საავტორო სტუდია

იქმნება საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული ორკესტრი !!!

childorchპროექტი ხორციელდება ვიშეგრადის კულტურის მენეჯმენტის აკადემიის (Visegrad Academy of Cultural Management www.vacum.eu) ეგიდით, რომელსაც მხარს უჭერენ ვიშეგრადისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები: პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, მოლდოვა, ბელორუსია, უკრაინა, სომხეთი და აზერბაიჯანი.

პროექტი გულისხმობს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების შეკრებას და მათ ინტეგრაციას საერთაშორისო მიმართულებით. ახლად შექმნილ ორკესტრთან პერიოდულად ითანამშრომლებენ ზემოთ აღნიშნული ქვეყნებიდან, როგორც ახალგაზრდული ასევე პროფესიული ორკესტრის მუსიკოსები.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამები, მასტერკლასები, საზაფხულო პროგრამები და სხვ.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მოწვევით ორკესტრის პირველი კონცერტის ორგანიზება ივლისის ბოლოს, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის ფარგლებში, გახსნით ცერემონიაზე იგეგმება.

ზ.ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში მოსწავლეების შესარჩევად მოსმენა ჩატარდება 7 მარტს, 5 საათზე (რეპეტიციის შემდეგ). მოსმენისათვის საჭიროა: ერთი ნაწაროები თქვენი სურვილისამებრ შეარჩიოთ.
რეგისტრაციისათვის საკმარისია თქვენი მონაცემები (სახელი, გვარი, ასაკი, ინსტრუმენტი და საკონტაქტო ინფორმაცია) ჩააწერინოთ კანცელარიაში.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 მარტი.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:

ნინო ნიკოლეიშვილი
599414008
Ninonikoleishvili51@gmail.com

ნესტან მერმანიშვილი
599462991
n.mermanishvili@yahoo.com

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”