საავტორო სტუდია

ჩაყოფდით თუ არა თავს როიალში მის მოსასმენად? არა? მაშინ რატომ უნდა მოვათავსოთ იქ მიკროფონი?

ხანდახან, როდესაც ჩვენ მიკროფონს უჩვეულო ადგილას ვამაგრებთ, შესაძლოა საკმაოდ საინტერესო ხმა მივიღოთ, მაგრამ არა ამ შემთვევაში.

მოდით ყველაფერი BBC -ს Andrew Marr Show – ს გადაცემაზე გადაღებული ვიდეო კლიპით დავიწყოთ. გადაცემა 2013 წლის 7 აპრილს გავიდა ეთერში. მომღერალი ჯულია ლიჟნევა გახლავთ, კონცერტმეისტერი – მიხაილ ანტონენკო.

ამ კლიპში აჟღერებულ ხმას რამდენიმე ტექნიკური პრობლემა გააჩნია, მაგრამ ყველაზე მეტად ფორტეპიანოს გახმოვანებისას დაშვებული შეცდომა გვხვდება ყურში. ეს კლასიკური მუსიკაა aდა როდესაც ის დაიწერა, მაშინ ჯერ არ არსებობდა ცნებები როგორებიცაა ჩანაწერი, გახმოვანება, ხმის გაძლიერება, მაუწყებლობა და ა.შ. იმ პერიოდში მომღერალი მღეროდა, პიანისტი უკრავდა, აუდიენცია კი უსმენდა გარკვეული დისტანციიდან.

ეს მინიშნება გვაძლებს წარმოდგენის საშუალებას თუ რა ხერხით აჯობებდა მსგავსი მუსიკის გახმოვანება. ლოგიკური იქნებოდა გვეფიქრა, რომ ხმის გაძლიერება მომხდარიყო ისე, რომ რადიო თუ ტელევიზიის მსმენელს ისეთივე შთაბეჭდილება დარჩენოდა, თითქოს ისინი აუდიოტორიაში ისმენენ ამ მუსიკას და ნაწარმოები რაც შეიძლება ნატურალურად გაჟღერებულიყო.

შესაძლოა, უმჯობესი იქნებოდა მიკროფონების წყვილი განლაგებულიყო ფოპრტეპიანოსგან ბუნებრივ მოსასმენ დისტანციაზე. ცხადია, ეს არ გამოვიდოდა კარგი, რადგან მიკროფონი არ არის ადამიანის ყურის იდენტური. ადამიანის ტვინი კი აღიქვამს პირდაპირ მუსიკოსისგან წამოსულ ხმას და ნაკლებად აინტერესებს რა ხდება მის გარეშემო. სწორედ ამიტომ, მიკროფონის განთავსება სასურველია მოხდეს შედარებით ახლო პოზიციაში, ოღონდ ისე, რომ ხმა მაქსიმალურად ნატურალურად გაჟღერდეს.

უმჯობესი იქნებოდა ცდისა და ექსპერიმენტის შედეგად წინასწარად განსაზღვრულიყო მიკროფონებსა და ფორტეპიანოს შორის არსებული დისტანცია, სადაც მოინახებოდა პირდაპირი ხმისა და დარბაზის რევერბირაციის იდეალური ბალანსი. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მსგავსი საქმიანობისთვის ხმის რეჟისორს ძალიან ცოტა დრო აქვს და მას ხმის გასწორება მხოლოდ მაშინ უწევს, როდესაც მუსიკოსი იწყებს ნაწარმოების შესრულებას. ასეთ შემთვევებში არის გამოსავალი დაიდგანს ორი დამატებითი მიკროფონი (სტერეო წყვილი) შემსრულებლისგან მოცილებით, რათა მოხდეს დარბაზის რევერბირაციის ცალკე არხზე მიღება. ასეთ შემთვევაში ხმის რეჟისორს ეძლევა საშუალება დააბალანსოს პირდაპირი და დარბაზიდან წამოსული ხმა. ამ მეთოდით ჟღერადობა გაცილებით ნატურალური იქნებოდა.

რამდენად ახლოს შეიძლება დაიდგას მიკროფონი როგორც ფორტეპისნოსგან, ასევე მომღელისგან. რაც უფრო ახლოს იქნება მიკროფონი, მით მეტი იქნება აუდიო სიგნალი, მაგრამ იქნება ხისტი და არაბუნებრივი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვოკალის მიკროფონი (სავარაუდოდ Schoeps) მისაღებ დისტანიცაზე დგას, მაგრამ ფორტეპიანოს მიკროფონი ძალიან ახლოს არის, პრაქტიკულად ინსტრუმენტში დევს. ასეთ ვითარებაში სრულიად წარმოუდგენელია ფორტეპიანოს ბუნებრივი, ნატურალური ხმის ჩაწერა.

რევერბირაცია

თუკი პრობლემა ნომერი 1 არის ფორტეპიანოს ხმა, მაშინ მეორე პრობლემა რევერბირაცია გახლავთ, რომელიც ნამდვილად საშინელია. ნათელია, რომე ეს გადაცემა სატელევიზიო სტუდიაშია ჩაწერილი და არა საკონცერტო დარბაზში. სწორედ ამიტომ, უფრო პრაქტიკული იქნებოდა არა სტუდიის ბუნებრივი რევერბირაციის გამოყენება და დამატებით მიკროფონების დაყენება, არამედ ციფრული ეფექტის გამოყენება. ცხადია, ძალიან რთულია ნატურალური ხმის მიღება, როდესაც გამოიყენება ციფრული რევერბირატორი. აქ საჭიროა ეფექტის იმგავრი რეგულირება, რომ მაქსიმალურად შეიქმნას აკუსტიკურ სივრცეში შესრულების შთაბეჭდილება. ამ დროს ინსტრუმენტის ხმა ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს იმიტირებულ აკუსტიკურ სივრცეს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში რევერბირაცია საერთოდ უგულებელყოფილია. არ ვიცი რა სახის აკუსტიკური სივრცე იგულისხმეს ამ ვიდეოს გადაღების დროს, მაგრამ ჩემთვის რთულად წარმოსადგენია იმგვარი საკონცერტო სივრცე სადაც ასე გაიჟღერებდა მუსიკა. მეორე მხრივ, არსებული რევერბირაცია არანაირად არ წარმოსახავს სტუდიას, სადაც მოხდა ამ მუსიკის ჩაწერა. ეს ცდომილება “არასწორი სიგნალის” მიერ გამოწვეულ უსიამოვნო ხმაურს იწვევს ტვინში. და მესამე  მხრივ, პირდაპირი ხმა და რევერბირაცია არანაირად არ ეხამება ერთმანეთს. რთულია გარკვევა სად გადის ზღვარი პირდაპირ ხმასა და რევერბირაციას შორის.

სატელევიზიო მოთხოვნები

არის ერთი ფაქტორი, რის გამოც შეიძლება გაგებით მოვეკიდოთ ამგვარ ცდომილებებს. ეს ცოცხალი სატელევიზიო შოუა, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი რისკები. ასეთ დროს ყველაზე დიდი საშიშროება გადაცემაში მოწვეული სტუმრების მოულოდნელი საუბარი შეიძლება აღმოჩნდეს. მიკროფონების ინსტრუმენტთან ახლოს მოთავსებას ეს რისკი მინიმუმამდე დაჰყავს. მიკროფონში ასევე არ გაისმება სტუდიიდან წამოსული სხვა არასასურველი ხმაურებიც, რომელიც ნაწარმოების დაწყებამდე “გაჰყავთ” ფეიდით.

დასასრულს, შეიძლება ითქვას, რომ ეს გადაცემა კარგი მაგალითია იმისა, რაც ნაკლებად ხარისხიანად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც სასარგებლოა, რათა გვქონდეს საშუალება დავინახოთ მიზეზები და ვიფიქროთ გამოსავალზე, რომ შემდგომისთვის მსგავს სიტუაციაში ხარისხიანი ჟღერადობა მივიღოთ.

პ.ს. მიუხედავად იმისა, რომ ვოკალის მიკროფონად არის გამოყენებული Schoeps, ხმა მაინც მდარე ხარისხით ისმის. ეს არ არის ის ხარისხი, რასაც მოველით ჩვენ ამ ფირმის მიკროფონისგან, თუმცა, გავითვალისწინებელია ისიც, რომ არ არის გათიშული “პეტლიჩკა” მიკროფონიც, რომელიც იულია ლეჟნევას უკეთია… საეჭვოა ასევე თუ რა სახის ტექნიკითა და ეკვალაიზერით არის დამუშავებული  ხმა. ცხადია, ესეც შეიძლება იყოს უხარისხობის მიზეზი…

ავტორი – დევიდ მეილორი

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა

 

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”