საავტორო სტუდია

სიახლე “საავტორო სტუდიაში”

HAPI_3-4_Front_Smallარც თუ ისე დიდი ხნის წინათ ჩვენს “აუდიო სკოლაში” დაიწერა სტატია “384 Khz. სამზარეულოში”, სადაც ვსაუბრობდით უახლესი Merging ის ფირმის აპარატურის შესახებ.

დღეს “საავტორო სტუდია” უკვე ფლობს “Merging Hapi” აპარატს. არსებული კონფიგურაცია ერთდროულად 24 არხის ჩაწერის საშუალებას იძლევა. დღეს მაღალი ხარისხის რეზოლუციით ბევრი სტუდია იწერს, მაგრამ საავტოროს სტუდიის ამჟამინდელი აპარატურის უპირატესობა ის არის, რომ ის პორტატულია და უმაღლესი ხარისხის სტუდიის ხარისხის მიღება  ნებისმიერ დარბაზშია შესაძლებელი. Merging სისტემის აპარატურა ყველაზე ხშირად კლასიკური, საგუნდო, ჯაზური და სხვა სახის აკუსტიკური მუსიკის ჩაწერისთვის გამოიყენება.

“საავტორო სტუდია” მუდმივი განახლების პროცესშია. თანამედროვე ტექნოლოგიების ფეხდაფეხ სვლა კი ხარისხის გარანტიაა.

ჩაწერეთ მუსიკა “საავტორო სტუდიასთან” ერთად და მიიღეთ საუკეთესო ხარისხი.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”