRocksDraw The LineRock In A Hard PlaceHonkin’ On Bobo; John Lennon: Double Fantasy; Cheap Trick: Cheap TrickAt The BudokanStanding On The Edge.

Geoff Emerick (Behind The Glass)

The Beatles: RevolverSgt. Peppers Lonely Hearts Clud BandMagical Mystery TourAbbey Road; Paul McCartney: Band On The RunFlaming Pie; Elvis Costello: Imperial BedroomAll This Useless Beauty; Badfinger: No Dice; Robin Trower: Bridge Of Sighs.

Dave Eringa (SOS April 1999)

Manic Street Preachers: Everything Must GoThis Is My Truth Tell Me YoursSend Away The Tigers; Idlewild: 100 Broken WindowsThe Remote Part.

Chris Fogel (SOS March 1997)

Alanis Morissette: Jagged Little PillSupposed Former Infatuation JunkieUnder Rug Swept.

Kick & Snare Recording TechniquesJohn Fry (SOS April 2006)

Numerous Stax label releases by Isaac Hayes, The Staple Singers, and Booker T & The MGs; Big Star: #1 RecordRadio City.

Ian Grimble (SOS June 1998)

Manic Street Preachers: Everything Must GoThis Is My Truth Tell Me Yours; Texas: White On Blonde; The Beautiful South: Welcome To The Beautiful South; Siouxsie & The Banshees: Through The Looking Glass.

Mike Hedges (SOS June 1998, Behind The Glass)

Manic Street Preachers: Everything Must GoThis Is My Truth Tell Me Yours; Texas: White On Blonde; Travis: The Man Who; The Beautiful South: Welcome To The Beautiful South; The Cure: Three Imaginary BoysSeventeen SecondsFaith.

Peter Henderson (SOS July 2005)

Supertramp: Even In The Quietest MomentsBreakfast In AmericaFamous Last Words; Frank Zappa: Sheik Yerbouti; Paul McCartney: Tripping The Live FantasticFlowers In The Dirt; Jeff Beck: Wired; Rush: Grace Under Pressure.

Kick & Snare Recording TechniquesTore Johansson (SOS March 1999 & June 2004)

Franz Ferdinand: Franz Ferdinand; The Cardigans: First Band On The MoonGran TurismoLong Gone Before DaylightSuper Extra Gravit y.

Jon Kelly (SOS June 2004)

Kate Bush: LionheartNever For EverThe Whole Story; Chris Rea: Road To HellAuberge; The Damned: Phantasmagoria; The Beautiful South: GazeMiaowPainting It Red; Heather Nova: Siren; Paul McCartney: Press To Play.

Chris Kimsey (SOS April 2004)

The Rolling Stones: Sticky FingersSome GirlsEmotional RescueUndercoverSteel Wheels; Peter Frampton: Frampton Comes Alive!; The Chieftains: Long Black Veil; Killing Joke: Laugh? I Nearly Bought OneFor Beginners; The Cult: Dreamtime; Marillion: Real To Reel/Brief Encounter.

Kick & Snare Recording TechniquesGlenn Kolotkin (SOS June 2000)

Santana: SupernaturalCaravanseraiBorbolettaMoonflower; The Rolling Stones: Their Satanic Majesties Request; Jimi Hendrix: Electric Ladyland; Janis Joplin: Pearl.

Eddie Kramer (SOS November 2005, Behind The Glass)

Jimi Hendrix: Are You Experienced?Axis Bold As LoveElectric LadylandBand Of GypsysThe Cry Of Love; Led Zeppelin: Led Zeppelin II; Kiss: Alive!Alive II; Peter Frampton: Frampton Comes Alive!.

John Leckie (SOS May 1997, Behind The Glass)

Pink Floyd: Meddle; Radiohead: The Bends; Muse: ShowbizOrigin Of Symmetry; The Stone Roses: The Stone Roses; The Verve: A Storm In Heaven.

Craig Leon (Behind The Glass)

The Ramones: The RamonesRamones Mania; Blondie: BlondieNo ExitThe Curse Of Blondie; The Fall: ExtricateShift-work; Rodney Crowell: But What Will The Neighbours Think.

Ian Little (SOS July 2004)

Roxy Music: Avalon; Duran Duran: FirstSeven & The Ragged Tiger.

Steve Marcantonio (SOS October 2002)

Rascal Flatts: Still Feels Good; Faith Hill: Fireflies; Keith Urban: Keith Urban; Brooks & Dunn: Hillbilly Deluxe; Kenny Chesney: The Road & The Radio; Tim McGraw: Not A Moment Too Soon; George Strait: Carrying Your Love With MeLead On.

Ken Nelson (SOS October 2000)

Badly Drawn Boy: The Hour Of Bewilderbeast; Coldplay: ParachutesRush Of Blood To The HeadX&Y; Paolo Nutini: These Streets; King Of Convenience: Quiet Is The New Loud; Gomez: Liquid SkinBring It On.

Kick & Snare Recording TechniquesGil Norton (SOS December 2005)

The Pixies: Trompe Le MondeBossanovaDoolittle; Foo Fighters: The Colour And The Shape; Throwing Muses: Throwing Muses; Jimmy Eat World: Futures; James: ‘Sit Down’; Echo & The Bunnymen: Ocean Rain.

Thom Panunzio (Behind The Glass)

U2: Rattle & Hum; Deep Purple: The Battle Rages On; Black Sabbath: Reunion; Ozzy Osbourne: Live At Budokan; Bruce Springsteen: Tracks18 Tracks.

Alan Parsons (Behind The Glass)

The Beatles: Abbey Road; Pink Floyd: Dark Side Of The Moon; Al Stewart: Year Of The Cat; The Hollies: ‘He Ain’t Heavy, He’s My Brother’, ‘The Air That I Breathe’.

Kick & Snare Recording TechniquesTony Platt (SOS April 2001)

Bob Marley: Catch A FireBurnin’; Toots & The Maytals: Funky Kingston; Aswad: Aswad; AC/DC: Highway To HellBack In Black; Foreigner: 4; Boomtown Rats: The Fine Art Of Surfacing; Anathema: Eternity.

Bill Price (SOS September 2004)

The Sex Pistols: Never Mind The Bollocks; The Clash: The ClashGive ‘Em Enough RopeLondon CallingSandinista!; The Pretenders: PretendersPretenders II; Elton John: Too Low For Zero; Pete Townshend: Empty Glass; The Jesus & Mary Chain: Darklands; The Libertines: The Libertines.

Nile Rodgers (Behind The Glass)

Any record by Chic; Sister Sledge: We Are Family; Diana Ross: Diana; David Bowie: Let’s DanceBlack Tie White Noise; Madonna: Like A Virgin.

Kick & Snare Recording TechniquesElliot Scheiner (SO S February 1996)

Steely Dan: AjaGauchoTwo Against Nature; Donald Fagan: Nightfly; Billy Joel: Songs In The Attic; Fleetwood Mac: The Dance; Roy Orbison, Black And White Night; John Fogerty: Premonition; Van Morrison: Moondance.

Al Schmitt (SOS October 2005, Behind The Glass)

George Benson: Breezin’; Steely Dan: AjaFM (No Static At All); Toto: Toto IV; Natalie Cole: Unforgettable; Diana Krall: When I Look In Your EyesThe Look Of Love; Ray Charles: Genius Loves Company; Jefferson Airplane: After Bathing At Baxter’sCrown Of CreationVolunteers.

Jim Scott (SOS December 1999)

Red Hot Chili Peppers: CalifornicationBy The Way; Dixie Chicks: Taking The Long Way; Sting: Dream Of The Blue Turtles; Johnny Cash: American RecordingsUnearthed; Foo Fighters: One By One; Lucinda Williams: Car Wheels On A Gravel Road.

Kick & Snare Recording TechniquesDon Smith (SOS December 1994)

The Rolling Stones: Voodoo Lounge; Ry Cooder: Chavez RavineMy Name Is Buddy; Stevie Nicks: Rock A LittleTrouble In Shangri-La; The Tragically Hip: Up To HereRoad Apples; Tom Petty: Long After DarkSouthern AccentsFull Moon FeverThe Last DJ; Roy Orbison: Mystery Girl.

Al Stone (SOS December 1999)

Jamiroquai: Return Of The Space CowboyTravelling Without MovingSynkronized; Daniel Bedingfield: Gotta Get Through This; Stereo MCs: Connected; Bjork: DebutPost; Turin Brakes: The Optimist; Lamb: Fear Of Fours; Eagle Eye Cherry: Sub Rosa.

Stephen Street (SOS July 1994 & January 2005)

The Smiths: Meat Is MurderThe Queen Is DeadStrangeways Here We Come; Morrissey: Viva HateBona Drag; Blur: LeisureModern Life Is RubbishParklifeThe Great EscapeBlur; The Cranberries: Everybody Else Is Doing ItSo Why Can’t We?No Need To ArgueWake Up & Smell The Coffee; Kaiser Chiefs: EmploymentYours Truly Angry Mob.

Bill Szymczyk (SOS November 2004)

The Eagles: On The BorderThe Long RunOne Of These NightsHotel California; The Who: Face Dances; BB King: Live & WellCompletely Well; J Geils Band: The Morning After; Joe Walsh: BarnstormThe Smoker You Drink The Player You Get.

Kick & Snare Recording TechniquesChris Thomas (SOS September 2004 & September 2005)

Pink Floyd: Dark Side Of The Moon; Dave Gilmour: On An Island; Razorlight: Razorlight; U2: How To Dismantle An Atomic Bomb; Pulp: Different ClassThis Is Hardcore; INXS: Listen Like ThievesKickX; The Pretenders: PretendersPretenders IILearning To Crawl; The Sex Pistols: Never Mind The Bollocks; Roxy Music: For Your PleasureStrandedSiren.

Chris Tsangarides (SOS July 2001)

Thin Lizzy: RenegadesThunder & Lightening; Ozzy Osbourne: Blizzard Of Oz; Judas Priest: Painkiller; Black Sabbath: The Eternal Idol; Gary Moore: Back On The StreetsThe Power Of The BluesBack To The Blues.

Butch Vig (SOS March 1997 & June 2002)

Nirvana: Nevermind; Smashing Pumpkins: Siamese DreamGish; Garbage: GarbageVersion 2.0BeautifulgarbageBleed Like Me; Sonic Youth: Experimental Jet Set Trash & No StarDirty.

Kick & Snare Recording TechniquesTony Visconti (SOS October 2003 & October 2004, Behind The Glass)

T-Rex: Electric WarriorThe Slider; David Bowie: Diamond DogsYoung AmericansHeroesLowScary MonstersHeathenReality; Iggy Pop: The Idiot; The Moody Blues: The Other Side of LifeSur La Mer; Thin Lizzy: Bad ReputationLive And DangerousBlack Rose.

Alan Winstanley (SOS July 1998)

Madness: One Step BeyondAbsolutelySevenThe Rise & FallKeep MovingMad Not Mad; Elvis Costello: Punch The ClockGoodbye Cruel World; Bush: Sixteen Stone; Hothouse Flowers: PeopleHome; Morrissey: Kill UncleBona Drag.

Toby Wright (SOS December 2005)

Slayer: Divine Intervention; Alice In Chains: Jar Of FliesAlice In ChainsUnplugged; Korn: Follow The Leader; Metallica: And Justice For All; Motley Crue: Girls Girls Girls.

                           

წამოგვყევით ფეისბუქზე