საავტორო სტუდია

კლასიკური გიტარის შემსრულებელთა მე-5 საერთაშორისო კონკურსი 2017

“საავტორო სტუდია” წელს უკვე მე – 5 – დ ატარებს კლასიკური გიტარის შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსს.  როგორც გასულ წელს, ამჯერადაც აქცენტი მოსწავლეებზე გაკეთდება. კონკურსის მთავარი მიზანი, საქართველოში კლასიკური გიტარის შემსრულებელთა დახვეწა, განვითარება, ახალი შემსრულებლების აღმოჩენა და ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობა და კულტურული მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაა.

დაარსების დღიდან კონკურსის მხარდამჭერია, მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია “მუსიკის სახლი”, რომელიც გამარჯვებულებს ინსტრუმენტითა და სხვადასხვა წამახალისებელი პრიზებით ასაჩუქრებს, ასევე აქტიურ მონაწილეობას ღებულობს კონკურსის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. მაღაზია “მუსიკის სახლი”-ს ჩართულობას გამორჩეული მნიშვნელობა იმ მხრივ აქვს, რომ იგი პარტნიორი ესპანური წარმოების ბრენდის “Alhambra”-ს გზას აგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოში.

კონკურსი, 12-13 დეკემბერს გაიმართება, ხოლო 15 დეკემბერს გალა კონცერტით დასრულდება.

წლევანდელი კონკურსი მეტად უფრო საინტერესო იქნება კონკურსანტებისათვის, ვინაიდან ჟიურიში კონკურსის დამფუძნებელ ნინო ჯანჯღავასთან ერთად იქნებიან ქართველი გიტარისტი, გერმანიაში მოღვაწე დავით კვარაცხელია და საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკერსტრის “სინფონიეტას” სამხატვრო ხელმძღვანელი , მევიოლინე გიორგი ქერელაშვილი.
წელს კონკურსის გენერალური სპონსორია მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია “მუსიკის სახლი”, რომელიც გამარჯვებულებს შემდეგ პრიზებს გადასცემს:
კონკურსის მხარდამჭერები არიან: ორენჯ ფიტნესი, თბილისის კამერული ორკესტრი „სინფონიეტა“, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია.

გაეცანით კონკურსის პირობებს

ინფორმაცია ტურების და ასაკის შესახებ: მონაწილეები 2017 წლის 15 დეკემბრამდე უნდა იყვნენ პროგრამის შესაბამისი ასაკის.
I ტური 6-9 წლ. პროგრამის მაქსიმალური ქრონომეტრაჟი 7′ 10-13 წლ. პროგრამის მაქსიმალური ქრონომეტრაჟი 12′ 14-16 წლ. პროგრამის მაქსიმალური ქრონომეტრაჟი 15′ II ტურში მონაწილეობს მხოლოდ 14-16 წლიანების ჯგუფი. პროგრამის მაქსიმალური ქრონომეტრაჟი 15′
საკონკურო დღეები: 12 დეკემბერი – პირველი ტური 13 დეკემბერი – მეორე ტური 15 დეკემბერი – გალა კონცერტი
პირველი და მეორე ტური გაიმართება კონსერვატორიაში, 401-ე აუდიტორიაში: 12 დეკემბერი 11-15 სთ (401 აუდიტორია) 13 დეკემბერი 11-15 სთ (401 აუდიტორია)
საბუთების შემოტანა შესაძლებელი იქნება ნოემბრის თვიდან, როგორც ინტერნეტის მეშვეობით, ასევე ფიზიკურად შესაბამის მისამართზე: ირ. აბაშიძის 39 („საავტორო სტუდია“)
მოითხოვე სააპლიკაციო ფორმა და საბანკო რეკვიზიტები: saavtorostudia@gmail.com დამატებითი ინფორმაცია: 595 355846
მონაწილეობის გადასახადი 50 ლარი.
წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”