საავტორო სტუდია

შევცვლი თქვენთან ერთად

artchangesძვირფასო მკითხველებო, ძალიან მახარებს თქვენი ყველა წერილი თუ გამოხმაურება ჩემი რუბრიკის მისამართით. დიდი სიამოვნებით მოგცემთ საშუალებას გამოხატოთ თქვენი აქტიური დამოკიდებულება კლასიკური, აკადემიური მუსიკის და ზოგადად ხელოვნების მიმართ.

იყავით სუბიექტურები და გამოხატეთ თქვენი აზრი.  ნუ შეგეშინდებათ იმისი, რომ გაგაკრიტიკებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ხართ განსხვავებული. თუ თვლით, რომ თქვენი პოზიცია ხელს შეუწყობს  ქვეყანაში აკადემიური ხელოვნების პოპულარიზაციას, ნუ დაიშურებთ დროს და მოგვწერეთ. ჩვენ დიდი სიამოვნებით წარვუდგენთ თქვენს აზრს მკითხველს.

ის გზა, თუ როგორ გამოვიდეს ქვეყანა არსებული მდგომარეობიდან გასაკვალია.

არანაირი აქტიურობა განათლების სისტემაში მუსიკალური განათლების ხელშეწყობასთან  დაკავშირებით. არანაირი აქტიურობა კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მცდელობის. არანაირი სურვილი საკონცერტო ცხოვრების გააქტიურებისა. არანაირი საპროდიუსერო მუშაობის სურვილი მუსიკოსებთან. არანაირი ჯანმრთელი დამოკიდებულება მოვლენების მიმართ.

სიყალბე, აი, რა არის დღეს მთელი სიგრძე-სიგანით ჩვენს წინაშე. მე ეს არ მჭირდება მითუმეტეს ხელოვნებაში. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ შევცვალო ეს სიმართლით, თქვენთან ერთად.

რუბრიკის ავტორი – ნინო ჯანჯღავა (კომპოზირტორი)

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”