საავტორო სტუდია

guitarcompetition.ge – სიახლე კლასიკური გიტარის შემსრულებელთათვის

guitcomptჩვენი საიტის მკითხველთათვის ალბათ არ არის სიახლე, რომ “საავტორო სტუდია” კლასიკური გიტარის შემსრულებელთა პირველ რესპუბლიკურ კონკურსს ატარებს.

კონკურსი ოქტომბერში ჩატადება. მონაწილეებს კი უკვე შემოაქვთ განაცხადები და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მრავალი კარგი შემსრულებელი მოიყრის თავს კონსერვატორიის მცირე დარბაზში, სადაც დაგეგმილია კონცერტების ჩატარება.

მანამდე კი კიდევ ერთი სიახლე გვინდა ვაცნობოთ ჩვენს მონაწილეებს და მკითხველებს. ჩვენმა ვებ პარტნიორმა Bizwebmaster – მა თითქმის დაასრულა მუშაობა კონკურსის ოფიციალურ ვებსაიტზე და მისი სტუმრობა უკვე შესაძლებელია მისამართზე www.guitarcompetition.ge

შეაფასეთ, მოიწონეთ და გაიზიარეთ ჩვენი ახალი გვერდი და გააცანით ჩვენი კონკურსი თქვენს მეგობრებს.

გისურვებთ წარმატებებს!

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”