საავტორო სტუდია

მერე გვიკვირს, რატომ არაა ქალაქში საკონცერტო ცხოვრება…

84e52269541512f944552299მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე ამდენი საუკუნეა არსებობს მუსიკის უმაღლესი სასწავლებელი, კონსერვატორია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მსოფლიო მასშტაბის მუსიკოსი აღზრდილა აქ, ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს საკონცერტო დარბაზები.

სიმფონიური ორკესტრის საკონცერტო დარბაზი არსებობს, რასაც დღეს ჯანსუღ კახიძის სახელი ჰქვია, ხოლო დარბაზი, სადაც კამერული მუსიკა უნდა შესრულდეს უბრალოდ არ არსებობს. არადა რომ არსებობდეს ასეთი სივრცე ეს იქნებოდა ის ადგილი, სადაც განტვირთვისა და დასვენების მიზნით ბევრი ადამიანი რეგულარულად ივლიდა. მუსკოსებსაც ექნებოდათ სივრცე, სადაც ექნებოდათ იმის საშუალება, რომ დროდადრო გამოსულიყვნენ მსმენელის წინაშე, რაც ცხადია გამოიწვევდა იმ მუსიკოსების დასაქმებას, რომლებიც არ უკრავენ ორკესტრებში, არიან პედაგოგები და ამის გამო საკონცერტო მოღვაწეობის გარეშე დარჩენილები ნელ-ნელა კარგავენ მუსიკოსისათვის საჭირო ფორმას.

იდეის დონეზეა თბილისის კამერული ორკესტრის „სინფონიეტას“ დარბაზის მშენებლობის საკითხი. კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზები სასწავლო სივრცისთვისაა განკუთვნილი და არა თავისუფალი საკონცერტო ცხოვრებისთვის. კომპოზიტორთა კავშირის დარბაზი „ანტიაკუსიკური“ მონაცემებისაა. დანარჩენი კი რა, თუ ყოფილხართ სადმე კამერულ კონცერტზე ის ან თეატრისაა, ან სასწავლებლის. არადა, მერე გვიკვირს რატომ არაა ქალაქში საკონცერტო ცხოვრება, რატომ არ არსებობს კლასიკური მუსიკის სტაბილური მსმენელი? რატომა არის ხალხი მუსიკალურად გაუცნობიერებელი? რატომ არ იციან რა არის კლასიკური მუსიკა?

ეს ყველაფერი ისე, იდეისთვის… ხოლო, თუ ვინმე, ჩემს ნაცნობს, ან უცნობს ასეთი დარბაზის აშენების სურვილი გაგიჩნდებათ, დამიკავშირდით. ზუსტად ვიცი როგორ, რა პროგრამით, რა ამოცანებით უნდა „იმოძრაოს“ ასეთმა დარბაზმა, რომ სიმშვიდე, განათლება, სულიერი კომფორტი შეექმნათ ადამიანებს.

24.03.16

ნინო ჯანჯღავა

geocomposer@gmail.com

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”