საავტორო სტუდია

საექსპედიციო ჩაწერებისათვის საჭირო აღჭურვილობა და ჩაწერის ხერხები

web430-SN-D90-31AUG09-316საქართველო ფოლკლორისტთათვის თუ ეთნოგრაფებისთვის ნამდვილი საბადოა. მისი ამოუწურავი რესურსი დღემდე უდიდეს ინტერესს იწვევს, როგორც დამწყებ, ასევე პროფესიონალ მეცნიერებსა თუ, უბრალოდ, ქართული სიმღერისა და ზეპირსიტყვიერების მოყვარულთა რიგებში. მრავალი მათგანი უახლესი ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე ახორციელებდა აუდიო ჩაწერას, დაწყებული ცვილის ლილვაკებიდან, დასრულებული ციფრული ჩამწერებით. მაინც, რა სახის აღჭურვილობა ესაჭიროება მეცნიერს ექსპედიციაში? წინამდებარე სტატიაში შევეცდები  გავცე პასუხი ამ კითხვას და განვიხილოთ თანამედროვე აუდიო სამყაროში არსებული სხვადასხვა სახის ჩამწერი მოწყობილობები, რომელიც შესაძლოა გამოადგეს ექსპედიციაში მიმავალ პირს.

უპირველეს ყოვლისა უნდა გავითვალისწინოთ ექსპედიციაში მიმავალთა წინასწარი მომზადების საკითხი. აუდიო ჩაწერა არ არის იოლი საქმე. ეს პროფესია საგანგებოდ ისწავლება და გამოუცდელი ადამიანი მრავალ პრობლემას შეიძლება წააწყდეს თუკი სათანადოდ არ ფლობს ჩამწერ მოწყობილობას. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ საექსპედიციო ჩამწერი აპარატი არ უნდა იყოს იმდენად რთული, რომ მასში გარკვევა გაუჭირდეს არაპროფესიონალს. ის იოლად უნდა იმართებოდეს და “ღილაკის ერთი დაჭერით” ახორციელებდეს ჩაწერას.

ისევე როგორც კარგი ფოტო კადრი, აუდიო ჩანაწერაც ღილაკის დროულად დაჭერას მოითხოვს. წამით დაყოვნებამ შეიძლება ჩანაწერი გაგვიფუჭოს. გარდა იმისა, რომ საექსპედიციო აპარატურა უნდა იყოს ზომაში მაქსიმალურად მცირე და წონაშიც მსუბუქი, ის უნდა იყოს მარტივი, მოსახერხებელი და სადა. თუმცა, მისი სიმარტივე არ უნდა იყოს ხარისხის შემცირების ხარჯზე. მიუხედავად იმისა, რომ საექსპედიციო ჩანაწერებისგან არ მოველით სტუდიურ ჟღერადობას, მისი ხარისხი მაინც უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის მააღალ მაჩვენებლებს.

საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მრავალი პორტატული აპარატი არსებობს, რომელიც იდეალურად შეასრულებდა ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნებს. თუმცა, ყოველმა ადამიანმა, რომელიც  ექსპედიციაში აპირებს გამგზავრებას, თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორი ტიპის, მოცულობის, სირთულისა თუ ხარისხის აპარატი შეარჩიოს თავისი მომავალი მოგზაურობისთვის.

დავიწყოთ იმით, თუ რა სახის ამოცანა აქვს დასახული ექსპედიციაში მიმავალ ადამიანს. როგორც წესი, ყველაზე ხშირად ფოლკლორული ნიმუშების ჩასაწერად მიდიან. შესაძლოა ეს იყოს ერთხმიანი ან მრავალხმიანი ნიმუში, შესრულებული ერთი სოლისტის ან გუნდის მიერ. შესაძლოა სოლისტი ასრულებდეს სიმღერას ან მელოდიას ინსტრუმენტის თანხლებით. შესაძლოა, ჩასაწერი მხოლოდ ბუნების ხმაც იყოს (ტყე, ზღვა, ცხოველთა და ფრინველთა ხმები და ა.შ.)

სანამ კონკრეტულად აპარატურის მიმოხილვაზე გადავიდოდეთ, აუცილებელია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აუდიო ჩაწერის სპეციფიკის ცოდნა, თუნდაც მცირე დოზით, აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ექსპედიციის მონაწილემ უნდა იცოდეს სად დადგას მიკროფონი, ჩამწერი აპარატი ან რამდენ არხზე ჩაწეროს ესა თუ ის ნიმუში.

საექსპედიციო ჩამწერ მოწყობილობებს შორის ყველაზე გავრცელებული დიქტოფონია. ის არ საჭიროებს საგანგებო საინჟინრო ცოდნას და ალბათ ამიტომ ყველაზე ხშირად გამოიყენება ამგვარი ჩაწერების დროს. ამგვარი მოწყობილობით ჩაწერილი ინფორმაცია ინახება ხისტ დისკზე, ან მეხსიერების ბარათზე. ჩაწერის დაწყებამდე უნდა დაყენდეს საჭირო აუდიო პარამეტრები, რადგან მისი საშუალებით შესაძლოა ჩავიწეროთ როგორც მაღალი ხარისხის აუდიო ფორმატით (wav), ასევე კომპრესირებული ე.წ. MP3 ფორმატის მასალა. რიგ შემთხვევბში კი მხოლოდ MP3. მაღალი ხარისხის ჩანაწერი გაცილებით მეტ მეხსიერებას იკავებს, ამიტომ საჭიროა ცოდნა დაახლოებით რა ქრონომეტრაჟის მასალა იქნება ჩასაწერი ექსპედიციის მსვლელობისას.

არსებობს რამდენიმე სახის დიქტფონი: ყველაზე მარტივი ინტეგრირებულ მიკროფონიანი მონო ვერსიაა. ის ყველაზე პატარაა ზომაში, მსუბუქია და მოსახმარებლადაც შედარებით მარტივი.

1203068071მაგალითისთვის ავიღოთ Sony Digital Flash Voice Recorder (ICD-PX312) ამ აპარატის აკუმულატორი შესაძლებლობას იძლევა დაახლოებით 72 საათი იმუშაოს შეუჩერებლივ. ინტეგრირებული, 2 გეგაბაიტიანი მეხსიერების გარდა, მას გააჩნია მეხსიერების ბარათის სლოტი, რომლის საშუალებითად დამატებითი ინფორმაციის აკუმულირება არის შესაძლებელი. ცხადია, ამგვარ მოწყობილობას არ შეიძლება დიდი პრეტენზია გააჩნდეს ხარისხზე. ის მონო ფორმატის ჩამწერია და მხოლოდ ტექსტობრივი ნიმუშების ჩასაწერად თუ გამოდგება.

შედარებით რთულ და ხარისხიან ვერსიას წარმოადგენენ შემდეგი სახის პორტატული ჩამწერები:

796521981_640Zoom ZH1Tascam DR40; თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ რომ ამგვარ ჩამწერს ორი მიკროფონი უყენია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩაწერას სტერესო ფორმატში ახორციელებს. მისი მოხმარება არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. მთავარია ინდიკატორის კონტროლი, რათა შემავალი აუდიო სიგნალი არ გასცდეს ნორმას და გადამეტებულმა ხმამაღალმა ჟღერადობამ არ დაამახინჯოს აუდიო ჩანაწერი.

Tascam-DR-40

მოდით, ახლა ამგვარი სიტუაცია წარმოვიდგინოთ – დავუშვათ ჩასაწერია გუნდი და სოლისტი, რომელიც თან ინსტრუმენტზე უკრავს. ცხადია, სტერეო მიკროფონის საშუალებით, თუკი მას სათანადო ადგილს მოვუძებნით, იოლად ჩავიწერთ ამგვარ ნიმუშს, მაგრამ ხარისხი ითხოვს სოლისტისა და ინსტრუმენტის ცალკე არხებზე ჩაწერას. თუკი კარგად დავაკვირდებით ჩემს მიერ მოცემულ ჩამწერ მოწყობილობებს, აღმოვაჩენთ, რომ ერთი მათგანი (Tascam DR 40) გვაძლევს საშუალება დამატებით მიკროფონები შევაერთოთ. სწორედ ამიტომ, გვმართებს ვიცოდეთ, მანამდე სანამ შევიძენთ ჩვენს საექსპედიციო მოწყობილობას, დაგვჭირდება თუ არა 2 არხზე მეტის ჩაწერა. თუკი ჩვენი აუდიო ინჟინრის ცოდნა არ გვაძლევს ხელს და არც ჩასაწერი მასალა მოითხოვს, უპრიანი იქნება, თუკი არ გადავიხდით ზედმეტ თანხას მხოლოდ იმაში, რომ ჩვენს ჩამწერს 2 არხით მეტი გააჩნდეს.Tascam-DR-40-22

განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო სრულიად ახალ ჩამწერ აპარატზე – Tascam DR60D მისი ნოვატორული დიზაინი იძლევა საშუალებას ფოტო ან ვიდეო კამერაზე დამონტაჟდეს, რაც გაცილებით მოსახერხებელს ხდის მათთვის, ვინც ხმის ჩაწერასა და გადაღებას ერთდოულად, სინქრონულად ახორციელებს. 4 არხიანი მაღალი ხარისხის მიკროფონის წინაგაძლიერება მაღალი ხარისხის განმაპირობებელია. მისი დამონტაჟება შესაძლებელია როგორც შტატივსა და კამერას შორის, ასევე გვერდიდან.

dr-60d_w_kamera_stand2013_04_07_tascam_dr60d

დამატებითი მიკროფონების შერჩევა ექსპედიციისთვის

უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ექსპეციაში შესაძლოა ჩაწერა ექსტრემალურ პირობებში გვიწევდეს. ასეთ დროს არ ვართ დაზღვეული გარე ხმაურებისგან და ამიტომ მიკროფონების შერჩევისას სასურველია ე.წ. კარდიოიდულ, ანუ მიმართულ მიკროფონზე შევაჩეროთ ჩვენი არჩევანი.  მიკროფონის სხივის გაშლის კუთხე არ უნდა იყოს არც ზედმეტად ვიწრო და არც ზედემტად განიერი. უნდა გავითვალისწინოთ რა სახის ინფორმაციის ჩაწერას ვაპირებთ და სწორედ აქედან გამომდინარე უნდა შევიძინოთ ჩვენი მიკროფონი.

მიკროფონები აუცილებლად უნდა იყოს კონდენსატორული*.

თუკი ჩვენ გვჭირდება 2 არხზე მეტის ჩაწერა და ჩვენს პორტატულ ჩამწერსაც გააჩნია დამატებითი შესასვლელები მიკროფონებისთვის, საჭიროა ვიცოდეთ რა სახის მიკროფინები გამოდგება საველე პირობებში მუშაობისათვის. როგორც წესი, კარგი მიკროფონები ძალიან ძვირი ღირს, თუმცა, ყოველთვის არ არის საჭირო იმგვარი მიკროფონის ყიდვა, რომელიც შესაძლოა მხოლოდ სტუდიურ პირობებში გამოგვადგეს. საველე პირობებში ჩაწერებისთვის შედარებით მოსახერხერხებელი შეიძლება დამატებითი სტერეო წყვილი იყოს. მსგავსი ამ კომპლექტისა: DPA 4011A. ხოლო, თუკი მათი ფასი მაღალი აღმოჩნდება თქვენთვის, ალტერნატიულ ვერსიად შეიძლება ეს კომპლექტი აღმოჩნდეს: RODE NT5 MP. არ დაგვავიწყდეს ასევე მინიატურული კონტაქტური მიკროფონებიც, რომლებიც შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი რესპოდენტი ან სოლისტი მოძრაობს (შესაძლებელია დისტანციური ვერსიაც).  მიკროფონების არჩევანი საკმაოდ დიდია და მათი ჩამოთვლა და დეფინიცია ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ ამაზე მეტად აღარ შევჩერდებით.

მრავალ არხიანი ჩაწერის მსურველთათვის,  ეს აპარატი ნამდვილი აღმოჩენაა: Zoom H6. ეს მოწყობილობა 6 არხის ერთდროულად ჩაწერის საშუალებას იძლევა. გარდა ინტეგრირებული სტერეო მიკროფონისა, მასში შეიძლება დამატებით 4 კონდენსატორული მიკროფონის შეერთება (ფანტომური კვებით)**.

k-bigpic750-H6_detail6

ჩაწერის ალტერნატიული საშუალება:

თუკი თქვენ გაქვთ  iPhone, iPad ან iPod, თქვენ ის ნამდვილ პორტატულ ჩამწერად შეგიძლიათ აქციოთ. ამისთვის ასეთი სტერეო მიკროფონის კომპლექტი დაგჭირდებათ: RODE iXY 

rodeixymiclead01

ixy 04

ალტერნატიულ მეთოდად შეიძლება შემდეგი ჩაწერის ხერხიც ჩაითვალოს. როდესაც ჩაწერა ხორციელდება მცირე ზომის ლეპტოპზე. ასეთ დროს აუცილებელ ხელსაწყოს მცირე ზომის ხმის გარე დაფა წარმოადგენს. მაგალითისთვის M-audio M track, თუკი 2 არხი გვაკმაყოფილებს. არსებობს 4 ან მეტ არხიანი ვერსიებიც: Focusrite Scarlett 18i8. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლეპტოპით ჩაწერის შემთხვევაში აუდლებელი იქნება რომელიმე აუდიო რედაქტორის ცოდნა.

M-Audio-M-Track-Plus

focusrite_scarlett_18i8საექსპედიციო მასალის პროფესიონალური ჩაწერა:

თუკი ტექნიკაში და აუდიო ინჟინერიაში გამოუცდელთათვის არსებობს დიქტოფონის ტიპის შედარებით მარტივი ჩამწერი მოწყობილობები, ასევე არსებობს მაღალი დონის, პროფესიონალური აპარატებიც. ამგგვარი აპარატები გამოირჩევა ხმის ჩაწერის განსაკუთრებული ხარისხით. ისინი შედარებით დიდი ზომისანი არიან, ვიდრე დიქტოფონები, მაგრამ მათი საშუალებით ექსპედიციაზე  მაქსიმალური ხარისხის მიღებაა შესაძლებელი. ამგვარი აპარატების მწვერვალს ასეთი მოწყობილობები წარმოადგენენ:  Tascam HS-P82; Edirol/Roland R4/Pro4;  Sound Devices 664; Sonosax SX62R და სხვ. ცხადია, მათი ფასიც ხარისხის შესაბამისად ძალზე მაღალია. (3000- 5000$ და ზევით). ამგვარი აპარატები გამოირჩევა იმით, რომ მათი მეშვეობით შესაძლებელია 6-8 არხის ჩაწერა უმაღლესი ხარისხით. ამგვარი აპარატურით ნებისმიერი სირთულის საველე ჩაწერა არის შესაძლებელი ისე, როგორც იწერება ხმა უმაღლესი დონის სტაციონალურ სტუდიებში. მსგავს აპარატებს პროფესიონალური ფილმების გადაღებისასაც იყენებენ. ისინი იდეალურნი არიან დოკუმენტალისტიკაშიც.

t1

roland-edirol-r-4-pro-4-kanalowy-rejestrator-audio-z-sempte-time-code-i-edycja-wave

sound-devices-cl-6-input-expander-664-field-production-mixer

cs664

შედარებით ხელმისაწვდომი შემდეგი მოდელებია: Roland R88Tascam DR-680; Marantz PMD671  და ა.შ.

როგორც აღვნიშნეთ, პორტატულ აპარატებს შორის არჩევანი საკამაოდ დიდია. ყოველი მათგანი გამოიყენება 2 ან მრავალ ახიანი ხმის ჩასაწერად საველე პირობებში, თუმცა განსხვავდებიან ერთმანეთისგან ზომაში, წონაში,  ხარისხსა და სხვა საჭირო ფუნქციებში. არჩევანის გაკეთებას ყოველმა ჩვენთაგანმა თავად უნდა გადაწყვიტოს – რომელი ტიპის, ხარისხისა თუ ფასის აპარატი გამოადგება ყველაზე მეტად.

ასეთივე ხარისხობრივი სხვაობაა მიკროფონებშიც. არსებობს იმგვარი მიკროფონებიც, რომელთა ხარისხი თანაფარდია ძვირფასი ჩამწერი მოწყობილობებისა. ზოგადად ხარისხის თანაფარდობა მნიშვნელოვანი საკითხია აუდიო აღჭურვილობის შეძენისას. ნამდვილად არ არის საჭირო ძვირფასი ჩამწერის შეძენა, თუკი იაფფასიანი მიკროფონით გადავწყვეტთ ჩაწერის განხორციელებას, ეს ხარისხზე იმოქმდებს და ჩვენი ძირფასი აპარატის სრულ შესაძლებლობას ვერ გამოაჩენს. მაგ. მოდელი DPA 5100 იდეალური ვარიანტია ექსპედიციებისთვის.thumb_DPA-5100-mic2

ჩაწერის მეთოდები:

გუნდის, სოლისტის ან ინსტრუმენტის ჩაწერისას, ყველაზე მნიშვნელოვანი მიკროფონ(ები)ის პოზიციის შერჩევაა. თუკი ჩვენ ვიწერთ ხმას დიქტოფონით, საჭიროა შევურჩიოთ მას ადგილი ისე, რომ  ის თანაბრად და დაბალანსებულად იღებდეს ხმას ხმის წყაროდან. ასეთ დროს ყურსასმენები აუცილებლად დაგჭირდებათ, რადგან სწორედ მათი საშუალებით მიხვდებით რამდენად გამართულად ისმის ხმა. ყურსასმენები სასურველია იყოს დახურული ტიპის***, რათა გამოკვეთილად შეძლოთ აპარატიდან გამოსული ხმის მოსმენა. ეცადეთ დაარეგულიროთ შემავალი სიგნალი ისე, რომ გადამეტებულად ძლიერმა სიგნალმა არ დაამახინჯოს ხმის ხარისხი. ასეთ დროს ჩამწერის ეკრანზე ჩანს ინდიკატორი, რომლის წითელ ნიშნულამდე გაშვება არ არის სასურველი. ასეთი პრობლემა ყველაზე ხშირად მძლავრი გუნდების, დასარტყამი ინსტრუმენტის, ან ძლიერ ხმიანი სოლისტის ჩაწერის დროს ჩნდება. სასურველია თუკი დიქტოფონისთვის საგანგებო სადგამი (შტატივი) გექნებათ. ასე უკეთ შეძლებთ მიკროფონის პოზიციის შერჩევას. თუკი დიქტოფონი ხელში გეჭირებათ, ხელის მცირე გამოძრავებაც კი გამოიწვევს ხმაურს და ჩანაწერი ხარვეზებით ჩაიწერება. არ დაგავიწყდეთ, რომ მსგავსი ჩამწერის მიკროფონები საკმაოდ მგრძნობიარეა და მცირე ნიავიც კი ხარვეზებს იწვევს. ამიტომ საგანგებო ქარსაცავი აუცილებლად უნდა გქონდეთ ჩამწერი აპარატის აქსესუარებში.Windtech_MM-51

მიკროფონების სტერეო წყვილით ჩაწერის შემთხვევაში არ არის აუცილებელი ორი სადგამის ტარება. საკმარისია ერთი სადგამიც, რომელზეც მცირე ზომის სპეციალურ ჰორიზონტალურ ძელს დაამაგრებთ და მასზე გამართავთ მიკროფონებს.

ortf

ყურსასმენებით მოსმენისას უნდა დააკვირდეთ  შემომავალი ხმის თანაზომიერებას და ბალანსს. თუკი ხმა ზედმეტად ხისტია ან ხმამაღალი, გამოწიეთ  მიკროფონი უკან, ხოლო თუკი ის ზედმეტად შორს არის და გარე ხმაურებიც ბევრი შემოდის, მაშინ ახლოს მიწევა აუცილებელი იქნება.

დავით ხოსიტაშვილი

2013 წელი

შენიშვნები:

* კონდენსატორული მიკროფონი 

დღეს მუსიკალურ მაღაზიებში ორი ძირითადი სახის მიკროფონის შეძენაა შესაძლებელი – დინამიურის და კონდენსატორულის. ამ ორი ტიპის მიკროფონებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. როგორც წესი, დინამიური მიკროფონები სცენაზე, საკონცერტო საქმიანობისთვისაა განკუთვნილი. სტუდიაში ხმის ჩასაწერად კი, კონდენსატორული მიკროფონები გამოიყენება. ამგვარი მიკროფონები უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე დინამიური. კონდენსატორული მიკროფონი ხმას იღებს როგორც ახლო დისტანციიდან, ასევე შორიდანაც. დინამიური მიკროფონი კი აუცილებლად ახლოს უნდა მდებარეობდეს ხმის წყაროსთან.

** ფანტომური კვება

48 ვოლტიანი კვების წყარო, რომელიც კვებავს კონდენსატორულ მიკროფონს. მის გარეშე კონდენსატორული მიკროფონი არ ჩაირთვება (თუ არ გააჩნია ავტონომიური კვების წყარო – ელემენტი)

*** დახურული ტიპის ყურსასმენი

ასე იწოდება იმგვარი ყურსასმენი, რომელიც სრულად ფარავს ყურს და მაქსიმალურად იცავს მას გარე ხმის შემოღწევისგან.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”