საავტორო სტუდია

განუკითხაობა კომპოზიტორთა კავშირში

official_document_by_kaptain_spyderწარმოგიდგენთ საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კაშირის საინიციატივო ჯგუფის წევრთა კრების #1  ოქმს, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 6 და #2  ოქმს, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 20 ივლისს.

კავშირის წევრთა ის ნაწილი, რომელთათვისაც არაა სულერთი ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებითი ცხოვრება, გამოდიან ინიციატივით შეცვალონ კავშირის დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც რეალურად კრიმინალური გაგების ადამიანთა ხელშია მომწყვდეული.

საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის წევრთა
საინიციატივო ჯგუფის წევრთა
კრების ოქმი № 1
2016 წ. 6 ივლისი 12 საათი

დღის წესრიგი: 2008-2016 წლებში საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის
თავმჯდომარისა და გამგეობის უფლებამოსილებათა ვადის გასვლასთან და კავშირის ახალი მმართველობის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული “თეზისების” გაცნობა-მიღება.

კრებას ესწრებოდნენ წევრები: ვ. აზარაშვილი, ბ. ბარამიძე, ნ. გაბუნია, ვ. დურგლიშვილი, ნ. დუღაშვილი, ლ. კასრაძე, მ. კვალიაშვილი, თ. მესხი, ც. პაპიაშვილი, ლ. ვარდანაშვილი, ლილი შავერზაშვილი, გიორგი შავერზაშვილი, შ. შილაკაძე, გ. ჩლაიძე, ი. ცინცაძე, რ. წურწუმია, მზ. ჭოხონელიძე, თ. ჯაიანი, თეა ჯინორია, მოსე ბოროდა – სულ 20 წევრი.
“თეზისები” წევრებს დაეგზავნათ ელექტრონული ფოსტით, დარიგდა კონსერვატორიის კომპოზიციის, მუსმცოდნეობას, მუსიკის თეორიის და ეთნომუსიკოლოგიის კათედრებზე, დაიდო თეორიულ-საკომპოზიტორი კათედრაზე და კომპოზიტორთა კავშირის ე.წ. კანცელარიაში, პირადად მიეწოდა კონსერვატორიის რექტორს ბ-ნ რ. კიკნაძეს.

ბ. ბარამიძე /გამგეობის წევრი/ – იმ უფლებით, რომ ვარ კავშირის წევრი 1976 წლიდან, გამგეობის წევრი 1983 წლიდან, შ.პ.ს. `მუსფონდის” გენ. დირექტორი 2002-2008 წლებში, 1979 და 1985 წლებში ბ-ნ გივი ორჯონიკიძის, ხოლო შემდგომ ბ-ნ გ. ყანჩელის მხრიდან მქონდა შემოთავაზებები დამეკავებინა “კავშირის” თავმჯდომარის I მოადგილისა და ორგანიზაციული მდივნის თანამდებობა, ხოლო 2002 წელს იგივე თანამდებობაზე მაქვს ანალოგიური წარდგინებები ბ-ბის ბიძინა კვერნაძის, იოსებ კეჭაყმაძისა, შავლეგ შილაკაძისა და გომარ სიხარულიძის მხრიდან /დოკუმენტი ინახება კავშირისა და პორად არქივში/.
როგორც “კავშირის”, ისე “მუსფონდის” საქმიანობაში კარგად გარკვეულმა პირმა ვიკისრე 2008 წლის ივლისიდან გამგეობაში ვყოფილიყავი ოპოზიციური ფრთის წარმომადგენელი, რათა კრიტიკის ძალით თუ შეგონებით, საერთო ძალისხმევით ქცეყნისათვის უმძიმეს 1998-2008 წლებში /თ-რე ვაჟა აზარაშვილი/ არათუ სტაბილურობა, არამედ საგრძნობი წინსვლთვის მიგვეღწია, რასაც ადასტურებენ 2004-2008 წლებში “მუსფონდის” მიერ გამოცემული ჟურნალ “მუსიკალური საქართველოს” ნომრები და სპეც. საყრილობო ბოულეტენებში დასტამბული საანგარიშო მასალები, რომლებშიც ასახულია კავშირის წესდებით გათვალისწინებული შემოქმედებით თუ საორგანიზაციო საკითხებშ მიღწეული უდაო წარმატებები (ბ-ბ-ძე წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტებს).

დაწყებული 2008 წ. ივლისიდან კავშირში თანდათან დაისადგურა ავტორიტარიზმმა, განუკითხაობამ და წესდების მუხლების მოთხოვნათა სრულმა იგნორირებამ, რასაც ბ-ნი კ. ცაბაძე და “მუსფონდის” დირექტორი (1998 წლიდან) გ.თაგაური ანახორციელებდნენ ჯერ კიდევ 1999-2001 წლებში (კ. ცაბაძე მუსფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და კავშირის თავმჯდომარის I მოადგილე), რის გამოც გათავისუფლებულ იქნენ 2001 წელს. ყოველივე ადასტურებენ:

ა) 1999 წ. მუსფონდის თანამშრომელთა მოხს. ბარათი თ-რის და გამგეობისადმი;
ბ) 2001 წ. საქ. კომპ. კავშირის საერთო ეროვნული კავშირის დროებითი კომისიის მიმართვა “კავშირის” წევრებს;
გ) 2001 წ. 11.01. საქ. კომპ. საერთაშორისო ეროვნული კავშირის სპეციალ. საინვენტარიზაციო კომისიის დასკვნა (თ-რე ნუნუ გაბუნია)
დ) 2008 წ. 26.12. შ.პ.ს. “მუსფონდის” გენ. დირექტორის თანამდებობაზე ბ.ბარამიძის საქმეების შემსწავლელი სპეც. კომისიის შექმნა და საქმიანობა კავშირის გამგეობის # 9 ოქმი.
ე) 2010 წ. 08.09. გამგეობის # 3 ოქმი და კომისიის 2009 წლის 23 მარტის დასკვნა. ამონარიდი დასკვნიდან – “კავშირის ხელმძღვანელობამ და გამგეობამ, შექმნილი მოღვაწეობის მანძილზე არ უნდა დაუშვას გაუაზრებელი, უტყუარი ფაქტების გარეშე თვითმიზნური, უპასუხისმგებლო ქმედებები, რომლებიც ჩრდილს მოაყენებენ კავშირის მოღვაწეობას და ცალკეულ წევრებს ….” “ამოსავალ წერტილად უნდა რჩებოდეს ჩვენი წესდების 1.11 მუხლი – კავშირის შექმნის და საქმიანობის ძირითადი პრინციპია ნებაყოფლობითობა, თანასწორყფლებიანობა, თვითმმართველობა, კანონიერება და საჯაროობა”.

ნაცვლად შეცდომების ყურადღებისა და გამოსწორებისა თ-რემ, საბჭომ და გამგეობამ საერთოდ აქციეს ზურგი წესდებასა და სრული განუკითხაობა შექმნეს.

2011 წელს წინასაარჩევნო ყრილობის წინა პერიოდში სარევიზიო კომისიამ, (თ-რე ლ.კასრაძე) შეამოწმა რა “კავშირის ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობა წარმოადგინა უმძიმესი დასკვნა ფინანსების უყაირათო, გამგეობის გვერდის ავლით ხარჯვისა, “მუსფონდის” დირექტორი კი ყრილობაზევე ანალოგიური გადაცდომების გარდა მხილებულ იქნა “მოსკოვის გამზ. 20ა” საწარმოში ჩრდილოვან საქმიანობაში, მაგრამ საბჭოსა და გამგეობის მეტმა ნაწილმა დანაშაულებრივი წაყრუებათა და მფარველობით არათუ ჩაფარცხეს უმძიმესი დარღვევები, უფრო მეტიც, ყრილობაზე ფარდაახდილი, უტიფარი ქმედებებით, მართული ქაოსის პირობებში, როდესაც სარევიზიო კომისიის შეფასება და ახლის არჩევაც კი დაავიწყდათ, კრიმინალური ტანდემი კვლავ აირჩიეს მეორე ვადით – 5 წლით.

წარსული 3 და მომდევნო 5 წლის მანძილზე, მიუხედავად ჩემი და საინიციატივო ჯგუფის მრავალგზის ოფიციალურ მიმართვისა თ-რისა, გამგეობისა და საბჭოსადმი 2011-16 წლებში პასუხგაუცემლად გრძელდებოდა წესდების აბსოლუტური იგნორირება (მასალები დაცულია პირად არქივში და ალბათ კავშირში). ავტორიტარული თვითნებობით “მმართველმა” მცირე ჯგუფმა და გამგეობამ არაფრად ჩააგდო ჩემს მიერ სასამართლოს დახმარებით მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მიწოდებული “კავშირისა” და “მუსფონდში” შემოსული თანხების უკონტროლო ხარჯვა, რომ აღარაფერი ითქვას მათ არამიზნობრივ გამოყენებაზე. არაზუსტი გათვლებით ორივე ორგანიზაციიდან კავშირს 2013 წლის 1 ოქტომბრიდან თვეში 20000 ლარამდე შემოსავალი გააჩნდა, რისი ანგარიშგება, წესდების მოთხოვნებით, როგორც ვთქვით, 8 წლის მანძინზე არ მომხდარა!

2003 წელს საგამოძიებო სამსახურის ჩარევით დავიბრუნეთ ცაბაძე-თაგაურის მიერ “მუსფონდიდან” 2001 წელს გატანილი თითქმის მთელი დოკუმენტაცია. მიუხედავად გამომძიებლის ოფიციალური გაფრთხილებისა, გ. თაგაურს განემარტა, რომ მის შ.პ.ს. “მუსფონდის”’ დოკუმენტების წაღება იყო უკანონო (2003 წ. 3 თებერვალი). მან 2014 წელს კვლავ გაიტანა ჩემს მიერ აკრეფილი და შევსებული “მუსფონდის” კანცელარიის მიერ 2 ეგზ. აღნუსხული დოკუმენტაცია, რაც უცილობელ კავშირშია 1999 წელს ამ ორგანიზაციის თანამშრომელთა წერილთან – “გ.თაგაურის მიერ თანამიმდევრულად გადაიდგა ნაბიჯები, რათა ხელოვნურად შექმნილიყო მდგომარეობა, როცა “მუსფონდის” ლიკვიდაცია სრულიად მიზანშეწონილი ქმედება იქნებოდა” – დღეს ამას ემატება “კავშირი”, რასაც უკანასკნელ პერიოდში. კ. ცაბაძის ხმამაღალი განცხადება ადასტურებს (ესწრებოდნენ ვ. აზარაშვილი, გ. სიხარულიძე, გ. ტორაძე, ბ. ბარამიძე) – “ბატონო ბარამ, თქვენც ხომ იცით ამ შენობიდან არაფერი გამოვა, ამას სახელმწიფო წაიღებსო” – “შენობაში იგულისხმება “კავშირის” სასახლე, რომელიც დღეს კანცელარია გაუქმებული, უსარგებლო, დადუმებული ორგანიზაციაა. სრულიად პარალიზებული და წესდებას აცდენილია სარევიზიო კომისია. მისი ერთაერთი დოკუმენტი (2011 წ.) თავმჯდომარებ შეინახა და გამგეობაზე არც კი განუხილავს!

იგი ღიაა ყველა უგვანო დაწესებულებისათვის, რომელთაც იჯარის ქირა შემოაქვთ თავმჯდომარისა და მისი “გუნდისათვის”, მაგრამ ყოვლად მიუღებელი და შეურაცმყოფელია “კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირისათვის”, რაც 2014 წლის 24 აპრილს გაზეთ “ქრონიკაში”, 2016 წელს კი ჟურნალ “გზაში” (2016, # 14) და სხვა ჟურნალ-გაზეთში გაავრცელეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, კ. ცაბაძემ კი როგორც პირველ ისე მეორე შემთხვევაში პოლიციას მხოლოდ ორი კვირის დაგვიანებით აცნობა! ამ სამარცხვინო ფაქტზე ხმა აიმაღლეს და პასუხი მოითხოვეს კავშირის თვალსაჩინო წევრებმა, რის ნაცვლად კ. ცაბაძისგან სასამართლო პროცესი მივიღეთ 2014 წლის მაისიდან, სადაც მოპასუხე ბ. ბარამიძეა და არა “კავშირი”. სასარჩელო მოთხოვნა კი ასეთია: “დაევალოს მოპასუხე ბ. ბარამიძეს გაზეთ “კვირის ქრონიკაში” გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის – `კომპოზიტორთა კავშირის” პირველ სართულზე არაბების საროსკიპო, საიდანაც შემოსავალი სრულიად აკმაყოფილებს კ. ცაბაძეს. ეტყობა მან სწორედ ამ საქმიანობისათვის გამოაცარიელა კავშირის შენობა” – უარყოფა იმავე გაზეთის საშუალებით”.

მეორე მოთხოვნა კი ბ. ბარამიძეს და უფლებადამცველ გ. ბურჯანაძეს ავალებს კ. ცაბაძის მიერ (გამგეობის გვერდის ავლით) ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი 5900 ლარის ანაზღაურებას! – წაგების შემთხვევაში “კავშირს” რა!?

ამდენად, სასამართლო პროცესი კერძო პირთა შორის მიმდინარეობს. კავშირის გამგეობა კ. ცაბაძეს 2014 წლის 22 ოქტომბერს გაახსენდა და ამდენად მისი “რეზოლუცია”, დადგენილება სრულად უადგილოა! “საროსკიპოს” თემა კ. ცაბაძეს დღეს “მაშველ რგოლად” სჭირდება, რაზედაც ჩაბღაუჭებული ცდილობს მის მიერ დაშვებული უმძიმესი გადაცდომების გადაფარვას. საჯარო რეესტრიდან გამოვითხოვე “კავშირისა” და “მუსფონდის” დოკუმენტაცია. საგანგაშო სიტუაციაა. მოსკოვის გამზ. 20ა საწარმო საერთოდ არ ჩანს.
კოლეგებო, როგორც მოგახსენეთ, წარმოდგენილ დარღვევათა ეს ნაწილი, ისევე როგორც სხვა, უზრუნველყოფილია დოკუმენტური მასალით. თუმცა უიმისოდაც, ვიზუალურადაც ყოველივე ნათელია. კ. ცაბაძეს და “მის გუნდს” არა თუ გადადგომა, არამედ ხანგრძლივი პერიოდით უნდა აეკრძალოთ კავშირის მმართველ ორგანოებში მოღვაწეობა.

ამიტომ, კვლავ წავიკითხოთ “თეზისებია” ორ გვერდიანი დოკუმენტი, ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება.

კრებას შემოესწრო და განმარტებისათვის მცირე დრო ითხოვა ე.წ. “საროსკიპოს” თემასთან ერთერთმა პირველმა შემხებმა, ცნობილმა მსახიობმა-ილუზიუნისტმა ზურაბ ვადაჭკორიამ, რომელმაც აღწერა მისი უნებური კონფლიქტი აღნიშნულ დაწესებულების დაცვასთან, რომელმაც იგი კაფე-ბარში არ შეუშვა და შეურაცხყო, რასაც კორესპონდენტებიც შეესწრნენ და მასალა პრესაში გაახმაურეს. მან მომხდარის გამო მოუბოდიშა დამსწრეთ, ვინაიდან ვერ წარმოიდგენდა, რომ ყოველივე კომპოზიტორთა კავშირს შეეხებოდა!

ვ. აზარაშვილი: რამდენი ბრძოლა გვაქვს გადატანილი “ბორჯომის სახლის” დასაბრუნებლად! მიტინგებს ვმართავდით, ყველა საელჩოს შევატყობინეთ, რომ ჩვენი საკუთრება არ ეყიდათ მათ მოქალაქეებს.
ნ. დუღაშვილი – კახა წერს პრესაში, გაკვირვებული ვარ ასეთი
განუკითხაობითო!
გ.შავერზაშვილი – საროსკიპო იდიოტობააო, არაფერი ხდება ისეთი, თორემ პოლიცია ასეთ დასკვნებს არ დადებდაო!
დ. კასრაძე – გოგამ, როგორც ჩანს არაფერი იცის. მიეცით საბუთები, გაერკვეს სიმართლეში.
ნ. დუღაშვილი – გოგა, რატომ არიდებ თავს ყოველივეს. კარგია რომ მოხვედი. ჩვენ თუ ვართ შეურაცხყოფილები მომხდარით, ეს თქვენ არ გეხებათ? რა შუაშია სასამართლო. ჩვენ კავშირს ვკარგავთ, ბორჯომის სახლს. ნუთუ არ გესმით. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომები. ყრილობა დაინიშნოს, მანამდე კი მხარი დავუჭიროთ თეზისების მოთხოვნებს.
ბ. ბარამიძე – ტყუილად გაქვთ იმედი, რომ “კავშირის” შენობის “უზურფრუტის” ხელშეკრულება ჩქარა დამთავრდება. მას 2020 წლამდე აქვს ვადა. ეს ცუდად დადებული ხელშეკრულებაა. ჩვენ შემთხვევაში “უვადოა” დასადები, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში დასრულდება თუ “კავშირის” ლიკვიდაცია მოხდება. აი საით მიყავს საქმე “თქვენ გუნდს” ბ-ნო გოგა. თავისუფალი, სახელმწიფოსთვის გადაბარებული “ბორჯომის სახლი” სჭირდებათ, ყოველივე კი “კავშირის” სასახლის გადაბარებით უნდა დაიწყოს. არ გამოგივათ!
ნ. გაბუნია – წლების მანძილზე ვიბრძოდი კავშირში არსებული განუკითხაობის წინააღმდეგ. არავინ მომისმინა და აქამდე მოვედით. რა შუაშია სასამართლო. ეს კერძო სარჩელია. სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს გამგეობა და საბჭო. დაინიშნოს საარჩევნო ყრილობა.
ბ. ბარამიძე – ქ-ნო ნუნუ. მთლად ასე არ არის. განა თქვენი კომისიის დასკვნა არ დაედო საფუძვლად ცაბაძე-თაგაურის განთავისუფლებას?
ვ. აზარაშვილი – სად არის თაგაური. ოთხჯერ ვიყავი ახალციხეში ბორჯომის სახლთან დაკავშირებით. არცერთხელ არ გამოჩენილა. სად მიდის მუსფონდის ფული? ძაღლების სასტუმრო აქვს გახსნილი ონისიფორეს ოთახში!?
ლ. კასრაძე – გოგას ვთხოვოთ მოიტანის მუსფონდიდან მეორედ გატანილი საბუთები ან ისევ მივმართოთ პოლიციას!
გ. შავერზაშვილი – საინიციატივო ჯგუფი უნდა შეიქმნას და მომზადდეს ყრილობა. ოქტომბრის 15-დან დავიწყოთ!
ლ. კასრაძე – აბა ეს კრება რა არის. შემოდგომაზე მაგ საქმის კეთება ნიშნავს, რომ ყრილობა შემდეგ წელს იქნება!
მ. კვალიაშვილი – კავშირი არის საერთოდ? ასე გაყოფილი სანამდე ვიქნებით. ეს კავშირი არის გამგეობისათვის და არა დანარჩენი წევრებისათვის. რამდენი წელია აქ არ შემოვსულვართ. 2014 წ. გავაფრთხილეთ ცაბაძე მოვალთ, ვიმსჯელოთ შექმნილ სიტუაციაზე და რაიმე სასიკეთო გავაკეთოთქო! მოსულებს წინ შეგვეფეთა, კარბი ცხვირწინ ჩაგვიკეტა და გაიქცა! ეს არის თავმჯდომარე? კონკურსების შესახებაც კარგად ვიცით როგორც ტარდება, ფესტივალებიც. 4 ადგილზე მუშაობს კახა, ამას მუშაობა ჰქვია. შეურაცხყოფაც მოგვაყენა, რა არ გვიწოდა, რაც მამაკაცს არ ეკადრება!
ირ. ცინცაძე – დღეს მოპირისპირე ბანკში გაცხოველებული მუშაობა მიმდინარეობს, როგორ გაანაწილონ ადგილები კავშირის მომავალ მმართველობაში. მგონი გოგაც აქტიურობს ამ საქმეში. ეს იმ დროს, როდესაც “კავშირი” ამათგანაა გადასარჩენი!
მ. კვალიაშვილი – ვაჟას დროს კავშირი მუშაობდა, დახმარებებიც გაიცემოდა. ყველაფერი მოხსნეს და შენობა დაამუნჯეს. ვოცნებობ გავაკეთოთ მუზეუმი, ბავშვთა მუსიკალური თეატრი, აღვნიშნოთ დაბადების დღეები. ნ. ვაწაძე, ნ.სვანიძე ან ლ. ხოჯავა თუ ახსოვს ვინმეს.
ლ. კასრაძე – კანცელარია აღარ არის და ვინ რას შეგატყობინებს!
ვ. დურგლიშვილი – 4 ადგილას მუშაობს თ-რე, კავშირისთვის სად სცალია. 5-6 კაცის ხელშია ყველაფერი. ამ სახლსაც გაყიდის, ჩაიდებს ფულს და წავა! ამის მოთმენა შეუძლებელია. რაც შეიძლება ჩქარა უნდა მოეღოს ბოლო ამ უსამართლობას. გომარი მეუბნებოდა – მეც და შენც კავშირის წევრები უნდა ვიყით! სად არი კახა, გომარი, გარიყულები ვართ კომპოზიტორები. სახლში ვზივართ!
ლილი შავერზაშვილი – ახლად მიღებული ხალხი აზრზე არაა სად ან რისთვის მოვიდა. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ყრილობის თაობაზე! რა შუაშია სასამართლო.
შ. შილაკაძე – ემოცია საქმეს ვერ უშველის. უნდა დაიგეგმოს ყრილობა და მისი წინა პერიოდი, “თეზისების” გათვალისწინებით, შესაძლო კორექტირებით. ჯერ კიდევ 1990 წლიდან დაიწყო მსჯელობა – არის თუ არა “კავშირი” საბჭოთა ეპოქის გადმონაშთი. უნდა დავადგინოთ რა სისტემის კავშირი გვექნება! აზერბაიჯანში და სასომხეთში მაგალითად კავშირს მთავრობა ეხმარება ძალიან მაღალ დონეზე, რასაც ჩვენ ალბათ ვერ ვეღირსებით. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი “მუსფონდი”. კახას კარი კი არ უნდა ჩაეკეტა, არამედ ეკითხა – რა ვქნათო? სასამართლო ყრილობას არ ეხება, ეს ცალკე პროცესია. ყრილობა უნდა ჩატარდეს წესდების მიხედვით.
ბ. ბარამიძე – ვეთანხმები რა შავლეგს, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ წესდების გარდა გვაქვს ძალიან კარგი 2007 წლის კანონი `შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირის შესახებ”. ჩვენ მათი მოხმარება უნდა ვიცოდეთ და დავრწმუნდებით, რომ საკუთარი შესაძლებლობებითა და სახელმწიფოს დახმარებით ბევრის მიღწევა შეგვიძლია. შემოტანილი მაქვს კავშირის ახალი სამოქმედო პროგრამა, რომელიც განხილვას ელოდება. აღნიშნული კანონი ჩვენს საკუთრებასაც იცავს! ახალგაზრდებმაც უნდა წარმოადგინონ თავისი ხედვა. ბ-ნ ი. ცინცაძეს ასეთი წარმოდგენილი აქვს, მოსაზრებები მოგვაწოდა ევგ. ჭავჭანიძემაც.
მოსე ბარადა – მოვისმინე, რა ყოველივე, მიმაჩნია, რომ საქმე ასე არ წავა. ჩვენ დიდი საფრთხის წინაშე ვდგევართ. მაგალითად აზერბაიჯანში კომპოზიტორთა კავშირს დიდი ავტორიტეტი აქვს. ჯერ ერთი ჩვენ ვმსჯელობთ და კახა აქ არ არის! ე.ი. არ ენაღვლება. თავმჯდომარე წევრებზე უნდა ზრუნავდეს. ყველამ ის უნდა ვაკეთოთ რაც კარგად შეგვიძლია, მთლიანი ოჯახი უნდა იყოს!
რ. წურწუმია – ეს კრება უფლებამოსილი არ არის, კავშირი არსებობს, მაგრამ მისი მცირე ნაწილია შეკრებული. აზერბაიჯანში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირია, ჩვენ კი არავინ არაფერს გაგვიკეთებს, ე.ი. ყველაფერი თვითონ უნა დავიბრუნოთ, უნდა მოვნახოთ სხვა გზები. ეს ასოციაცია უნდა იყოს, ჰქონდეს ფინანსები. გამგეობის მიმართვა იყო … იქ წერია, რომ ჯერ სასამართლო და მისი განაჩენი უნდა იყოსო. მაინტერესებს, ამას უნდა ველოდოთ ყრილობის ჩასატარებლად!!
ბ. ბარამიძე – კავშირი და მუსფონდი ჯერ კიდევ უდიდეს შესაძლებლობებს ფლობს თუ დროზე აღვადგენთ სამართლიანობას, დავუბრუნდებით შესაბამისი წესდებისა და კანონის ჩარჩოებს, ჩვენ შევძლებთ ფეხზე დადგომას! გთავაზობთ ვიხელმძღვანელოთ წესდების 5.10 და 5.10.1. მუხლის მოდელით, რომელიც, ექსტრემალური, ცაინტნოტური მდგომარეობის გამო დაექვემდებაროს გარკვეულ ცვლილებას:
5.10.1. “ყრილობაზე” (საერთო კრებაზე) ქვორუმის უქონლობის შემთხვევაში, დღის წესრიგში უნდა დადგეს ყრილობის (საერთო კრების) ხელახალი მოწვევის საკითხი არაუგვიანეს 30 დღისა (15 დღის) ვადაში. ხელახალი ყრილობა (საერთო კრება) უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კავშირის წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1/3-სა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი კავშირის რაოდენობა “ცნობარის” მიხედვით შეადგენს 118 წევრს, ხოლო მათ შორის 35, რბილად რომ ვთქვათ, შორს დგას მისი წევრობიდან, ახლადმიღებულთ კი წარმოდგენა არ აქვთ კავშირის არსებობისა და საქმიანობის შესახებ, რჩება 80-დე წევრი, რომელსაც დღეს შესწევს უნარი იმსჯელოს მის ბედიღბალზე – ამდენად, რეალური იქნება 1/3 განისაზღვროს 27-30 წევრით.

დაანგინეს – კრება განმეორებით დაინიშნოს ა.წ. 20 ივლისს 12 საათზე. მიღებულ იქნას ზომები, რათა 6 ივლისის კრებაზე დამსწრეთა მიერ განხილული და მხარდაჭერილი “თეზირების” დასამტკიცებლად მოწვეულ იქნან კავშირის წევრთა დამატებითი წარმომადგენლები.

კრების კოორდინატორი ბ. ბარამიძე
კრების მდივანი, კავშირის წევრი ც. პაპიაშვილი

საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის წევრთა საინიციატივო ჯგუფის

კრების ოქმი # 2

2016 წლის 20 ივლისი

დღის წესრიგი:         ა.წ. 6 ივლისის კრებაზე დასმულ საკითხთა განხილვის გაგრძელება. თემა – “2008-16 წლებში საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარისა და გამგეობის უფლებამოსილების გასვლასთან და კავშირის ახალი მმართველობის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით “თეზისების” გაცნობა-მიღება”.

6 ივლისის კრებაზე ქვორუმის უკმარისობის გამო (20 წევრი), წესდების 5.10, 10.1 მუხლის შესაბამისად, არსებული ექსტრემალური, ცაიტნოტური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2 კვირის შემდეგ მოწვეულ იქნას განმეორებითი კრება, რომელიც უფლებამოსილი იქნება 1/3-ით მიიღოს დადგენილება. ამავე მუხლის მიხედვით გამოყენებულ იქნას საპსტიო მიზეზით კრებაზე არდამსწრეთა წერილობითი და  სხვა საკონტაქტო საშუალებებით მიღებული გადაწყვეტილებები.

სხდომას ესწრებოდნენ:     ბ. ბარამიძე (რჰების კოორდინატორი), ც. პაპიაშვილი (კრების მდივანი), გ. ჩლაიძე, რ. კემულარია, ლ. შავერზაშვილი, გ. შავერზაშვილი, მ. ვირსალაძე, ნ. დუღაშვილი, მ. კვალიაშვილი, ჯ. ჯანდიერი, ალ. მწარიაშვილი, ლ. ვარდანაშვილი, შ. შილაკაძე, ვ. დურგლიშვილი, (14 წევრი)

წერილობით:

ბ. ბარამიძე. მოხარული ვარ, რომ კრებას ესწრებიან  გამგეობის წევრები გ. შავერზაშვილი და მაკა ვირსალაძე და მადლობას ვეუბნები მათ, რათა ოპოზიციური თუ კრიტიკული აზრი ყოველთვის საჭიროა შეჯერებულა დადგენილების მისაღებად. ვსარგებლობ ამ მდგომარეობით და მსურს ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვთქვა 7 ივლისის ე.წ. გამგეობის კრებაზე, რომელზედაც ბ-მა გოგამ მიმიწვია. სიამოვნებით დავთანხმდი, მეგონა გვეშველა, პოზიციებს შევაჯერებთ და იქნებ გავერთიანდეთ! თუმც იქ რაც ვიხილე და მოვისმინე, სრულიად განსხვავდებოდა მოლოდინისაგან. აღნიშნული “გამგეობა” გარკვეული მიზნისა და დანიშნულების აღმოაჩინა. ჩემს შეკითხვაზე თუ ვინ მოიწვია გამგეობა, არის თუ არა დღის წესრიგი, რატომ არ არიან ჩემი თხოვნით და გოგას თანხმობით მოწვეული სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე და “მუსფონდის” დორექტორი, პასუხი ვერავინ გამცა. სამაგიეროდ იყო ნერვიული გამოხტომები, და ხმამაღალი, ისტერიული გარჩევები სხვადასხვა თემებზე. ჩავთვალე რა რომ ეს იყო ჩაფიქრებული და განხორციელებული შეურაცხმყოფილი ბაქჰანალია, ხმამაღლა (ოქმისთვის, თუკი ის არსებობს) გამოპვთქვი ჩემი აზრი და მოვუწოდე დამსწრეთ (10-11 კაცი), როცა დაწყნარდებოდნენ, მოვეწვიეთ კავშირის მომავალზე ზრუნვით და სიამოვნებით შევხვდებოდი. ე.წ. “გამგეობა” დავტოვე.

            რაც შეეხება დღევანდელ შეკრებას, რომელსაც პოზიციაც და ოპოზიციაც ესწრება, მინდა დოკუმენტალურად გაგაცნოთ სიმართლე კავშირის შექმნილი მდგომარეობის შესახებ, რაზედაც წინა კრებაზედაც ვისაუბრეთ,

            წარმოგიდგენთ ბ-ნ ცაბაძის სარჩელს სასამართლოში 2014 წლის მაისში, რომელიც დღესაც გაურკვეველია როდის დამთავრდება და საბაბად იქცა ყრილობის გადატანისა. (აჩვენებს სარჩელს, რაც ადასტურებს პიროვნულ დავას და არა “კავშირთან” დაპირისპირებას). ამდენად ეს საბაბი თითიდან გამოწოვილი ვერსიაა!

გ.შ. არა ჩვენ უკვე აღარ განვიხილავთ სასამართლოს ფაქტორს!

ბ.ბ. ძალიან კარგი, ე.ი. ეთანხმებით ჩვენს მიერ ყრილობის ნოემბრის დასაწყისში გადატანას, თუმც სულ სხვა მიზეზებით, რაც ყრილობის მომზადებას ითვალისწინებს.

გ.შ. ვეთანხმებით, მხოლოდ არა მომზადების თვალსაზრისით.

ბ. ბარამიძე ამას ბოლოს გავარკვევთ, როდესაც დადგენილების პროექტს გაგაცნობთ.

ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ საწესდებო მუხლების სრულ იგნორირებაზე, რასაც თავმჯდომარემ მიაღწია საბჭოსა, გამგეობის და სარევიზიო კომისიის სრული პარალიზებით და განუკითხაობით, შედეგად მივიღეთ ის, რომ “კავშირისა” და “მუსფონდის” შენობების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში ბევრ საგანგაშო კითხვებს იწვევს, რაც პირდაპირ ემუქრება “ბორჯომის” დაკარგვას. ასეთ განუკითხაობას უშუალოდ ეხება აღმოჩენილი ფაქტი საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტები გვიჩვენებენ, რომ არ არსებობს ე.წ. “მოსკოვის გამზ. 20ა” საწარმოს კვალიც კი, იქ სადაც ბ-ნი გ. თაგაური 2008 წლიდან ჩრდილოვან ბიზნესს ეწევა, რაზედაც წინა კრებაზედაც ვისაუბრეთ.

ბ.ბარამიძე აჩვენებს შესაბამის დოკუმენტებს, განსაკუთრებით ამახვილებს ქ-ნ მ. ვირსალაძისა და გ. შავერზაშვილის ყურადღებას. ასევე აჩვენებს მის მიერ, სასამართლო ჩარევის გზით მიღებული საიჯარო ხელშეკრულებების და მათ საფუძველზე გაკეთებული არაზუსტი გათვლებით მიღებულ შედეგს – 2013 წ. ოქტომბრიდან თვეში დაახლოებით 20000 (ოციათასი)  ლარის შემოსავალს, რომელიც ასევე ჩრდილოვან ბიზნესს წარმოადგენს!

ბ. ბარამიძე – ხომ არ იცით რას ხმარდებს ეს შემოსავალი?

გ. ვირსალაძე – ნუ . . . . ელექტროენერგიაზე, გაზზე … ხელფასებზე!?

ბ. ბარამიძე – ჩვენ სასწრაფოდ უნდა მოვითხოვოთ სარევიზიო კომისიის წესდებით გათვალისწინებული ქმედებები. მათ დიდი უფლებები აქვთ, დამოუკიდებული მოქმედება შეუძლიათ, ყრილობის მოწვევაც კი, ვგონებ, რომ ამიტომ მოახდინა ბ-მა ცაბაძემ მათი მარგინალიზება. არადა, ეს კომისია მხოლოდ ყრილობას ემორჩილება! სასწრაფოდ, ჩვენს მიერ უნდა შექმნას დროებითი კომისიაც, რათა ერთობლივად ჩატარდეს ფინანსურ-ეკონომიკური და საინვენტარიზაციო კომისია.

დ. ვარდანაშვილი – მიმაჩნია, რომ ჩვენ აუდიტორი უნდა მოვიწვიოთ. ჩვენი კომისია ამ ურთულეს საქმეს ვერ დაძლევს. აუდიტიც დიდი სიფრთხილით უნდა შეირჩეს.

ბ. ბარამიძე – წესდების თანახმად, საქმე უნდა დაიწყოს ჩვენმა კომისიამ, რომელსაც აქვს უფლება, განსაკუთრებულ შემთხვევაში მოიწვიოს იგი. შეგვიძლია სახელმწიფო აუდიტის მოწვევაც. გ. შავერზაშვილი გაუთავებელ, ხშირად უადგილო რეპლიკებით ცდილობს მსჯელობას სხვა მიმართულება მისცეს, რაზედაც კრების წევრებისაგან იღებს შენიშვნებს. საერთო აზრით იგი ბევრ საკითხში გაუთვითცნობიერებელია და არც ცდილობს მათში ჩაწვდომას. მ. ვირსალაძეს არ მოსწონს კრიტიკა და ყოველივეს სასამართლოს ამსგავსებს, რაზედაც მიანოშნებენ, რომ მან ბევრი რამ, როგორც ჩანს პირველად გაიგო.

ვ. დურგლიშვილი – როგორი დადებითი პიროვნება იყო ბატ. გოგი ცაბაძე და რა შეუფერებელი შვილი გაეზარდა ფულადი Aშემოსავლების საქმე სერიოზული გამოსაძიებია.

ლ. შავერზაშვილი – მხოლოს ეგ? კონკურსებისა და კავშირში ჩატარებული “ჩრდილოვანი” ფესტივალებიც ძალიან საინტერესოა.

ვ. დურგლიშვილი – მიხაროდა და მეამაყებოდა კავშირის წევრობა, მინდოდა საქმე მეკეთებინა. აქ კი დაჯგუფება დამხვდა, რომელიც პირად საქმეებს აკეთებეს და სხვებზე არც ფიქრობენ. ახალი ნაწარმოების დაბეჭდვა მჭირდებოდა და “მუსფონდმა” 750 ლარი დამითვალა! განადგურდა ქართული სიმღერა! ერთი ნაწარმოები მაინც განიხილეს? წარადგინეს, რეკომენდაცია გაუწიეს შესასრულებლად? მსურს ჩემი ნაწარმოებები კავშირში წარვადგინო, მხარდამხარ ვედგეთ ერთმანეთს, ერთი ოჯახი ვიყოთ. ყველგან, სამინისტროში, მერიაში და სხვა, ცაბაძეა კომისიების წევრი და ვის გაახარებს?

რამაზ კემულარია – ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქს კავშირში მუშაობის, გვახსოვან ჩვენი დიდი კომპოზირორები. ინტენსიურად მუშაობდნენ სექციები, რომლებიც დასაფინანსებლად სამინისტოს წარუდგენდნენ ახალ ნაწარმოებებს. ფული “მუსფონდსაც” ჰქონდა. კავშირს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ყველგან. მუსიკალური ცხოვრება დუღდა, იყო პლენუმები, “მუსიკალური პარასკევები”. ახალი ნაწარმოებების მოსასმენად უამრავი ხალხი მოდიოდა. ვ. აზარაშვილის პერიოდშიც თვალსაჩინო მუშაობა მიმდინარეობდა ამ მხრივ! მოვიდა თუ არა კახა, ყველას მოგვმართა – კავშირის მუშაობის შესახებ თქვენი გეგმები წარმოადგინეთო. მოვიტანე და ჩავაბარე პირადად – რად გინდა? გაქრა ეს ქაღალდი, გაგვამასხრეს! საფრანგეთში გვითხრეს, დე გოლმა გარკვეული პერიოდით აკრძალა აღმოსავლურ-ამერიკული მუსიკის საჯარო შესრულება, ფრანგული ხელოვნება ავაღორძინოთო! ჩვენთან კი ასეა – ტელევიზიებში და დიდ სცენაზე შემსრულებლები რესტორანიდან მიდიან, რესტორანში კი პროფესიონალი მუსიკოსები უკრავენ, რომ იჯახები შეინახონ!

ლ. ვარდანაშვილი – სხვადასხვა უწყებებში მიმუშავია კავშირს ფული ჰქონდა, ის ჰქონდა სამინისტროს, “მუსფონდს”, ტელევიზიას. იყო რადიო-ტელევიზიის ორკესტრი. ეხლა სხვა დროა! კავშირს მარტო რეკომენდაციის გაწევა შეუძლია.

ბ. ბარამიძე – მთლად ასე არ არის. “კავშირსაც” და “მუსფონდსაც” რაც აქვს, მასზე მეტი თანხების მოზიდვა შეუძლია, მაგრამ ერთიც და მეორეც, ამას 8 წელია ვამბობ და ვებრძვი “ჩრდილში” მოღვაწეობენ, თავისთვის! ჩემს მიერ წარმოდგენილი პროექტები – “კავშირის სამოქმედო პროგრამა”, “მუზეუმი”, “მრგვალი მაგიდა” გარდა საკუთარი, სწორედ სამთავრობო და სპონსორთა დახმარების გააქტიურებას ითვალისწინებს.

ალ. მწარიაშვილი – ასე ცხოვრება არ შეიძლება. კავშირში შევქმნათ ე.წ. “ლაბორატორია”, განსასჯელად წარმოვადგინოთ ახალი ნაწარმოებები და თანდათან ავწიოთ კრიტერიუმები, კლასიკური მუსიკის “კლანკა”. ძალიან ბევრი კეთილი საქმის კეთებაა შესაძლებელი. ავამოქმედოთ ხმისჩამწერი სტუდია, რომელიც გვაქვს და ახალი დამატებითი აპარატურის შეძენაც შეიძლება. მე, ჩემი ინიციატივით ვიყავი ჩინეთის, საფრანგეთის, ჩილეს და საელჩოებში და დიდი დაინტერესება, დახმარების, სპონსორობის სურვილი დავინახე.

კრების წევრებმა მოითხოვეს ხმის ჩამწერი სტუდიის ნახვა, შევიდნენ და ნახეს იავარქმნილი, გაძარცული ოთახები ჩვენი სააქტო დარბაზის უკან, რომელიც იქვე გახსნილი საბავშვო (არამუსიკალური) თეატრის გასახდელებადაა ქცეული. მერიის მიერ ნაჩუქარი აპარატურა აღარ ჩანს.

მარიკა კვალიაშვილი – კრების ყველა მონაწილემ ვნახეთ სტუდია და დავრწმუნდით, რომ აპარატურა აღარ არის. აუცილებელია მისი მოძიება. 8 წელიწადია აჩანაგებენ კავშირის ქონებას. როგორ მიემართება ჩვენი შემოქმედებით მუშაობა. იღებენ ახალ წევრებს და რამდენიმე კაცის გარდა არავინ იცის ვინ და რითი შემოდიან ისინი კავშირში. ფულადი სახსრების განკარგვის საკითხი ყველას მოეხსენება, მაგრამ ახალი წევრების ნაწარმოებს ან თვითონ წევრებს არ უნდა ვიცნობდეთ? არა, ჩემო გოგა, არასწორია ეს ყველაფერი. ბარამაზე რომ არამართლებულად ლაპარაკობ, მას არა თანამდებობრივი სწრაფვა, არამედ თქვენი მმართველობის დროს დანგრეული კავშირი სტკივა, მისი ავტორიტეტისა და წესრიგის აღორძინებ სურს. ვიფიქროთ მომავალზე, ავირჩიოთ ისეთი თავმჯდომარე და მმართველი ჯგუფი, რომელიც კავშირსა და თავის თავსაც პატივს სცემენ!

ლილი შავერზაშვილი – მე უნდობლობას ვუცხადებ ახალ წევრებს და იმათაც, ვისაც დიდი ხანია კავშირი აღარ ახსოვთ, არც უკითხავთ და არც ედარდებათ მისი ბედი, წევრებისა, რომელიც უცნობებს ქუჩაში ეკითხებიან – კავშირი კიდევ არსებობს? – ასეთ წევრებს, კატეგორიულად არ უნდა მიეცეთ უფლება საარჩევნო პროცესში მონაწილეობისა!

ნუნუ დუღაშვილი – ვეთანხმები ლილის, რადგან მათ არც წესდება იციან და არც კავშირის საქმიანობაში ერკვევიან.

                   კავშირი უნდა იყოს შემოქმედებითი ორგანიზაცია, მისი თავმჯდომარე კომპეტენტური და ღორსეული ადამიანი. მთავარია სისტემა, ჩვენი შემოქმედებითი მაცოცხლებელი. საფორტეპიანო კონცერტი დავწერე. საჭიროა გადაწერა, შემსრულებელი მოძებნა და სხ. მრავალი. რაც იწერება ყველაფერი წინასწარ უნდა მოვისმინოთ!

                   მიმაჩნია რომ ყრილობის წინა პერიოდში, გამგეობაში როტაციის ჩატარების შემდეგ, საორგანიზაციო მდივნად არჩეულ იქნას ბ. ბარამიძე, მე იგი ერთადერთ კანდიდატად მიმაჩნია.

შავლეგ შილაკაძე – მახსოვს, როგორ მოჰქონდათ ახალი ნაწარმოებები სექციაზე განსახილველად ჩვენ დიდ კომპოზიტორებს. უნდა აღდგეს კავშირის ავტორიტეტი ბ. ბარამიძის კანდიდატურას სრულად ვუჭერ მხარს!@

                  საირგანიზაციო მდივნის კანდიდატურას (ორის გამოკლებით) ყველამ მხარი დაუჭირა.

ჯუბა ჯანდიერი – ვეთანხმები აზრს, რომ დღეს კავშირი სამარცხვინოა. უნდა ავირჩიოთ ადამიანი, რომელიც კავშირზე იზრუნებს, მის ცენზს ასწევს.

                  რესტორნები და ღამის კლუბების ადგილი აქ არ არის, თუნდაც დიდი საფასურის წილ. ეს კულტურის სავანეა. დაუყოვნებლივ უნდა მომზადდეს და ჩატარდეს ყრილობა.

გოგი ჩლაიძე – კავშირი ჩვენი სახლი იყო. მიხაროდა აქ მოსვლა, სიცოცხლე ჩქეფდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყველაფერს ჩამომაშორეს. თუმც ამჟამად აქ ყოველივე ჩამკვდარი და გაპარტახებულია. სასწრაფო ზომებია მისაღები!

დაადგინეს: 2008-16 წლებში საქ. კომპოზიტორთა შემოქმედი კავშირის თავმჯდომარისა და გამგეობის უფლებამოსილებათა ვადის გასვლასთან დაკავშირებით (ა.წ. 28 მაისი) და ახალი მმართველობის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით:

  1. საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გადატანილ იქნას საშემოდგო0მოდ და სავარაუდოდ დაინიშნოს 5 ნოემბერს, შაბათს.
  2. უფლებამოსილება შეუწყდეს კავშირის თავმჯდომარესა და საბჭოს.
  3. ყრილობამდე კავშირის მართვა დაევალოს გამგეობას, რომელიც მოახდენს რა წევრების შიდა როტაციას, წესდების 5.12.15.16 თამახმად დროებით, თავისი რიგებიდან აირჩევს და დანიშნავს პასუხისმგებელ მდივანს.
  4. თანხების აკუმულირების მიზნით, გარდა მთ. ბუღალტრის, რეფერენტისა და ტექ.პერსონალის ორი ერთეულისა შეჩერდეს ხელფასების გაცემა ნებისმიერ თანამშრომელზე.
  5. გამგეობამ:

ა)         შექმნის რა დროებით სარევიზიო კომისიას, არსებულის ჩათვლით, უმოკლეს პერიოდში შეისწავლოს კავშირისა და მას დაქვემდებარებული ორგანიზაციების ადმინისტრაციულ – სამეურნეო და შემოქმედებითი კომისიების მუშაობა 2008-16 წლებში და ანგარიში მოამზადოს არაუგვიანეს ა.წ. 10 სექტემბრისა.

ბ)         დაუყოვნებლივ აღადგინოს “კავშირის” კანცელარია და მისი საქმისწარმოება. დაწესებულების ბეჭედი გადაეცეს კანცელარიის გამგეს.

გ) ა.წ. 1 სექტემბრამდე ჩაატაროს “კავშირისა” და მას დაქვემდებარებული ორგანიზაციების ინვენტარიზაცია.

დ) მოამზადებს საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას შექმნის საწესდებო კომისიას.

ე) სარევიზიო კომისიას (თ-რე ჯემალ ადამაშვილი) სპეციალურ კომისიასთან ერთად სასწრაფოდ შეუდგეს თავის მოვალეობის შესრულებას და ანგარიში წარუდგინოს ყრილობას რთული მდგომარეობის აღმოჩენის შემთხვევაში, წესდების თანახმად, მოიწვიოს აუდიტის სამსახური.

  1. ყრილობამდელ პერიოდში გამგეობების თავმჯდომარეობა დაეკისრება მის წევრებს, რომელთა შერჩევა მოხდეს შიდა კონსენსუსის შედეგად, რიგითი გამგეობის ბოლოს, შემდეგი სხდომის ორგანიზების გათვალისწინებით.
  2. ყრილობამდე პერიოდში საჭირო იქნება კავშირის ქონების იურიდიული მხარის შესწავლა და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მათი გამოსწორებისათვის ზრუნვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს “ბორჯომის კომპოზიტორთა სახლს”.
  3. ექსტრემალურ, ცაიტნოტურ სიტუაციაში მოქმედების გამო, გამგეობას მიეცეს უფლება “კავშირის” ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში იზრუნოს ზემოდხსენებულ სტრუქტურებში (გამგეობა, კომისიები და სხ.) შრომის პრემიალური ანაზღაურების თაობაზე.
  4. წესდების 5.10. მუხლის თანახმად, ზაფხულის პერიოდისა და სხვა საპატიო მიზეზთა გათვალისწინებით, დადგენილების მისაღებად, წევრთა თავისუფალი ნების გამონახვის მიზნით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნას 1 აგვისტოს.

დადგენილებას მხარი დაუჭირა 12 წევრმა გ. შავერზაშვილი და მაკა ვირსალაძეს, გარდა ყრილობის ჩატარებისა, აზრი არ გამოუთქვამთ.

კრების კოორდინატორი ბ. ბარამიძე

მდივანი ც. პაპიაშვილი

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”