საავტორო სტუდია

ბასის კომპრესია

Bass-Compression-Settingsცხოვრებაში მრავალი პასუხგაუცემელი კითხვაა. რატომ ვარსებობთ? რა არის ჩვენი დანიშნულება? როგორია ცხოვრების საზრისი? რაზე ფიქრობდა მონა ლიზა? და, რა თქმა უნდა, როგორ მივიღო ბასის მაგარი ჟღერადობა ჩემს მიქსში? სიმართლე რომ ვთქვა, ეს სწორედ ის არის, რაზეც ძალიან ხშირად მიწევს დაფიქრება და ხანდახან ბრძოლაც კი, მსგავსად კარგად შერჩეულ მკლავჭიდელ მეტოქესთან შერკინებისას. ვიცი, რომ შემიძლია გამარჯვება, მაგრამ ამის საქმით დამტკიცება არც თუ ისე იოლი რამ არის. დაბლების გასწორება ყოველთვის დაკავშირებულია სხვადასხვა სახის წყაროებიდან მოსმენასთან, მაგალითად ავტომობილის აუდიო სისტემიდან, საყოფაცხოვრებო სტერეო აპარატურიდან და კომპიუტერის მცირე ზომის დინამიკებიდანაც კი. სხადასხვა სისტემები დამალავს ან წამოწევს სხვადასხვა სიხშირეებს. შესაძლოა თქვენი მიქსი უკეთესი ფორმითაც კი წარმოჩინდეს, თუმცა, ხშირ შემთვევაში ეს საპირისპიროდ ხდება ხოლმე. რაც არ უნდა იყოს, არ შეწყვიტოთ შედარების პროცესი, მანამდე, სადამ არ იპოვით ოპტიმალურ სპექტრულ მაჩვენებელს, რომელიც ყველა შემთხვევაზე იმუშავებს.

დამუშავების პოცესისას უნდა გახსოვდეთ, რომ მიქსის დაბლები არ არის მხოლოდ ბას გიტარა ან ბას დოლი. ის ყველაფრის ერთობლიობაა: აკუსტიკური გიტარის, ვოკალის, ელექტრო გიტარის და სხვა მრავალი ინსტრუმენტის, რომელთაც საკმაოდ ბევრი დაბალი სიხშირე გააჩნიათ. ყველანი საკმაო როლს თამაშობენ საერთო მიქსში. მიუხედავად ამისა, აქ ყურადღებას ბას გიტარაზე გავამახვილებთ და ასევე იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ბასის კომპრესია მიქსში. მოდით დავიწყოთ იმით, რომ ყოველთვის არ არის აუცილებელი ბასის კომპრესორის გამოყენება. არსებობს ორი ტიპიური მიზეზი, როდესაც საჭიროა ბასის კომპრესია: რათა ბასის ბგერები მეტად “ჩავაჯინოთ” საერთო მიქსში, რომ არ მოხდეს მათი ამოვარდნა. ანუ, დინამიური დიაპაზონის ლიმიტერის ფუნქციით და მეორე, როდესაც მოგვწონს კომპრესორის ჟღერადობა.
კომპრესორის ლიმიტერის ფუნქციით გამოყენების აუცილებლობა ისედაც ცხადია, თუ გავითვალისწინებთ მრავალ მუსიკოსს, რომლებიც ვერ არიან სათანადო სიმაღლეზე. ხანდახან ბასის ყოველი ნოტის გასწორებაც კი ხდება ხოლმე საჭირო, რადგან ზოგიერთმა ნოტმა შეიძლება დაანგრიოს ყველაფერი, მაშინ როცა, სხვა ნოტები იყლაპება. მოისმინეთ კარგად დამიქსული პოპ მუსიკა და მიხვდებით როგორი უნდა იყოს ბასის ჟღერადობა. შექმენით მტკიცე საფუძველი ბასით და თქვენი მუსიკა აჟღერდება ისე როგორც საჭიროა. მერყევი დაბლებით კი ვერასოდეს შეძლებთ სწორხაზოვანი ჟღერადობის მიღებას.
ბასის კომპრესორის გამოყენების მეორე მიზეზი ნაკლებად აშკარაა. ხშირად, როდესაც გვიწევს კარგი შემსრულებლის ჩაწერა, ყოველი ნოტი იმდენად სრულყოფილია, რომ სრულიად გვავიწყდება დინამიურ დიაპაზონზე ზრუნვა. ცხადია, ეს იდეალური სიტუაციაა, მაგრამ კომპრესორის გამოყენება, თუნდაც ძალიან მცირე დოზით, შესაძლოა მაინც მოგვინდეს. ბას გიტარის ხმა, გასაკუთრებით როკ მუსიკაში, სწორედ კომპრესორის ჟღერადობამ განაპირობა. 1-2 დეციბელით მგრძნობიარობის რეგულირებამ და “soft ratio” მ შესაძლოა დიდად არ იმოქმედოს ინსტრუმენტის ჟღერადობაზე, მაგრამ სწორედ ის განაპირობებს მის სუნთქვას. თუკი თქვენი ბასი არ ჟღერს სათანადოდ, ჩაატარეთ ექპერიმენტები ამ პარამეტრებით და მიიღეთ სასურველი ჟღერადობა.

ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი პარამეტრების სტანდარტული ვერსია. შესაძლოა ეს ტექნიკა არ იყოს თქვენთვის მისაღები, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს მოგცემთ საწყის წერტილს, რომ ატაროთ ექსპერიმენტები და თქვენი ჟღერადობა მიიღოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრებია: “attack” და “release” ის დრო. სანამ ამ სტატიას მოვამზადებდი, ჩემს მეგობარ ნიკს ვთხოვე რამე რჩევა მოეცა ბასის კომპრესიასთან დაკავშირებით (მისი რჩევები ყოველთვის გამოირჩეოდა), მან ოდნავ ჩაიცინა და მითხრა “ჩაატარეთ ბევრი ექსპერიმენტი პარამეტრებით “attack” და “release”- ის დროსთან”. ცხადია, ეს არ იყო საუკეთესო რჩევა, მაგრამ აღნიშნავდა ამ პატარამეტრების დიდ მნიშვნელობას. მოდით, შევხედოთ კომპრესორის “attack” და “release”- ის დროის პარამეტრებს. მაგრამ მანამდე შევჩერდეთ “Threshold” – ზე. სანამ გადავწყვეტთ როდის ჩავურთოთ “attack” და როდის “release”, საჭიროა გადავწყვიტოთ, როდის დაიწყოს მუშაობა კომპრესორმა. “Threshold” ის ღილაკია, რომლის წყალობითაც კომპრესორი იწყებს კომპრესირებას. თუ ხმა ვერ მიაღწევს “Threshold” დონეს, კომპრესორი უბრალოდ არ ამოქმედდება. მეორე მხრივ, თუ ხმა მუდმივად მაღლა აღმოჩნდება “Threshold” ის დონისგან, ის მუდმივად დააწვება ჟღერადობას. შესაბამისად, რაც უფრო დაბალი იქნება “Threshold” დონე, მით უფრო ხშირად ჩაირთვება კომპრესორი. ახლა კი, როდესაც გადავწყვიტეთ საიდან დაიწყებს კომპრესორი მუშაობას, დროა მივხედოთ რამდენად ინტენსიური იქნება მისი მუშაობა, ანუ “ratio” პარამეტრი. ეს გამოიხატება როგორც შეფარდება 2:1, მაგალითად, თუკი ჩვენ დავაყენებთ “ratio” -ს 2:1 ზე, თუკი ორიგინალური ხმა ასცდება “Threshold” დონეს 2 დეციბელი, მგრძნობიარობის (gain) ცვლილება მოხდება 1 დეციბელით. სხვა შემთხვევაში, როდესაც როდესაც “ratio” დაყენებულია მაჩვენებელზე 4:1, თუკი სიგნალი ასცდება მაჩვენებელს 8 დეციბელით მაღლა ვიდრე “Threshold” დონეა დაყენებული, კომპრესორის გამომავალი სიგნალის მაჩვენებელი იქნება 2 დეციბელი. ყველაზე მცირე მაჩვენებლმაც კი შესაძლოა საკმაოდ ძლიერად იმოქმედოს დინამიურ დიაპაზონზე. ახლა კი, მივხედოთ პარამეტრებს “attack” და “release”. “attack”-ის დრო არის სიჩქარე, რითაც კომპრესორი იწყებს დაწოლას ხმაზე, როგორცკი ის გასცდება “Threshold” მაჩვენებელს. ანუ რამდენად სწრაფად ახდენს რეაგირებას. რა წამსაც სიგნალი გადაკვეთს “Threshold” მაჩვენებელს, ელოდება “attack”- ის დროს, სანამ ამოქმედდება კომპრესორი.

“attack” ის დრო მნიშვნელოვნად მოქმედებს ბგერის საწყის ჟღერადობაზე. ბას გიტარის შემთხვევაში, სწრაფი “attack” მაჩვენებელი დაარბილებს ბგერის საწყის ხისტ ამოკვრას, ხოლო ნელი “attack” გააჟღერებს საწყის ამოკვრას, თავად ბგერას კი დააწვება და მოახდენს კომპრესირებას.

“release” დრო არის სიჩქარე რომლითაც კომპრესორი შეწყვეტს მოქმედებას მას შემდეგ, რაც ბგერა გაივლის “Threshold” მაჩვენებელს. სწრაფი “release” ის დროს კომპრესორი თითქმის დაუყოვნებლივ შეწყვეტს მოქმედებას, მას შემდეგ რაც ბგერა ჩასცდება “Threshold” მაჩვენებელს. გრძელი “release” გარკვეული დროის მანძილზე განაგრძობს ბგერის კომპრესირებას, მაშინაც კი, როდესაც ბგერა ჩასცდება “Threshold” მაჩვენებელს. სწორედ ამაში მდგომარეობს გასაღები თუ როგორ მუშაობს “release”. გრძელი “release”ის შემთხვევაში კომპრესორი თითქმის გამუდმებით იქნება მოქმედებაში. ის პრაქტიკულად აუქმებს “attack” დროის პარამეტრებს. ბას გიტარის შემთხვევაში (განსაკუთრებით გაგრძელებული ბგერების დროს) საჭიროა გვახსოვდეს ეს თვისება, რათა მომავალში შევძლოთ დინამიური დიაპაზონის შენარჩუნება (ცხადია, თუკი ეს არის მიზანი). ახლა კი, როცა ვიცით როგორ მოქმედებებ ეს პარამეტრები, დროა საქმესაც შევუდგეთ. შეხვედრამდე…

სტატიის ავტორი Justin Peacock
წყარო http://www.recordingmag.com/
თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა

 

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”