საავტორო სტუდია

კლასიკური გიტარის შემსრულებელთა მეორე რესპუბლიკური კონკურსი

“საავტორო სტუდია” უკვე მეორედ აპირებს კლასიკური გიტარის შემსრულებელთა კონკურსის ჩატარებას. 2013 წლის ოქტომბერში გამართულმა კონკურსმა საკმაოდ ხმამაღალი რეზონანსი გამოიწვია, რაც საკმარისი სტიმული აღმოჩნდა, როგორც “საავტორო სტუდიისთვის” ასევე კულტურის სამინისტროსთვის, რომ კონკურსი მეორედაც ჩატარებულიყო.  დამფუძნებლები ვარაუდობენ, რომ წლევანდელ კონკურსზე უფრო მეტი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას.

განაცხადების შემოტანა შესაძლებელია 1 ივნისიდან. თავად კონკურსი კი მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან 26ოქტომბრამდე ჩატარდება.

მოისმინეთ რადიო ინტერვიუ კონკურსის დამფუძნებლებთან – ნინო ჯანჯღავასთან და დავით ხოსიტაშვილთან, სადაც ისინი კონკურსის შესახებ საუბრობენ.

გთავაზობთ კონკურსის პირობებსა და პროგრამას:

I ტური

  1. პოლიფონიური ნაწარამოები (ერთი ნაწილი)
  2. ნიკოლო პაგანინის 37 სონატა კლასიკური გიტარისათვის (ერთი სონატა)

II ტური

1.

აუგუსტინ ბარიოს მანგორე (1885-1944) ოთხი ვალსი თხზ. 8

აუგუსტინ ბარიოს მანგორე Vals de Primavera

აუგუსტინ ბარიოს მანგორე Vals Tropikal
(მოცემული ექვსი ვალსიდან ერთ-ერთი)

2.

თანამედროვე ნაწარმოები, რომელიც შექმნილია 1950 წლის შემდეგ

III ტური
1. თავისუფალი პროგრამა 15 წუთიანი ქრონომეტრაჟით

პროგრამის სანოტო მასალა:

გადმოსაწერი ბმული

ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ტელეფონით 2183347 ან მოგვწერეთ saavtorostudia@gmail.com

დეტალური ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია კონკურსის ოფიციალურ გვერდზე www.guitarcompetition.ge

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”