საავტორო სტუდია

გიტარის საერთაშორისო კონკურსი სტარტს იღებს

გიტარა 1“საავტორო სტუდიამ” დღეს ოფიციალურად გამოაცხადა კლასიკური გიტარის შემსრულებელთა მესამე, ამჯერად უკვე საერთაშირისო კონკურსი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, წლოვანების შეუზღუდავად.

კონკურსი ჩატარდება 2015 წლის 19 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრამდე. საქართველოში, თბილისში.

ჟიურის წევრები: ვაჩე ლალიაშვილი (საქართველო), ვაჟა კალანდაძე (საქართველო), ჰაკოპ ჯაგაცპანიანი (სასომხეთი).

პროგრამა:

I – ბაროკოსა და რენესასის პერიოდის ნაწარმოებები (7-12 წთ)

II – ფერნანდო სორის, მაურო ჯულიანის, ნაპოლეონ კოსტის, იოჰან კასპარ მერცის, ავგუსტინ ბარიოს მანგორეს, ფრანსისკო ტარეგას, დიონისიო აგუადოს ნებისმიერი თხზულება (12-18 წთ)

III – კონკურსისათვის შექმნილი სპეციალური პიესა და ასევე XX-XXI ს-ის სხვა თხზულებები (15-20 წთ) მონაწილის შენატანი – 100 ლარი (GEL)

საბუთების მიღება 2015 წლის 1 ოქტომბრამდე.

საპრიზო ფონდი

I – 3000 ლარი

II – 2000 ლარი

III – 1000 – ლარი

საპრიზო თანხები მოიცავს სახელმწიფო გადასახადებს, რომელთა გადახდაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ევალებათ როგორც რეზიდენტ, ისე არარეზიდენტ პირებს. კონკურსი ტარდება საქართველოს ძეგლთა დაცვისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

ლაურეატებისათვის პრიზებს ასევე აწესებენ მაღაზია „მუსიკის სახლი“, საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრი „სინფონიეტა“. ლაურეატებს უსასყიდლოდ გადაეცემათ საკონკურსო ჩანაწერები, რომელსაც შეასრულებს „საავტორო სტუდიის“ ხმის ჩამწერი სტუდია.

აქვე გთავაზობთ აპლიკაციის ფორმის ჩამოსატვირთ ვერსიას და საკონკურსო სავალდებულო ნაწარმოებოს ბმულს.

აპლიკაციის ფორმა

სავალდებულო საკონკურსო ნაწარმოების ნოტი

გისურვებთ წარმატებებს!

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”