საავტორო სტუდია

ბეთჰოვენის X სიმფონია ხელოვნურმა ინტელექტმა დაასრულა

2021 წლის შემოდგომაზე, ბეთჰოვენის სახელობის ბონის სიმფონიური ორკესტრის მიერ შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის X სიმფონია, რომლის დასრულებაც ავტორმა ვერ მოახერხა. მისი შესრულება 2020 წელს, კომპოზიტორის საიუბილეო წელთან დაკავშირებით იყო დაგეგმილი, თუმცა ვერ მოხერხდა.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ავტორმა ამ ნაწარმოების შექმნა ჯერ კიდევ IX სიმფონიის დამთავრებამდე დაიწყო. მუსიკალური მასალა დაასრულეს მუსიკისმცოდნეებმა, მუსიკოსებმდა და ხელოვნურმა ინტელექტმა. მისი ხანგრძლივობა ოცდახუთი წუთია. პროექტს კოორდინირება გაუწია ჰერბერტ ფონ კარაიანის სახელობის ინსტიტუტმა, ზალცბურგში.

წამოგვყევით ფეისბუქზე