საავტორო სტუდია

“საავტორო სტუდიის” გრემის მფლობელი მეგობრები

“საავტორო სტუდიას” არაერთხელ უთანამშრომლია მაღალი კლასის დირიჟორებთან, კომპოზიტორებთან, ინსტრუმენტალისტებთან თუ მომღერლებთან… მაგალითისთვის, ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან – 2 გრემის მფლობელი პოლ ჰილერი (Paul Hillier), გრემის მფლობელი “Ars Nova Copenhagen”, გრემის მფლობელი “Theatre of Voices”, გია ყანჩელი, ჯორდი სავალი, სერჟიო აზოლინი, ნინო სურგულაძე, არიელ ცუკერმანი, ლიანა ისაკაძე, ანიტა რაჭველიშვილი, საქართველოს სინფონიეტა, ეროვნული ფილარმონიული ორკესტრი , ესტონეთის ფილარმონიის კამერული გუნდი და მრავალი სხვა….

“საავტორო სტუდიის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ნაწარმოებების ხშირი შემსრულებელია გრემის ორგზის გამარჯვებული და შვიდგზის ნომინანტი – დირიჟორი პოლ ჰილერი. კომპოზიტორის ვოკალური ციკლი “17 ალილუია” უკვე დიდი ხანია მის რეპერტუარშია ჩასმული და წარმატებით სრულდება ევროპის სხვადასხვა დარბაზებში.

წლევანდელ დაჯილდოებაზე კანადური წარმოშობის სოპრანომ Barbara Hannigan მა მიიღო გრემი ალბომისათვის “Crazy Girl Crazy”, რომლის ჩანაწერიც “საავტორო სტუდიის” დიდი ხნის მეგობარმა, ხმის რეჟისორმა გიდო ტიხელმანმა (Guido Tichelman) განახორციელა . 

“საავტორო სტუდიას” გიდო ტიხელმანთან ერთად არაერთი ნაწარმოები აქვს ჩაწერილი, როგორც საქართველოში, ასევე ჰოლანდიაში. ის ჰოლანდიელია, მისი მეუღლე კი ქართველი – ნინო თარხან-მოურავია.

“საავტორო სტუდია” ულოცავს გიდოს ამ უდიდეს წარმატებას.

2018 წ.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”