საავტორო სტუდია

უფასო ეფექტი CamelCrusher – სგან

CamelCrusher-OrigSizeწარმოგიდგენთ ახალ უფასო ეფექტ ფლაგინს თქვენი სისტემისთვის –  CamelCrusher კომპანიისგან Camel Audio 

ეს ეფექტი გვაძლევს საშუალებას შევცვალოთ ხმის ტემბრი, სიხშირეები, დინამიკა. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკეულ ინსტრუმენტებზე, ასევე მთლიან მიქსზეც. სავარაუდოდ, ის ელექტრო მუსიკის მოყვარულებს უფრო დააინტერესებთ, რადგან მისი მზა “პრესეტები” მრავალფეროვანი ელექტრონული ექსპერიმენტების საშუალებას იძლევა. ის კარგად ერგება ყველა გავრცელებულ ჩამწერ მულტიარხიან სისტემას. როგორებიცაა Pro Tools, Cubase, Sonar, Logic, Reaper და ა.შ. კომპანიის ოფიციალური საიტი გადმოტვირთვისას გვაძლევს საშუალებას თავად ავარჩიოთ რომელი ვერსიაა თავსებადი ჩვენს სისტემასთან. ის მუშაობს როგორც 32, ასევე 64 ბიტიან Mac ან PC პლატფორმაზე.

“ფლაგინი” შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან  (მარჯვენა ზედა ღილაკი)

გისურვებთ წარმატებებს!

საავტორო სტუდია

იხ სადემონტრაციო ვიდეო:

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”