საავტორო სტუდია

კორპორატიული მუსიკა საავტორო სტუდიისგან

creativeმუსიკის შეთხზვა შემოქმედებითი პროცესია. ადამიანი ქმნის მუსიკას, რადგან ამის სულიერი მოთხოვნილება გააჩნია. მუსიკით ხდება ადამიანის თვითრეალიზაცია, მისი გრძნობებისა და შინაგანი სამყაროს გამოხატვა. მუსიკა შეიძლება იწერებოდეს თეატრისთვის, კინოსთვის, პროტესტის გამოსახატად, საცეკვაოდ, სიყვარულის ასახსნელად, რომანტიკული გარემოს შესაქმნელად, სიამოვნების მისაღებად ან უბრალოდ იმიტომ რომ უნდა იწერებოდეს…

თანამედროვე სამყარო რეკლამის ეპოქაა. ჩვენ გარშემორტყმულნი ვართ სარეკლამო სახის მელოდიებით, კორპორატიული მუსიკალური ლოგოებით, ათასგვარი “ჯინგლებითა” თუ უბრალოდ სლაიდ შოუს გასაფორმებელი ფონური მუსიკით…

საავტორო სტუდია გთავაზობთ ფართო არჩევანს თქვენი სარეკლამო რგოლისთვის თუ სხვა კომერციული სახის კორპორატიული აპლიკაციებისთვის. ჩვენ გვაქვს როგორც მზა ნაწარმოებები, ასევე გთავაზობთ მუსიკის შეთხზვას და ჩაწერას სპეციალურად კონკრეტული სარეკლამო რგოლებისთვის.

მოისმინეთ საავტორო სტუდიის მიერ ჩაწერილი კორპორატიული მუსიკა

და გააკეთეთ თქვენი არჩევანი.

Royalty-Free Stock Video at Pond5

დაგვიკავშირდით: stumari@gmail.com

ტელ: 218 33 47     მობ:  551 772323

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”