საავტორო სტუდია

ჩვენი “აუდიო სკოლა” ინტერაქტიული ხდება

interactiveძვირფასო მკითხველო!

არც თუ ისე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს გვერდზე სპეციალურად აუდიო სკოლისათვის მომზადებული სტატიები თუ თარგმანები გაჩნდა. მას შემდეგ გვერდი რეგულარულად ივსება, ემატება ახალი თემები, იწერება სიახლეები აუდიო ინდუსტრიაში, ითარგმნება პროფესიონალური ჩაწერისათვის აუცილებელი სხვადასხვა სახის საჭირო ინფორმაცია თუ გაკვეთილი.

საიტზე განთავსებული ყოველი სტატია თუ თარგმანი საიტის ადმინისტრატორის ინდივიდუალური არჩევანია და მას რაიმე სახის კონკრეტული მიმართულება ან მიზანი არ გააჩნია. ვინაიდან დაინტერესებული მკითხველისგან არსებობს ინტერესი, მინდა მივმართო მათ ვისაც შესაძლოა გააჩნდეს კონკრეტული სურვილები, აინტერესებდეს აუდიო ჩაწერისა და სტუდიის კონკრეტული საკითხები.

სამწუხაროდ, ქართულენოვანი მკითხველი არ არის განებივრებული პრო-აუდიოს სპეციფიური სტატიებით. სწორედ ამიტომ, მინდა მოგმართოთ – მოგვწეროთ თქვენი სურვილები, თხოვნები, ინტერესები და ისინი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ჩემი სურვილია საიტი გახდეს მაქსიმალურად ინტერაქტიული და მკითხველთან პირდაპირი კონტაქტი გააჩნდეს.

დამიკავშირდით და მე შევეცდები მოვიძიო თქვენთვის სასურველი ინფორმაცია, გადავთარგმნო ის კონკრეტული სტატიები თუ ნაშრომები, რომლებიც თქვენთვის საინტერესო იქნებოდა.

ასევე ძალიან გამიხარდებოდა, თუკი გამოჩნდებოდა მსურველი, ვინც  საკუთარი სტატიებითა თუ თარგმანებით შეავსებდა საიტს. მე მზად ვარ დიდი სიამოვნებით დავუთმო ეს სივრცე მათ, ვისაც გული შესტკივა ამ დარგში არსებული პრობლემების გამო და სურს ოდნავ მაინც გააუმჯობესოს არსებული სიტუაცია.

გთხოვთ დაგვიკავშირდეთ, მოგვწეროთ და ერთად შევიტანით წვლილი ჩვენი კულტურის ამ დარგში, რადგან ჩვენს გარდა ამას სხვა არავინ იზამს.

დაგვეკონტაქტეთ ამ მისამართზე stumari@gmail.com

დიდი მადლობა იმისთვის, რომ კითხულობთ ჩემს საიტს და იმედს ვიტოვებ რომ თქვენი ინტერესი მხოლოდ სტატიების კითხვით არ იქნება შემოფარგლული.

პატივისცემით

დავით ხოსიტაშვილი – მუსიკოსი, ხმის რეჟისორი და ოპერატორი,  www.Stumari.ge საიტის ადმინისტრატორი

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”