საავტორო სტუდია

დანიის საეთაშორისო კონკურსის პირველ ტურზე დავით ხრიკული “საავტორო სტუდიის” ჩანაწერით წარდგა.

ხრიკულიდანიის საეთაშორისო კონკურსის პირველ ტურზე დავით ხრიკული “საავტორო სტუდიის” ჩანაწერით წარდგა.

ქვეყანაში, სადაც რეიტინგის მიხედვით რადიო „არ დაიდარდო“ პირველ ადგილზეა და მეორე ადგილზე რადიო „დარდიმანდი“, არსებობს უნიკალური სამუსიკო სასწავლებელი „ნიჭიერთა ათწლედი“, რომლის კედლებში დღემდე არნახული სასწაულები ხდება. მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვები სხვადასხვა საკრავებზე დაკვრას ეუფლებიან, მათ შორის ფორტეპიანოზე, ვიოლინოზე, ვიოლონჩელოზე, ხის და ლითონის ჩასაბერ საკრავებზე. საკრავებზე დაკვრის ეუფლებიან და თან ისეთ დონეზე, რომ სკოლის მოსწავლეთა უმეტესი ნაწილი საერთაშორისო სტატუსის მუსიკოსი ხდება. მათ შესახებ ჩვენმა საზოგადოებამ ცოტა რამ იცის, ვინაიდან მედია საშუალებები არ ზრუნავენ კლასიკური მუსიკის და მის შემსრულებელთა პოპულარიზაციაზე. არადა ეს როგორ წაადგებოდა ჩვენი საზოგადოების ინტელექტუალური დონის ამაღლებას. 
„ნიჭიერთა ათწლედის“ ერთ-ერთი წამყვანი პედაგოგი გახლავთ ქალბატონი დოდო ცინცაძე, რომლის კლასის წარმატების შესახებ მისი მოსწავლეების გვარების დასახელებაც კი საკმარისია – დები, ნათია და თამარ ბერაიები, დავით ალადაშვილი, თამარ კორძაძე, , ნათია ქავთარაძე, მარიანა აჩბა, ვალერიან შიუკაშვილი, ანა გოგავა… მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამ ეტაპზე მინდა გაგაცნოთ ქალბატონ დოდოს მოსწავლე დავით ხრიკული, რომელიც მეოთხე წელია რაც ფორტეპიანოზე დაკვრის ხელოვნებას ეუფლება.
დღევანდელი სტატიის დაწერის მიზეზი დავით ხრიკულის დანიის საერთაშორისო კონკურზე გამარჯვებაა. კონკურსი დანიის პრინცის, ფრედერიკის პატრონაჟით ჩატრა ქალაქ ოხრუსში. კონკურსს მეტად სერიოზული ჟიური წარმოადგენდა ანა ოლანდი (დანია), ერიკ ტავასტჟერნა (ვენა), ჯენს ელვეკჯერი (დანია), იუსტას დვარიონასი (ლიტვა), კლაუს კაუფმანი (გერმანია-ავსტრია), რეიკო კიკუჩი (იაპონია), ზელმა ბოდზინი (ავსტირა-ამერიკა). მონაწილეებს შორის იყვნენ ნიჭიერი ბავშვები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, მათ შორის – იტალიიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, კორეიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, სერბეთიდან, ინდონეზიიდან და ტაივანიდან.
დავით ხრიკული პირველ ტურში ჩანაწერით წარდგა, რომელიც მან „საავტორო სტუდიაში“ ჩაწერა და 139 მონაწილიდან 39 არჩეულ კონკურსანტში მოხვდა. დავითი კონკურსზე ყველაზე პატარა მონაწილე აღმოჩნდა. მან მოიპოვა პირველი პრემია და კონკურსის მთავარი პრიზი დანიელი კომპოზიტორის, კარლ ნილსენის ნაწარმოების შესრულებისათვის.
კენჭისყრაზე დაგვაგვიანდა – იხსენებს ქალბატონი დოდო. – ჟიურიმ დაგვსაჯა, ხუმრობით და მე-13 ნომერი მოგვანიჭა. როგორც დავინახეთ დავითისათვის წარმატების მისაღწევად ამას ხელი არ შეუშლია.

ქალბატონი დოდო ცინცაძის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ მას შესწევს უნარი ყოველ თავის მოსწაველეს საჭირო გასაღები მოარგოს, რაც მათი ნიჭის ბოლომდე გამოვლინებისთვისაა საჭირო. ამას კი ბედნიერება მოაქვს, როგორც პედაგოგისათვის ასევე მისი მოსწავლეებისათვის და მთლიანად საზოგადოებისათვის.

წერილი საგაზეთო ფორმატში იხილეთ რეზონანსის საკვირაო დამატება “გალაქტიონში” – 14 აპრილი, 2013

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”