საავტორო სტუდია

“საავტორო სტუდია” გილოცავთ ახალ წელს!

new2015ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი სტუდიის ერთგულნო!

გილოცავთ ახალ 2017 წელს. გისურვებთ წარმატებებს, წინსვლას, შემოქმედებით სიახლეებს, ჯანმრთელობას და ნოყიერ ნიადაგს თქვენი მუსიკალური იდეების განსახორციელებლად!

“საავტორო სტუდიამ” ბევრი კარგი პროექტის განხორციელება შეძლო გასულ წელს: სრულად ჩაიწერა თელავის ფესტივალი; თბილისის ბაროკო ფესტივალი; ჩატარდა კლასიკური გიტარის რიგით მე 4 კონკურსი; მოხდა ათობით კლასიკური თუ ფოლკლორული კონცერტის ჩაწერა; ჩაიწერა “საქართველოს სინფონიეტას” დისკი; მოხდა ტექნიკური ბაზის განახლება უახლესი, უმაღლესი ხარისხის ჩამწერი აპარატურითა და პროგრამული უზრუნველყოფით; ჩაიწერა არაერთი მუსიკალური ნომერი სხვადასხვა ორკესტრების “ფლეშმობებისთვის”; განხორციელდა ნინო სულგულაძის ფონდის “ნატვრის ხის” კონცერტების პირდაპირი ტრანსლაციები; “საზოგადოებრივი რადიოს კლასიკური მუსიკის გადაცემა სისტემატიურად გადასცემდა ჩვენი სტუდიის მიერ ჩაწერილ კონცერტებს; “საავტორო სტუდიამ” ტექნიკურად უზრუნველყო ჯგუფი “33ა” ახალი ალბომის ჩასაწერად; ჩაიწერა მუსიკა ელდარ შენგელაიას ახალი ფილმისათვის, შედგა ჩვენი სტუდიის დამფუძნებლის – კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას მუსიკის პრემიერა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ა.შ.

ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ საინტერესო პროექტებს. ყოველთვის გვიგულეთ თქვენს სამსახურში!

კეთილი სურვილებით

“საავტორო სტუდიის” შემოქმედებითი კოლექტივი

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”