საავტორო სტუდია

ნინო ჯანჯღავას ნაწარმოების ესტონური პრემიერა

2017 წლის 24 და 25 მარტს ტარტუსა და ტალინში გამართულ კონცერტებზე ოთხი თანამედროვე ქალი კომპოზიტორის ნაწარმოები შესრულდა. მათ შორის გაიმართა ნინო ჯანჯღავას თხზ. 44-ის „17 ალილუია სადიდებლად ღვთისა ჩვენისა“ პრემიერა ესტონეთის ფილარმონიული კამერული გუნდის შესრულებით, პოლ ჰილერის დირიჟორობით. ნაწარმოები შესრულდა ქართულ ენაზე განსაცვიფრებელი ქართული წარმოთქმით. პოლ ჰილერს მრავალ ქვეყანაში შეუსრულებია ნინო ჯანჯღავას თხზ.44, თუმცა დირიჟორი აღნიშნავს, რომ ეს ნაწარმოები განსაკუთრებულად კარგად აჟღერდა ესტონეთის ფილარმონიული კამერული გუნდის მიერ. რაც შესაძლოა საბაბი გახდეს იმისა, რომ სწორედ მათ ჩაწერონ და გამოსცენ ეს ნაწარმოები.

მოისმინეთ ერთ-ერთი ნაწყვეტი:

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”