საავტორო სტუდია

ემანსიპირებული ხმაური, როგორც ესთეტიური ტკბობის საგანი, ქეიჯის შემოქმედებაში

არაფრით არ შეგვიძლია შევიკავოთ სურვილი იმისა, რომ შევქმნათ ახალი მუსიკალური რეალობაწერს ლუიჯი რუსოლო თავის მანიფესტშიხმაურის ხელოვნებახმაურით აღფრთოვანებული ჯონ კეიჯი მისი ცხოვრების დიდი ეტაპს სწორედ ასეთ ბგერებს უთმობსთანამედროვე მუსიკისთვის რამდენად მდიდარია ტექნოლოგიური ელემნეტები, თუ მათ რიცხვში მოვიაზრებთ ყველა იმ ხმაურს, რაც გარს არტყამს თანამედროვე სამყაროს. რამდენნაირი ბგერაა ქუჩაში, სახლში, მანქანაში, ქარხნებსა თუ ბუნებაში. კეიჯის ცნობიერებაში ჩარჩენილმა ფიშინგერის შემდეგმა ფრაზამ – „სამყაროში ყველაფერს თავისი სული აქვს, ამ სულის გათავისუფლება კი ვიბრაციით არის შესაძლებელიო“ –  მისი შემოქმედებისადმი დამოკიდებულება განაპირობა.

ასე დაიწყო ფიქრი ახალ თხზულებებზე. „მე არ ვიცოდი როგორ გაიჟღერებდა ნაწარმოებიიგონებს კომპოზიტორირომელი ინსტრუმენტები უნდა გამომეყენებინა და როგორ უნდა დაეკრათ მათზე“. მიუხედავად ამისა მან შეძლო დაერწმუნებინა სამი მეგობარი თავის თხზულების შემსრულებლები რომ ყოფილიყვნენ. პირველი საკრავების ჩამონათვალში მოხვდა სამზარეულოს რეკვიზიტი, ფოლადის ბეჭდები, სამუხრუჭე ხუნდები, სხვადასხვა ზომის მილები და ხის ნაჭრები. ასევე კეიჯმა მოახერხა ეშოვა პედლიანი ტიმპანი და ჩინური გონგი. რამოდენიმე კვირაში კვარტეტისთვის განკუთვნილი პარტიტურა მზად ჰქონდა. ეს იყო კეიჯის პირველი ხმაურთან დაკავშირებული ექსპერიმენტი. იგი ექსპერიმენტირებდა სხვადასხვა რიტმული და ტემბრული მოდელებით.

კვარტეტის შემდეგ დაწერა ტრიო, ესეც დასარტყამებისთვისხის ყუთის, ბამბუკის ჯოხების, ტომტომის და დიდი დოლისთვის. ტრიო მინიატურულია თავისი ქრონომეტრაჟით, სულ ორი წუთია მისი დრო. ტემბრი საბავშვო სათამაშოს ხმას ჰგავს. მეორე და მესამე ნაწილების სათაური არის მარში და ვალსი, რომელიც სათამაშო ჯარისკაცების მარშს და თოჯინების ვალსს მოგაგონებთ1938 წელს, როდესაც კომპოზიტორი თავის დეიდა ფიბისთან ერთად მუშაობდა მუსიკალურ სკოლაში, ბავშვებისათვის შექმნა ფაკულტატიური კურსიმუსიკალური აკომპანემენტი რიტმული მოძრაობებისთვის“. კურსის განუყოფელი ნაწილი იყო ექსპერიმენტირება ყველაფერი იმის საშუალებით, რაც მოცემულ მომენტში კლასში აღმოაჩნდებოდათ. ეს იყო რეზინის ბუშტები, ბრინჯის უმი მარცვლები, რადიატორები, ფანქრები, წიგნები და ყველაფერი ის რაზე შეხებითაც ხმა გამოიცემოდა.  

ამავე პერიოდში კეიჯს სთხოვენ შექმნას მუსიკა წყალქვეშა ბალეტისთვის. მუსიკის ძირითადი ფუნქცია უნდა ყოფილიყო მოცურავეების მოქმედების სინქრონიზაცია. კეიჯი შეეცადა წყალში ჩაეშვა დიდი გონგი. ამ ექსპერიმენტმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა და შემდგომში ეს სონორული ტემბრი მის დიდ მონაპოვრად იქცა.  სასკოლო ექსპერიმენტებმა დიდი საფუძველი მოამზადა კომპოზიტორის სონორული ბანკისთვის.  უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული მუსიკალური სასწავლებლის მიზანი იყო ტრადიციული სწავლების ალტერნატივის ხელშეწყობა საშემსრულებლო ხელოვნებაში.  

სკოლაში შემოქმედებითი ენთუზიაზმი დიდად დაფასებული იყო. კეიჯს ყველანაირად ხელს უწყობდნენ თავის წამოწყებებში, ხედავდნენ რა მის გატაცებას. ხელშეწობამ კი ის გამოიწვია, რომ მისი საქმიანობა გაცდა სკოლის კედლებს და მოიცვა ქალაქის მთელი შემოქმედებითი ელიტა.  

ეს ყველაფერი კი გადაიზარდა კეიჯის დასარტყამ საკრავთა ანსამბლის ჩამოყალიბებაში, სადაც დასაწყისში იყო ექვსი, ხოლო შემდეგ თორმეტი წევრი. მათ შორის პროფესიონალი და მოყვარული მუსიკოსებიც.  1938 წელს გაიმართა ანსამბლის პირველი კონცერტი, რომელიც შევიდა ქვეყნის ისტორიაში, როგორც პირველი კონცეტი, რომელშიც გამოყენებული იყო მხოლოდ დასარტყამი საკრავები.  1939 წელს კი მეორე კონცერტზე კომპოზიტორი უკვე დარწმუნებული იყო თავის შემოქმედებით ძალებში და კიდევ გამართა კონცერტი დასარტყამი საკრავებისათვის, რომელშიც უკვე კარგად გამოიკვეთა მისი შემოქმედებთი პრიორიტეტები. სწორედ ამ ეტაპზე იქმნება მისი პირველი, მეორე, მესამე კონსტრუქციები.  პირველი კონსტრუქცია გაკეთებულია დასარტყამთა სექსტეტისათვის, სადაც ტემბრალური სპექტრი გაცილებით უფრო მდიდარი გახდა, თუმცა ყველა საკრავი მეტალის იყო. მეორე და მესამე კონსტრუქციები განსხვავდებიან ტემბრებითაც და შემადგენლობითაც და საკრავებზე დაკვრის მანერითაც.  კეიჯი არ იფარგლება მხოლოდ დასარტყამი საგნებიდან ბგერების მიღებით და მისი გამოყენებით. ტემბრალურმა ექსპერიმენტებმა მას გზა გაუხსნა ტრადიციული საკრავების ნოვაციურად გამოყენებაშიც. რაც უკვე მის შემდგომ შემოქმედბით გზაზე უხვადაა.

ამაზე შემდეგ…

შეადგინა ნინო ჯანჯღავამ

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”