საავტორო სტუდია

“საავტორო სტუდიის” სტუმარია გიტარისტი თამარ ასანიძე

ინტერვიუ თბილისის კლასიკური გიტარის შემსრულებელთა პირველი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატთან თაკო ასანიძესთან

რამ განაპირობა საკრავის არჩევა?

ჩემთვის საკრავის არჩევას დიდი ისტორია აქვს.  ოჯახში ტრადიცია იყო ქალი გიტარისტების. ბებიის დედა, ბებია, დედა ყველა შესანიშნავად ფლობდა ამ ინსტრუმეტს. რაც შემეხება მე ექვსი წლის ასაკში შემიყვანეს ნოდარ ოდიკაძის კლასში. საოცარი მოგონებები მაქვს ამ ადამიანზე. მოგეხსენებათ იმ პერიოდში კლასიკური გიტარა მეტად უცხო იყო და მითუმეტეს გოგონა გიტარისტი  

გაიხსენეთ თქვენი პირველი წარმატებული კონცერტი

ჩემი პირველი სოლო კონცერტი 14 წლის ასაკში შედგა. საკმაოდ სერიოზული პროგრამით, კონსერვატირიის მცირე დარბაზში.

პედაგოგები და მათი როლი თქვენი, როგორც მუსიკოსის ჩამოყალიბებაში

ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დავამთავრე ვაჟა კალანდაძის კლასში. მადლობელი ვარ მისი,ასეთი სერიოზული კონცერტებისთვის, რაც ერთად ჩავატარეთ მთელი სწავლის მანძილზე.

რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ თბილისის კლასიკური გიტარის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი?

პირველი კლასიკური გიტარის კონკურსის ლაურეატობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. მთელი წლების შრომა, რაც ჩამიდია ამ ინსტრუმენტში, თითქოს დაფასდა ერთ საღამოში.

რას მოაქვს წარმატება მუსიკოსისთვის?

მუსიკოსისთვის წარმატება შრომას და ნებისყოფას მოაქვს. დახვეწილ გემოვნებას. არაადამიანურ რესურსის ჩადებას ამ საქმეში. არააა ადვილი ყოველდღიურად რამდენიმე საათი გაატარო ინსტრუმენტთან, თუმცა ალბათ ისიცაა, რომ უნდა გიყვარდეს, სიგიჟემდე. ბევრჯერ მიფიქრია და გადამიხვევია გიტარის გზიდან, მაგრამ ისევ და ისევ ვუბრუნდები ამ საქმიანობას.

რამდენად საჭიროა მუსიკოსისთვის კონკურსში მონაწილეობის მიღება? რას აძლევს მუსიკოსს კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობის მიღება მუსიკოსს არწმუნებს თავის შესაძლებლობებში, უფასებს შრომას.

რას ურჩევდით დამწყებ, კლასიკური გიტარის შემსრულებლებს?

დამწყებ გიტარისტებს ვურჩევ იშრომონ ბევრი, არ დანებდნენ და არ შეეშინდეთ დაბრკოლებების.

 

ესაუბრა საავტორო სტუდიის დამფუძნებელი, კომპოზიტორი ნინო ჯანჯღავა

2020 წ.

წამოგვყევით ფეისბუქზე