საავტორო სტუდია

ბაროკოს ფესტივალი, “ფლეშმობი” და “საავტორო სტუდიის” მორიგი ნამუშევარი

Baroqueconcert-clip_image002_004შემოდგომა ყოველთვის დატვირთულია კლასიკური მუსიკის კონცერტებითა თუ ფესტივალებით. “საავტორო სტუდია” წელსაც ჩაიწერს ელისო ვირსალაძის ფესტივალს, რომელიც ტრადიციულად თელავში გაიმართება. სამწუხაროდ ამ ფესტივალს ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი ემთხვევა, რის გამოც “საავტორო სტუდია” მხოლოდ ორი კონცერტის ჩაწერას შეძლებს. ამ ორი ფესტივალის დასრულებისთანავე “საავტორო სტუდიის” მიერ ორგანიზებული კლასიკური გიტარის კონკურსი დაიწყება, ხოლო ნოემბერში სრულიად ახალ, ბაროკოს ფესტივალს ჩაეყრება საფუძველი.

800px-Georgian_Sinfonietta_as_Baroque_Orchestraფესტივალის სულისჩამდგმელი საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტი “საქართველოს სინფონიეტაა”. ფესტივალი სტარტს 13 ნოემბერს აიღებს და 6 დეკემბრამდე გაგრძელდება. კონცერტები რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში გაიმართება. საქართველოში მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოს-შემსრულებლები მოიყრიან თავს. მათ შორის: Sergio Azzolini (იტალია), Christine Busch (გერმანია), Pawel Kotla (პოლონეთი, ინგლისი), Jordi Savall (ესპანეთი) და სხვები.

ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ “საავტორო სტუდია” უკვე დაუმეგობრდა ფესტივალს. სარეკლამო “ფლეშმობის” ხმა ჩვენმა სტუდიამ ჩაწერა. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ბაროკოს ფესტივალის კონცერტების ჩაწერასაც ჩვენ მოგვანდობენ.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”